ყველა ქალი ოცნებობს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ლამაზი, ჯანმრთელი და მიმზიდველი იყოს. ამ ეფექტის მისაღწევად ყოველდღიურ რაციონში ცვლილებების შეტანა საკმარისია.
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი, ჯერ კიდევ ბავშობიდან ჩამოყალიბებული კვების ჩვევა აქვს. თუმცა პროდუქტები, რომელთა მიღებას ახალგაზრდობაში ადვილად ახერხებდით, ახლა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.
50 წლის შემდეგ ორგანიზმში ზოგიერთი პროცესები სხვანაირად სვლას იწყებს. ექიმების თქმით, სწორედ 50 წლის ასაკში დგება სერიოზული ცვლილებების და გემოს იძულებითი შეცვლის დრო. თუ ყველაფერს სწორად შეასრულებთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ 50 წლის ასაკში ცხოვრება ახლიდან იწყება!
რა მივირთვათ სადილობის დროს
გონივრულად დაბალანსებული რაციონი არა მხოლოდ საოცნებო ფიგურის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, არამედ კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას გააუმჯობესებს, ასევე თვითშეფასებასა და განწყობაზე დადებით გავლენას მოახდენს.
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ ზრდასრულ ასაკში რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი და რომელი, პირიქით, რაციონში ჩართოთ.
მავნე პროდუქტები ქალებისთვის 50 წლის შემდეგ
1. პარკოსანი
პარკოსანი პროდუქტები, უდაოდ, სასარგებლოა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში ლობიომ ქალებს შეიძლება ბოროტად გაეხუმროს. ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა ლობიო, ბარდა, სოიო, ოსპი და სხვა პარკოსანი პროდუქტები, შეიძლება გამოიწვიოს ბოყინი, ჭარბი გაზის წარმოება და გულძმარვა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მწვავე ფორმის დროს პარკოსანი პროდუქტების მიღება რეკომენდებული არაა.
2. გადამუშავებული ხორცი
გადამუშავებულ ხორცს სოსისის, ძეხვის, ასევე კონსერვის სახით, უარი უთხარით. ამ პროდუქტების გამორიცხვით ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაიხანგრძლივებთ!
3. კარაქი
კარაქი პურთან ერთად, რა თქმა უნდა, გემრიელია, მაგრამ არა სასარგებლო, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. კარაქის და გაჯერებული ცხიმების მიღების შემცირებით სისხლში ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს შეამცირებთ.
4. ბრინჯი
ამ პუნქტმა კი მართლაც გამაოცა! როგორც აღმოჩნდა, ბრინჯის მოხმარება მისი მიწეპების თვისების გამო უნდა შეზღუდოთ. დიდი რაოდენობით ბრინჯის მიღება შეკრულობას იწვევს. ზოგიერთი სახეობის ბრინჯის მიღება უკუჩვენებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების და შინაგანი ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანების დროს.
თუ საჭმლის მონელების სისტემა ნორმაში და შეკრულობისკენ მიდრეკილება არ გაქვთ, შეგიძლიათ ზომიერად მიირთვათ.
5. პოპკორნი
პოპკორნი საკმაოდ კალორიულია. ის ბევრ ცხიმებს, შესაბამისად კალორიებს შეიცავს. (დიდი პორცია დაახლოებით 1200 კალორიას შეიცავს).
გარდა ამისა, სიმინდის შეწვის დროს ზეთი შეიძლება ფილტვების სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს. გაცხელების დროს ზეთი დიაცეტილთან ერთად, რომელიც პოპკორნის შეწვის დროს გამოიყენება, ძალიან ტოქსიკურ ნივთიერებას აწარმოებს, რომელიც ფილტვების დაზიანების, სუნთქვის შეკავების და სიმსივნის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ ხანდაზმულები არიან.
6. ყავა
ახლა თქვენი სახე წარმომიდგენია, მესმის რომ ყავის გარეშე დილა დილა არაა, ამასთან მისი არომატი უკვე გაფხიზლებთ და განწყობას გიქმნით. მიუხედავად ამისა, დიდი რაოდენობით ყავის მოხმარებამ შეიძლება ნაოჭების გაჩენა გამოიწვიოს!
ყავის ყოველდღიური მოხმარება კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის წარმოებას ზრდის. მისი ჭარბი რაოდენობა კანს ათხელებს, მას მშრალს და დანაოჭებულს ხდის. ასეთი შედეგების მიუხედავად, ამ სასმელის დალევა ღირს?
დაბალანსებული კვება ქალებისთვის 50 წლის შემდეგ
1. რაციონის ბაზას მცენარეული წარმოშობის პროდუქტები უნდა წარმოადგენდეს. ყოველდღე სუფრაზე უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული, ასევე მწვანილი. ამასთან მათი მოცულობა 50%-ს არ უნდა აჭარბებდეს.
2. წყალს უნდა დაუმეგობრდეთ, თან ისე რომ მის გამო ყავასა და ჩაიზე უარი უნდა თქვათ. თუ ჩაიზე ვსაუბრობთ, სჯობს უპირატესობა ბალახების ჩაის მიანიჭოთ.
3. თითოეული ქალის რაციონში ცილოვანი პროდუქტი აუცილებლად უნდა შედიოდეს. აქცენტი ნაკლებად ცხიმიან თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და ფრინველზე გააკეთეთ. ასევე შეგიძლიათ ხბოს და კურდღლის ხორცისგან კერძები მოამზადოთ.
4. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები თუ არ გსურთ, სელის თესლის შესახებ გაიხსენეთ.
5. ნიგოზი ძუძუს კიბოთი და ოსტეოპოროზით დაავადების რისკს ამცირებს. დღეში მხოლოდ 50 გრ კაკალი სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს, ძვლებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ხელს უწყობს. ნიგოზი კუჭის სისუსტის და ყაბზობის დროს შეუცვლელია.
6.და ბოლოს, გახსოვდეთ, უნდა მიირთვათ ხშირად, მაგრამ მცირე პორციებით. ასე კუჭის კედლებს არ გაწელავთ, ხოლო ორგანიზმი საჭმლის მონელებაზე ბევრ ენერგიას არ დახარჯავს. შიმშილობა ნამდვილად არ ღირს, ასე ორგანიზმს სარგებელს ვერ მოუტანთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!