ბიმოდალური ძილი: ჩვენი წინაპრები ღამით ორჯერ იძინებდნენ

1644

რამდენად ხშირად გაგიღვიძიათ შუა ღამით და არ გცოდნიათ, როგორ მოიქცეთ? გაწუხებდათ უძილობა, თავს ადანაშაულებდით იმაში, რომ არ გეძინათ, ეძებდით საქმეს, უშედეგოდ ცდილობდით თავიდან დაძინებას.

ადამიანთა დიდი ნაწილი ღამით იღვიძებს წყლის დასალევად ან ტუალეტში გასასვლელად. ზოგიერთი მათგანი შფოთავს იმის გამო, რომ ძილი ერღვევათ, ღამის სიფხიზლე კი არაბუნებრივად და ჯანმრთელობისთვის საზიანოდ ეჩვენებათ.

ძილის რეჟიმი და სიფხიზლე

რეალურად, შფოთვისთვის მიზეზი შეიძლება არც გქონდეთ. შესაძლოა, ასე თქვენში ბრუნდება ძილის ბიმოდალური რეჟიმი, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ.

როცა ჯერ კიდევ არ იყო ელექტრობა, ადამიანები იშვიათად რჩებოდენ სანთელთან ერთად შუა ღამემდე. ისინი მზის ჩასვლასთან ერთად იძინებდნენ. მათი ტვინი 6 საათში ასწრებდა დასვენებას ისე, რომ ადამიანი შუა ღამით, დაახლოებით 2-3 საათზე იღვიძებს. შემდეგ 2 საათს მშვიდად, მედიტაციაში ატარებდნენ და კიდევ ერთხელ იძინებდნენ, უკვე მზის ამოსვლამდე. სამაგიეროდ, ენერგიით აღსავსე იყვნენ მზის შემდეგ ჩასვლამდე.

მთელი ჩვენი ცოვრება, ჩვენი სხეული, რეაქციები, ქცევა, ჯანმრთელობა დამოკიდებულია სამყაროს კანონზომიერ პროცესებზე, პლანეტების მოძრაობაზე, მზისა და მთვარის ციკლებზე. საქმიანობის თითოეული სახეობისთვის დაწესებულია თავისი, ყველაზე ნაყოფიერი დროის პერიოდი. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს თავისი ბიორითმების მიედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყარო მას ჯანმრთელობის პრობლემებით დასჯის.

იმას, თუ რა მოხდება გამოუძინებლობის შემთხვევაში, ერთი უძილო ღამის შემდეგ ვგრძნობთ: ცუდი განწყობა, გაღიზიანებადობა, დაღლილობა, რეაქციების შენელება, შესიებული სახე, თვალქვეშა ტომრები, კანის არაჯანსაღი ელვარება. როცა ეს სისტემატურად მეორდება, შედეგები უფრო უარესია.

როგორც მეცნიერები, ისე თეოლოგებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ღამის 3 და 4 საათებს შორის ინტერვალი საუკეთესო დროა სულიერი პრაქტიკისთვის(ლოცვის, მედიტაციის, მანტრების წაკითხვისთვის), ან, უბრალოდ რომ ვთქვათ, აზრების გაწმენდისთვის.

ძილის დროს ხდება ადამიანის ფსიქიკური ენერგიის აღდგენა. ძირითადად, 21:00-4:00 ინტერვალში. ღამის სამუშაო საქმიანობის ყველაზე უარყოფით ტიპად ხასიათდება, ხოლო დასვენება – ბუნებრივი დაცვაა ორგანიზმის ფსიქიკური ფუნქციებისა.

დღის რეჟიმს დიდ ყურადღებას უთმობენ ვედები. მათი ჩანაწერების მიხედვით, ადამიანის გონება ისვენებს და ძალებს იკრებს 21:00-დან შუაღამემდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ უნდა ადგეთ 6 საათამდე, ხოლო ადამიანთა უმრავლესობისთვის 6-7 საათია საჭირო გამოსაძინებლად, ესე იგი, დასაძინებლად საუკეთესო დროა 22:00.

თუ ადამიანი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დასაძინებლად შუაღამის შემდეგ წვება, მას უგროვდება გონებრივი დაღლილობა. გვიან დაძინების შედეგია მავნე ჩვევები: მოწევა, კოფემანია და ჯანმრთელობის პრობლემებიც.

თუ ადამიანს 23:00-1:00 ინტერვალში არ სძინავს, უმცირდება ცხოვრებისეული ენერგია. ხოლო მას, ვინც 1:00-3:00 ინტერვალში ფხიზლადაა, ემოციური ძალები აწუხებს.

ბავშვის ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი 3 წლამდე ცოტათი განსხვავდება ზრდასრულისგან.  მას შეუძლია დილით რამდენიმე საათით დაიძინოს ყოველგვარი უარყოფითი შედეგის გარეშე. ბავშვი თავისი ბიორიტმების შესაბამისად ცხოვრობს. მთავარია, იგი არ დაარღვიოთ: არ დააძინოთ და გააღვიძოთ ძალით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს