შეუძლია ადამიანს ნივრის გემოს შეგრძნება ფეხის ტერფებით? ერთი შეხედვით, ეს შეუძლებლად მოგეჩვენებათ, თუმცა, პასუხი იმდენად თვალსაჩინო არაა, რამდენადაც ფიქრობთ.
რომ დარწმუნდეთ, დაჭერით ნივრის კბილი რამდენიმე ნაწილად, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და ჩაიცვით იგი ფეხზე. რამდენიმე საათში, თქვენდა გასაკვირად, ნივრის გემოს პირში იგრძნობთ.
ეს უჩვეულო მოვლენა ალიცინით აიხსნება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ნივთიერებას ადამიანის კანში შეღწევა და მთელ ორგანიზმში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია, აღწევს ნებისმიერ წერტილში, ყველაზე შორიდან(ფეხის ტერფიდან) პირის ღრუმდეც კი.
ნივრის გამოყენება
თეორიულად, ყველა ადამიანმა იცის ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა, ამ არომატულ წამალს, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა იმუნიტეტის გაძლიერება ან გაციების მკურნალობა სურთ.
თავის სპეციფიკურ სუნს, რომელიც გაციების მკურნალობაში გვეხმარება, ნიორი ალიცინს უნდა უმადლოდეს. ამ ნივთიერებას მძლავრი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, იმუნომასტიმულირებელი და მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს.
ნიორში არსებული ნაერთები, ასევე, ამცირებს დაბალი სიმჭიდროვის მქონე ლიპოპროტეიდებს სისხლში, სწორედ ამათ უწოდებენ მავნე ქოლესტერინს.
აი, რატომ აწუხებთ ნივრისმოყვარულთ ათეროსკლეროზი და მისი საშიში შედეგები(მაგ, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა პათოლოგიები) ყველაზე ნაკლებად.
ალიცინი მარტივად, სპეციალური ტრანსპორტის გარეშე, აღწევს უჯრედულ მემბრანაში და კანქვეშა სისხლძარღვების გავლით აღწევს სისხლში. მის ამ თვისებებეა დაფუძნებული ნივრის გამოყენების უჩვეულო მეთოდები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ.
როგორ გამოვიყენოთ ნიორი გარეგანად
1. სურდოს მკურნალობის საშუალება ნივრის კომპრესების გამოყენებით ჩვენ ჩინელებისგან ვისწავლეთ. დახეხეთ 6 კბილი ნიორი, გაათბეთ ორი ნატურალური ქსოვილის ხელსახოცი უთოთი და ტერფებზე ზეითუნის ზეთი შეიზილეთ.
ტერფის შუაგულზე მიიდეთ ხელსახოცი, გაჟღენთილი ნივრის პასტით. მიიმაგრეთ კომპრესი და ზემოდან წინდა ჩაიცვით. გაიმეორეთ მეორე ფეხზეც და გაიჩერეთ 20-25 წუთით.
2. სახსრების ლოსიონი
გაწმინდეთ 7-8 კბილი ნიორი, დააქუცმაცეთ, დაასხით 0.5 ლ ვაშლის ძმარი და ნახევარი ჭიქა არაყი, კარგად მოურიეთ, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას 3 კვირით, შემდეგ გაწურეთ.
შეიზილეთ მტკივან სახსრებზე ტკივილისა და ანთების მოსახსნელად.
3. ნიორი ყურის ტკივილის წინააღმდეგ
ნიორი შესანიშნავად უმკლავდება ყურის ტკივილებს. იგი შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც კანი შეიწოვს და აღწევს შიდა ყურში, მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ.
დაჭყლიტეთ ერთი კბილი ნიორი, შეახვიეთ თხელ ქსოვილში და მოათავსეთ ყურში 30 წუთით. პროცედურა ხსნის ტკივილსა და ანთებას.
ნუ მოათავსებთ ქსოვილს ძალიან ღრმად.
4. ნივრის ფაფა სოკოსა და კოჟრების წინააღმდეგ
ნიორი – ნატურალური სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებაა. სოკოს მოსაცილებლად, დაიტანეთ დაზიანებულ მონაკვეთზე ნივრის ფაფა, თანაბარი პროპორციით შერეული სპირტთან. ეფექტურია ნივრის ფაფისა და ზეითუნის ზეთის კომპრესებიც.
5. სახის ნიღბები
ალიცინი, რომელსაც ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტიფუნგუსური თვისებები აქვს, შეუცვლელი ინგრედიენტია აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლის საშუალებებში.
3 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ, შეურიეთ 2 ს.კ. ნაღებს, კვერცხის გულს, 1 ს.კ. კომბოსტოსა და 1 ჩ.კ. ნუშის ზეთს. გაიჩერეთ ნიღაბი სახეზე 5 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ არც ერთ ინგრედიენტზე არ გაქვთ ალერგია.
თქვენ როგორ იყენებთ ნიორს? გაქვთ განსაკუთრებული სამკურნალო რეცეპტები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.