ფარმაცევტული კომპანიები გვიმალავენ: ამ ნატურალურ ბიოდანამატს აფთიაქების გაკოტრება შეუძლია

6446

ბუნებაში არსებობს ოქროსფერი ფხვნილი, რომელსაც თქვენს სახლში ყველა წამლისა და გამაახალგაზრდავებელი საშუალების ჩანაცვლება შეუძლია. იგი გვჩუქნის დღეგრძელობას, მყარ ჯანმრთელობას, კარგ მეხსიერებასა და სილამაზეს. ეს სასწაულმოქმედი საშუალებაა გოგრის ფქვილი.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ და გამოიყენოთ იგი საშინაო პირობებში. გაოცდებით, როცა ამ ფხვნილის სასარგებლო თვისებების შესახებ გაიგებთ.

გოგრის ფქვილის სასარგებლო თვისებები

“გოგრის ფქვილის” ძებნისას, ხშირად, გვხვდება გოგრის დაფქული მარცვლები. აუცილებელია. გაიგოთ განსხვავება მათ შორის. ფქვილი, რომელზეც დღეს ჩვენ გესაუბრებით, გოგრის რბილობისგან მზადდება და გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე მარცვლებისგან დამზადებული.

გოგრის ფხვნილი მდიდარია:

  • საკვები ბოჭკოებით(პექტინებით);
  • А, РР, С და В ჯგუფის ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით;
  • მარგანეცით, ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმით, კალიუმით;
  • ამინომჟავებით: ასპარაგინით, ციტრულინით, არგილინით;
  • ცხიმოვანი მჟავებით: ომება-3 და ომეგა-6.

გოგრის ფქვილის ჩვენებები

1. საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებები(დისბაქტერიოზი, ყაბზობა და მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, ცეროზი, ნაღველკენჭოვანი დაავადება).

2. გელმინტოზი – გოგრის მთელი შემადგენლობა(მარცვლები, რბილობი, ფქვილი) ებრძვის პარაზიტებს.

3. კანის დაავადებები(დიათეზი, სებორეა, ჰერპესი, აკნე).

4. გულის დავადებები – გოგრა აძლიერებს და ზრდის სისხლძარღვების ელასტიურობას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას. სასარგებლოა სტენოკარდიის, ათეროსკლეროზის, ინსულტისა და ინფარქტის საპროფილაქტიკოდ.

5. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე – გოგრის ფქვილი აუმჯობესებს ცხიმების მიმოცვლას, ანელებს ნახშირწყლების ათვისებას და ნორმაში მოჰყავს სისხლში შაქრის დონე.

6. დაქვეითებული იმუნიტეტი, შლაკების დაგროვება – ბოსტნეულში არსებული ცელულოზის წყალობით, რომელიც სავსეა ცხიმოვანი მჟავებითა და ფლავანოიდებით, მძიმე მეტალები, მარილები, ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან გამოიდევნება გოგრის მოხმარების შედეგად.

7. უძილობა, ნერვოზულობა, ნერვული სისტემის აშლილობა, საშემოდგომო ავიტამინოზი – ნარინჯისფერი ფხვნილი აუმჯობესებს განწყობასა და ძილის ხარისხს, ხსნის თავის ტკივილებს, დეპრესიასა და აპათიას.

8. ონკოლოგია – გოგრა აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენას.

როგორ მოვამზადოთ გოგრის ფქვილი საშინაო პირობებში

გოგრის ფხვნილი ეგზოტიკური პროდუქტი არაა. მისი შეძენა შეიძლება ეკომარკეტებსა და მაღაზიების დიეტურ დანაყოფებში, საშუალოდ, 1 კგ 25 ლარამდე ღირს. პრობლემა ისაა, რომ მწარმოებლები ფხვნილს, ხშირად, გოგრის მოხარშული პიურესგან ამზადებენ. სასარგებლო ნივთიერებები მასში რამდენჯერმე უფრო ნაკლებია, ვიდრე გამომშრალ რბილობში.

ნატურალური ფქვილის ფასი კი 100გ-ზე 50 ლარს შეიძლება აღემატებოდეს. მაგალითად, 114გ ამერიკული ორგანული ფხვნილის Biofinest Pumpkin Powder შეძენა თითქმის 20 დოლარად შეგიძლიათ.

სასიამოვნო ინფორმაცია ისაა, რომ ასეთი საშუალების მომზადება თითქმის უფასოდაც შეიძლება. ამისათვის დაგჭირდებათ:

  • 1 საშუალო ზომის გოგრა 1-1.5 კგ წონისა
  • სახეხი
  • ბოსტნეულის საშრობი

1. გარეცხეთ გოგრა, გაჭერით შუაზე, მოაცილეთ მარცვლები, დაჭერით რბილობი საშუალო ზომის ნაჭრებად და დახეხეთ.

2. მოათავსეთ დახეხილი გოგრა ბოსტნეულის საშრობის ბადეებზე(დაახლოებით 6 ბადე გამოვა). დაყარეთ რბილობი თხლად, რათა ჰაერის გატარება ყველა ბადემ შეძლოს.

3. აშრეთ 55-60 გრადუსზე რამდენიმე მისვლით. დაიწყეთ 2-3 საათით, შემდეგ გადაანაცვლეთ ბადეები(უმი რბილობები ქვემოთ). გააჩერეთ გოგრა კიდევ 4-5 საათით, ამის შემდეგ კიდევ ჩართეთ აპარატი 2 საათით. ტემპერატურის მომატებით, თქვენ პროცესს დააჩქარებთ, თუმცა ნაკლები სასარგებლო ნივთიერება შეგრჩებათ.

4. გამომშრალი რბილობი დააფქვიეთ და გაცერით.

თქვენ იღებთ გოგრის ფქვილს(მარჯვნივ) და გოგრის ფაფას(მარცხნივ). ორივე პროდუქტი ერთნაირად სასარგებლოა და მზადაა მოხმარებისთვის.

როგორ გამოვიყენოთ გოგრის ფქვილი

გოგრის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივად ათვისებად მცენარეულ ცილას და ნაკლებ ნახშირწყლებსა და ცხიმებს. მისი მოხმარება სასარგებლოა ადამიანთა შემდეგი კატეგორიისთვის:

  • ვეგეტარიანელები;
  • ფეხმძიმე ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები;
  • სპორტსმენები;
  • პოსტოპერაციული ან დაავადების შემდგომ პერიოდში მყოფი ადამიანები;
  • მარხულები.

ბოსტნეულის ფხვნილის დამატება შეიძლება მაწონში, კეფირში, სოუსებში, სასმელებში, ფაფებსა და სმუზიში. გახსენით 1-3 ჩ.კ. ფქვილი სითხეში და მიიღეთ დღეში ორჯერ. უმჯობესია ფქვილის მიღება კურსებად: წელიწადში სამჯერ, 2-4 კვირის განმავლობაში.

გოგრის ფქვილი კულინარიაში

მშრალი ექსტრაქტი გამოიყენება შემასქელებლისა და დიეტური დანამატის სახით სალათებში, სუპებში, ფაფებში, სოუსებსა და ტოპინგებში. გოგრის ფქვილი მოყვითლო ფერს მისცემს ბლინების ცომს, ჩაანაცვლებს საფანელს თევზის ან კოტლეტების შეწვის დროს.

დაუმატეთ ფქვილი ნამცხვარს(1:3 გოგრა:ხორბლის ფქვილი). პური, ორცხობილები და პიროგები ფუმფულა გამოვა და დიდხანს არ გაფუჭდება.

კოსმეტიკა გოგრის ფქვილისგან

გამოიყენეთ ოქროსფერი ფქვილი სახის კანის გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ საშუალებად. პროდუქტი შეიცავს თუთიას, ასკორბინის მჟავას, ვიტამინებს, ამინომჟავა მეტიონინსა და ლიზინს, რომლებიც კანს ეხმარება კოლაგენის სინთეზში. თუთია ებრძვის აკნეს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

დაიტანეთ ფქვილი სახეზე ნიღბებისა და კრემების შემადგენლობაში. მაგალითად, შეგიძლიათ იგი თაფლს, კეფირს, ლიმონის წვენს შეურიოთ სახის ფერის გასათანაბრებლად, სიმშრალესთან, წვრილ ნაოჭებთან და პიგმენტურ ლაქებთან საბრძოლველად.

გოგრის ფქვილი – ეს მედიკამენტებისა და ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების ბიუჯეტური ალტერნატივაა. რეგულარული მოხმარების დაწყებიდან ერთი თვის თავზე თქვენ შენიშნავთ კუჭის ფუნქციონირების, კანის ხარისხისა და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს