ტექნოლოგიური პროგრესი ამარტივებს ცხოვრებას, ხდის მას უფრო კომფორტულსა და ადვილს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ავტომატიზება ისეთი საქმეებისა, რომლებსაც წინაპრები ხელით ასრულებდნენ. შედეგად ვიღებთ ცხოვრების პასიურ წესს.
როცა ცოტას ვმოძრაობთ, ხდება ლიმფური შეკავება, კუნთები დუნდება, ჩნდება ხშირი დაბუჟება და ჩხვლეტა. ორგანოებში სისხლის მიწოდება უარესდება, მეტაბოლიზმი კი ნელდება.
ოფისის კლერკობის ამ უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სავარჯიშოების მინიმალური ნაკრების შესრულება.
ცხოვრების უმოძრაო წესი
1. კისრის დაძაბულობა იწვევს ნერვების დაზიანებას, თავის ტკივილებსა და მხედველობის დაქვეითებას. ამიტომაა აუცილებელი ამ მონაკვეთის გახურება და გაწელვა. დადექით კედელთან გვერდით, მიეყრდენით კედელს ერთი ხელით ისე, რომ მხარი იატაკის პარალელური გახდეს. დაიშვით თავი და ნიკაპი მიიზიდეთ საწინააღმდეგო მხართან. არ შეასრულოთ მკვეთრი მოძრაობები და ნუ გადაამეტებთ ძალისხმევას. უნდა იგრძნოთ სასიამოვნო სითბო კუნთებში.
2. მოიხსენით დაძაბულობა მხრების სარტყელშიც. დადექით კედელთან ზურგით ისე, რომ კეფა ეხებოდეს საყრდენს, ქუსლები კი კედლიდან 10 სმ დაშორებით მოათავსეთ. გაშალეთ ხელები, მიაჭირეთ ხელის გულები კედელს და წამოიწიეთ ცერებზე ათჯერ.
3. კომპიუტერული თაგვისა და კლავიატურის არასწორი განლაგება, ასევე, მობილურის ხელში ჭერის ჩვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტკივილები და ჩხვლეტა მაჯაში, ასევე, მედიალური ნერვის გაკავება.
აიღეთ ხელში ორი ბურთი და დაიწყეთ მათი გადაცურება ერთმანეთზე. ან გამოიყენეთ ხელის ესპანდერი.
4. შემდეგ ერთი ხელით მოეჭიდეთ მაჯას, მტევნით კი წრიული მოძრაობები შეასრულეთ. შემდეგ ჩაჭიდეთ საჩვენებელი თითები და დაჭიმეთ ხელები.
5. მჯდომარე ცხოვრების წესი განსაკუთრებით ვნებს მცირე მენჯის ორგანოებს საჯდომის ნერვის გაკავების გამო. ასევე, ნაკლებად მოძრავ თანამშრომლებს ცელულიტიც უჩნდებათ.
დაჯექით სკამის კიდეზე და გაწიეთ ერთი ფეხი წინ. ნელა დაიხარეთ სწორი კორპუსით ფეხისკენ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი და ისევ დაიხარეთ.
6. დაწექით იატაკზე, დაიდეთ თავქვეშ დაბალი ბალიში ან მუთაქა კისრის ქვეშ. მოხარეთ მარჯვენა ფეხი და გადაადეთ მარცხენას. მარცხენა ფეხის ტერფი თავისუფლად უნდა გედოთ მარჯვენას ბარძაყზე. მოეჭიდეთ მარცხენა ფეხს ხელებით და მიიზიდეთ. შემდეგ შეუცვალეთ ფეხებს მდგომარეობა.
კალორიები ცხოვრების უმოძრაო წესის დროს უფრო ნელა იწვება. ასეთი ადამიანები მარტივად სუქდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ ცდილობენ სხვადასხვა დიეტით გახდომას. ნაკლები ჭამა გამოსავალი არაა! გამოსავალია მეტი მოძრაობა, რათა მიმოცვლითი პროცესები დაარეგულიროთ.