ბიპოლარული აშლილობის 14 ადრეული ნიშანი, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება

5804
ბიპოლარული აშლილობის 14 ადრეული ნიშანი, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება
ბიპოლარული აშლილობის 14 ადრეული ნიშანი, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება

ამ დარღვევის შესახებ საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, როცა მსახიობს, კეტრინ ზედა ჯონს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

ამ დაავადებით მილიონობით ადამიანი იტანჯება და მე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ვარ. ამის შესახებ ხმამაღლა ვამბობ, რომ ადამიანებმა იცოდნენ: არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ამ მდგომარეობაში პროფესიონალს დახმარებისთვის მიმართოთ”.
კეტრინ ზეტა ჯონსი, მსახიობი.

შავთმიანი ჰოლივუდის დივას სითამამის წყალობით რომ მას ეს ფსიქოზი აქვს, ბევრმა ცნობილმა სახემ აღიარება დაიწყო: მერაია ქერი, მელ გიბსონი, ტედ ტერნერი… ექიმები ვარაუდობენ რომ ეს დაავადება ჰქონდათ უკვე გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს: კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ერნესტ ჰემინგუეი, ვივიენ ლი, მერლინ მონრო…

ცნობილი სახეების ჩამოთვლა მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ გაჩვენოთ: ფსიქოზი თქვენთან სულ ახლოს არის. და შესაძლოა, თქვენც გაქვთ.

რას ნიშნავს ბიპოლარული აშლილობა
ერთი შეხედვით, არაფერი საშიში არაა. უბრალოდ განწყობის ცვლილებები. მაგ., დილით სიმღერა და ხტუნვა გსურთ სიხარულით, რომ ცოცხალი ხართ. შუადღეს შეიძლება უცებ თანამშრომელს გაუბრაზდეთ, რომელიც საქმის კეთებაში ხელს გიშლით. საღამოს მძიმე დეპრესია გეწყებათ, როცა ხელის აწევაც კი სირთულეს წარმოადგენს… ნაცნობია?

განწყობის ცვლილებებსა და მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს(დაავადების მეორე სახელი) შორის ზღვარი ძალიან სუსტია, მაგრამ არსებობს.

ბიპოლარული აშლილობით დაავადებული ადამიანების თვალით სამყარო მუდმივად ორ პოლუსს შორის ხტუნავს. ექსტრემალური მაქსიმუმიდან (“რა მაგარია უბრალოდ ცხოვრება და რაღაცის გაკეთება”) ექსტრემალურ მინიმუმამდე (“ყველაფერი ცუდადაა, ყველა ვკვდებით. ჯობს არაფერს დაველოდო და თავი მოვიკლა”). მაქსიმუმს მანიის პერიოდს უწოდებენ, მინიმუმს კი – დეპრესიის პერიოდს.

ადამიანი აცნობიერებს, რამდენად აღშფოთებულია და რომ ხშირად ამ შფოთვას მიზეზი არ აქვს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. 

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ადამიანის ძალას ართმევს, გარშემო ადამიანებთან ურთიერთობას აუარესებს, ცხოვრების ხარისხს სწრაფად ამცირებს და ხშირად სუიციდამდე მიყავს.

საიდან ჩნდება ბიპოლიარული აშლილობა
განწყობის სწრაფი ცვლილება ბევრისთვის ნაცნობია და რამე მნიშვნელოვნად არ თვლის. სწორედ ამიტომ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის დასმა რთულია, თუმცა მეცნიერები ამას წარმატებით ახერხებენ. 2005 წელს დადგინდა, რომ ბიპოლარული აშლილობის სინდრომით ამა თუ იმ ფორმით 5 მლნ ამერიკელი იტანჯება.

ქალებს უფრო ხშირად აქვთ ბიპოლარული აშლილობა, ვიდრე მამაკაცებს. რატომ? – უცნობია. 

ბიპოლარული აშლილობის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, ცნობილია მხოლოდ, რომ:

  1. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გქონდეთ. თუმცა ხშირად მოზარდობის და ადრეულ ასაკში ჩნდება.
  2. შეიძლება გენეტიკური იყოს. თუ თქვენს ნათესავს ეს დაავადება ჰქონდათ, მისი გაჩენის რისკი არსებობს.
  3. აშლილობა თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებების დისბალანსით არის გამოწვეული. მთავარი მათ შორის – სეროტინინი.
  4. საწყისი წერტილი შეიძლება იყოს სერიოზული სტრესი ან ტრავმა.

როგორ ამოვიცნოთ ბიპოლარული აშლილობის ადრეული ნიშნები
განწყობის არაჯანსაღი ცვლილებების არსებობის დასადგენად, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ემოციურ ექსტრემებს – მანიას და დეპრესიას თუ განიცდით.

მანიის 7 ძირითადი ნიშანი
1. თქვენ ამაღლებულ განწყობას და ბედნიერებას ხანგრძლივი დროით(რამდენიმე საათი ან მეტი) განიცდით.

2. ძილის მოთხოვნილება შემცირებული გაქვთ.

3. სწრაფი მეტყველება გაქვთ. ამასთან იმდენად სწრაფი, რომ გარშემომყოფები ყოველთვის ვერ გებულობენ, ხოლოდ თქვენ აზრის ფორმულირებას ვერ ასწრებთ. საბოლოოდ სოციალურ ქსელის გამოყენებით მიმოწერა უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანებთან პირისპირ საუბარი.

4. იმპულსური ხართ: ჯერ მოქმედებთ, შემდეგ ფიქრობთ.

5. ერთი საქმიდან მეორეზე ადვილად ერთვებით. ამის გამო პროდუქტიულობა მცირდება.

6. საკუთარ შესაძლებლობაში დარწმუნებული ხართ. თქვენ გეჩვენებათ, რომ სხვებთან შედარებით უფრო სწრაფი და საზრიანი ხართ.

7. ხშირად სარისკო მოქმედების დემონსტრირებას ახდენთ. მაგ., უცნობთან სექსზე თანხმდებით. ყიდულობთ იმას, რაც არ გჭირდებათ. ქუჩურ შეჯიბრებაში სპონტანურად ერთვებით.

დეპრესიის 7 ძირითადი ნიშანი
1. ხშირად გაჭინაურებული პერიოდში (რამდენიმე საათი ან მეტი) უმიზეზო წუხილს და უიმედობას გრძნობთ.

2. საკუთარ თავში იკეტებით და საკუთარი წრიდან გამოსვლა გიჭირთ. სწორედ ამიტომ ახლობლებთან ან მეგობრებთან ურთიერთობით შემოიფარგლებით.

3. დაკარგეთ ინტერესი იმის მიმართ, რაც ადრე ნამდვილად ღირებული გეჩვენებოდათ და სანაცვლოდ არაფერს იძენთ.

4. გემო შეგეცვალათ: სწრაფად შემცირდა ან პირიქით, ვერ ახდენთ კონტროლს თუ რას და რამდენს ჭამთ.

5. მუდმივად დაღლილობას და ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ. ასეთი პერიოდები კი საკმაოდ ხშირია.

6. მეხსიერების, კონცენტრაციის და გადაწყვეტილების მიღების პრობლემები გაქვთ.

7. ზოგჯერ თვითმკვლელობაზე ფიქრობთ, საკუთარ თავს იმაზე ფიქრში იჭერთ, რომ ცხოვრებამ თავისი გემო დაკარგა.

მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი – როცა ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებში საკუთარ თავს ამოიცნობთ. ცხოვრების რაღაც პერიოდში მანიის ნიშნები გაქვთ, ხოლო სხვა დროს – დეპრესიის ნიშნები. თუ დეპრესიის და მანიის ნიშნები ერთდროულად ჩნდება და ვერ ხვდებით თუ რომელ ფაზაში იმყოფებით, ესეც აშლილობის ნიშანია.

როგორი არსებობს ბიპოლარული აშლილობა
იმის მიხედვით, თუ რომელ პერიოდში უფრო ხშირად ხართ, ბიპოლარული აშლილობის რამდენიმე ტიპს ყოფენ:

1. აშლილობის პირველი ტიპი: ის რთულია, ახლავს მანიის და დეპრესიის ძლიერი და ღრმა გადაჭარბებული პერიოდები.

2. აშლილობის მეორე ტიპი: მანია ძალიან ხშირად არ ჩნდება, სამაგიეროდ დეპრესია ისეთივე ღრმაა, როგორც აშლილობის პირველი ტიპის დროს.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის დიაგნოზი დაგისვეს, მკურნალობა აუცილებელია. სასურველია – დროულად.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ეჭვობთ რომ ბიპოლარული აშლილობა გაქვთ

ამ შეგრძნების იგნორირება არ შეიძლება. თუ 10 ან მეტი ზემოთ მოხსენებული ნიშანი თქვენთვის ნაცნობია, ეს უკვე ექიმთან ვიზიტის საფუძველია. განსაკუთრებით მაშინ, თუ თვითმკვლელობის ფიქრში საკუთარ თავს იჭერთ.

თავდაპირველად თერაპევტთან მიდით. ექიმი თქვენ რამდენიმე გამოკვლევას შემოგთავაზებთ, მათ შორის შარდის ანალიზი, ასევე სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე. ხშირად ჰორმონალური პრობლემები(კერძოდ, განვითარებადი შაქრიანი დიაბეტი, ჰიპო და ჰიპერჰიდროდირომი) ბიპოლარული აშლილობის მსგავსია, მათი ჩართვა, ამ აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მნიშვნელოვანია.

შემდეგი ეტაპი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტია. თქვენ ცხოვრების წესის, განწყობის ცვლილებების, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, ტრავმების, ასევე ოჯახის წევრების დაავადებების და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა მოგიწევთ.

მიღებული ინფორმაციის მიხედვით სპეციალისტი მკურნალობას დაიწყებს. ეს შეიძლება იყოს ქცევითი თერაპია და მედიკამენტების მიღება.

სტატია დავასრულოთ კეტრინ ზედა ჯონსის ფრაზით: მოთმინების აუცილებლობა არაა. ბიპოლარული აშლილობის კონტროლი შეიძლება. ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს