7 შთამბეჭდავი ფაქტი ცივი და ოთახის ტემპერატურის წყლებს შესახებ

1580

კუჭი ცივ და თბილ წყალზე განსხვავებულად რეაგირებს. წყლის ტემპერატურა საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე გავლენას ახდენს, ასევე შაკიკის გაჩენას იწვევს.

„ნებისმიერი წყალი სასარგებლოა. ცივი წყალი განახლების შეგრძნებას იძლევა და სხეულს აგრილებს. ის ცხელ დღეში გვშველის, ვარჯიშის შემდეგ მისი დალევა სასიამოვნოა“ – ამბობს ექიმი ჯილ ბლეიკვეი.

აი, ცივი და თბილი წყლების რამდენიმე უპირატესობა:

1. თბილი წყალი წყურვილს კლავს

ეს შეიძლება სახიფათო იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზმი გაგრილებას ცდილობს და ოფლთან ერთად წყალსაც გამოყოფს. გახსოვდეთ: თუ თბილ წყალს სვამთ, შეგიძლიათ წყურვილი დაივიწყოთ. ეს კი ყოველთვის კარგი არაა.

2. ცივი წყალი ვარჯიშის შემდეგ სასარგებლოა

თუ კარგად ივარჯიშეთ, გახურდით და ძლიერად გაოფლიანდით, უპირატესობა ცივ წყალს მიანიჭეთ. ის კარგად აგრილებს, ამიტომ „გახურებული“ ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

როცა სარბენად წასვლას დააპირებთ, ყინულიანი წყლით სავსე ბოთლის წაღება არ დაგავიწყდეთ.

3. თბილი წყალი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს

უზმოზე 1 ჭიქა ცხელი ან თბილი წყალი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, რომელიც ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. ის საჭმლის მომნელებელ სისტემას სტიმულირებს – მას საკვების უკეთ გადამუშავებაში ეხმარება.

ჭამის შემდეგ ცივი წყალი სიტუაციას აუარესებს. მისი მოქმედების ქვეშ საკვებთან ერთად მიღებული ცხიმები მყარდება. მათი გადამუშავება რთულდება და ორგანიზმში რჩება.

4. ცივმა წყალმა შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს

ერთი კვლევის თანახმად, ცივი წყლის დალევის ჩვევა შეიძლება სავალალოდ დასრულდეს – ქრონიკული თავის ტკივილი ჩნდება.

ცივი წყლის დალევის დროს მტკივნეულ შეგრძნებას წინა ტვინის არტერიაში სისხლის ნაკადის ზრდა იწვევს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ გაფართოებული და ამას მოყოლილი სწრაფად შეკუმშული არტერიები ტვინის თავდაცვის მექანიზმია.

5. თბილი წყალი ყაბზობას მოგაშორებთ

ცივი წყლისგან განსხვავებით, თბილი წყალი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებს ადუნებს, რომლებიც ყაბზობის და კუჭის სპაზმის წარმოქმნის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

6. თბილი წყალი ცხვირის ლორწოსგან გაგათავისუფლებთ

ექსპერტების თქმით, ცივი წყლის მოხმარება ცხვირის ლორწოს უფრო ასქელებს, შედეგად ორგანიზმიდან მისი გამოდევნა რთულდება.

თუ ავად ხართ და ცხვირი გაჭედილი გაქვთ, 1 ჭიქა თბილი წყალი დალიეთ – ის ლორწოს ათხელებს და სურდოს ნიშნებს ამსუბუქებს.

7. თბილი წყალი მეტაბოლიზმს ზრდის

თბილი წყალი სხეულის ტემპერატურას ზრდის და შედეგად, მეტაბოლიზმის სიჩქარე იზრდება. როცა ეს ხდება, კალორიების წვა ჩქარდება.

გარდა ამისა, უზმოზე თბილი წყლის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და თირკმლების მუშაობას აუმჯობესებს. ამისთვის, თბილი წყალი ლიმონთან ერთად დალიეთ.

თქვენ როგორი წყალი გიყვართ – თბილი თუ ცივი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს