პარკისონის დაავადების 12 ადრეული ნიშანი, რომელსაც ექიმები ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ

4550
პარკისონის დაავადების 12 ადრეული ნიშანი, რომელსაც ექიმები ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ
პარკისონის დაავადების 12 ადრეული ნიშანი, რომელსაც ექიმები ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ

პარკისონის დაავადება – ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე და პროგრესირებადი დაავადება არის. ჯერჯერობით პარკისონის დაავადება არ იკურნება, მაგრამ სწორი მკურნალობით მისი ლოკალიზება და შეფერხება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ მისი ადრეული სტადიის გამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, ამ დაავადებისგან თავის დაზღვევას ბანკში მილიარდიანი ანგარიშით და ფიზიკური ვარჯიშით შეუძლებელია. პარკისონის დაავადება აქვს მსახიობ მაიკლ ჯეი ფოქსი, რომელმაც “უკან მომავალში” მარტის როლი შეასრულა, ამ დაავადებით ლეგენდარული ბოქსიორი მუჰამედ ალი.

მაიკლ ჯეი ფოქსი პარკისონით დაავადებამდე და დაავადების შემდეგ
მაიკლ ჯეი ფოქსი პარკისონით დაავადებამდე და დაავადების შემდეგ

მისი მიზეზი ტვინში შავი გარსის დაზიანებაა. ამ ტერიტორიაზე იწარმოება ნეირომედიატორი დოფამინი, ნეირომედიატორი აცეტილქოლინის ანტაგონისტი. როცა შავი გარსის უჯრედები კვდება, ორგანიზმი უფრო და უფრო ნაკლებ დოფამინს აწარმოებს და აცეტილქოლინი მრავლდება. ეს იწვევს პარკინსონის ძირითად სიმპტომებს: ტრემორი, კუნთების “გაშეშება”, დემენცია. ადრეულ სტადიაზე დოფამინის ნაკლებობა სუსტად ჩანს და, სამწუხაროდ, კლინიკებში მნიშვნელოვან სიმპტომებს ხშირად ასაკს აწერენ და ყურადღებას არ აქცევენ.

მარცხნივ: ჯანსაღი ადამიანის ტვინი; მარჯვნივ: პარკისონით დაავადებული ადამიანის ტვინი
მარცხნივ: ჯანსაღი ადამიანის ტვინი; მარჯვნივ: პარკისონით დაავადებული ადამიანის ტვინი

ჩვენ არ ვირწმუნებით, რომ ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე ნიშნის არსებობს პარკისონის დაავადებაზე მიუთითებს, მაგრამ ეს დაფიქრების და უფრო დეტალური გამოკვლევის მიზეზი ნამდვილად არის.

სუნის შეგრძნების დაკარგვა
ხშირად პარკისონის სინდრომის პირველი მანიშნებელია. საკვების სუნს ნაკლებად შეიგრძნობთ? ძლიერი სუნის მქონე პროდუქტზე შეამოწმეთ, მაგ., ბანანი, კიტრი ან ძირტკბილას ფესვები. სუნის დაკარგვა შეიძლება გაციებით იყოს გამოწვეული, მაგრამ ამ შემთხვევაში გრძნობა ბრუნდება, როცა გამოჯანმრთელდებით.

გემოს დაკარგვა
პარკისონის დაავადების დროს სუნის დაკარგვასთან ერთად ადამიანი გემოს შეგრძნებასაც კარგავს. ეს კი მუდმივად და შეუქცევადად ტვინში დოფამინის დონის შემცირებით არის გამოწვეული, რომელიც ამასთან კოორდინაციასა და კმაყოფილებაზე არის პასუხისმგებელი.

თუ საკვებმა ჩვეული გემო და სუნი დაკარგა, დაფიქრდით
თუ საკვებმა ჩვეული გემო და სუნი დაკარგა, დაფიქრდით

ტრემორი
ტრემორი, ანუ კანკალი, შეიძლება პარკისონის ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს. ყურადღება მიაქციეთ ხელებს, თითებს და ღაბაბს. პარკისონის დროს ყველაზე დამახასიათებელია “სიმშვიდის ტრემორი”, რომელიც მოძრაობის დროს ქრება. ადრეულ სტადიაზე ტრემორი ხშირად 3-7ჰც-ს შეადგენს, რომელიც დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება.
ნებისმიერი კრუნჩხვის დროს ნერვიულობა არ ღირს: შესაძლოა, ეს ფიზიკური დაღლილობის (განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ), სტრესის ან კიდურების ფიზიკური დაზიანების გამოვლენაა. ასევე მსგავსი რეაქცია ზოგიერთი მედიკამენტის უკუჩვენებამ გამოიწვიოს.

სწრაფი კანკალი - პარკისონის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი
სწრაფი კანკალი – პარკისონის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი

ხელწერის ცვლილება
ხელწერის ცვლილება – სახიფათო ნიშანია. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ასოები გახდა პატარა ან სიტყვები ფართო და აქეთ-იქით გაწელილი, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და ექიმს მიმართოთ. ამ მოვლენას აქვს ტერმინი – მიკროგრაფია და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევაზე მიუთითებს.

პარკისონით დაავადებული ადამიანის ხელწერა
პარკისონით დაავადებული ადამიანის ხელწერა

საერთოდ, ასაკში ხელწერა სხვა მიზეზით შეიძლება შეიცვალოს: მხედველობის გაუარესება, თითებში ხელის დაჭერა რთულდება (მაგ., ართრიტის გამო).

მშფოთვარე ძილი
ამ ფაქტორს უმჯობესია თქვენმა მეორე ნახევარმა ან ახლო მეგობარმა ყურადღება მიაქციოს. ძილის დროს უეცარი მოულოდნელი მოძრაობები შეიძლება პარკინსონის ნიშანი იყოს, მაგრამ მისი განხილვა სხვა ნიშნებთან ერთად უნდა მოხდეს. ძილში მოძრაობა ნორმალურია.

ჩუმი ხმა
თუ ადამიანები აღნიშნავენ, რომ თქვენი ხმა ჩუმი და ხრინწიანი, დაფიქრდით. პარკინსონით დაავადებულს “ხმის ძალა” უფრო სწრაფად ეკარგება, ვიდრე ჩვეულებრივი ასაკობრივი ცვლილების მქონე ადამიანს. ტემბრს შეიძლება კანკალიც ახლდეს, ხოლოდ მეტყველება ნაკლებად ემოციური იყოს. თუ თქვენი ხმა ხშირად არ ესმით, ოტორინოლარინგოლოგიური გამოკვლევა ჩაიტარეთ.

ფაქტი არაა,  რომ ეს გარშემო ადამიანებს ცუდად ესმის
ფაქტი არაა, რომ ეს გარშემო ადამიანებს ცუდად ესმის

კუნთების გაშეშება
კიდურების დაძაბულობას ან გაშეშებას გრძნობთ? თუ ეს მოვლენა გაქვთ, მაგრამ მოძრაობის დროს ქრება – ყველაფერი ნორმაში არის. თუ არ ქრება მოძრაობის დროს – ეს შეიძლება პარკინსონის ან ართრიტის მაჩვენებელი იყოს. ასევე ნერვული სისტემის დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება მხრების ან თეძოს ტკივილი იყოს.

მოძრაობის შეფერხება
მეცნიერულ ენაზე ამ მოვლენას უწოდებენ “ბრადიკინეზია” და ჩვეულებრივ თან კუნთების გაშეშება ახლავს. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც შეფერხებული მოძრაობა, ასევე კითხვის ან მეტყველების სისწრაფის დაკარგვა.

შენელებულ მოძრაობას "ბრადიკინეზია" ეწოდება
შენელებულ მოძრაობას “ბრადიკინეზია” ეწოდება

ყაბზობა
თუ ყოველდღიურ მოსაქმებას ტკივილი და დაძაბულობა ახლავს, რაციონში უფრო მეტი სითხე და უჯრედისი უნდა ჩართოთ ან თქვენი მედიკამენტების უკუჩვენებები ინსტრუქციაში გადაამოწმოთ. თუ რაციონსა და მედიკამენტში ყველაფერი წესრიგშია, კლინიკაში გაიქეცით.

“ნიღაბი” სახეზე
“პარკისონის ნიღაბს” ექიმები გაშეშებულ სახეს უწოდებენ – ადამიანი გაღიაზიანებული ან აპათიურია მაშინაც კი თუ თავს შესანიშნავად გრძნობს, თვალებს ნაკლებად ახამხამებს. ბევრი დაავადებული ამ ნიშანს ვერ ამჩნევს, სანამ მასზე სხვები არ უთითებენ. დაავადების ადრეულ სტადიაზე ეს ნისანი მიმიკების შენელებით ჩნდება.

"პარკისონის ნიღაბი" პროგრესირების სტადიაზე
“პარკისონის ნიღაბი” პროგრესირების სტადიაზე

კისრის არეში მუდმივი ტკივილი
ჩვეულებრივ ეს ნიშანი ქალებში გვხვდება. სტატისტიკის მიხედვით, ეს ტრემორის და კუნთების გაშეშების შემდეგ ყველაზე ხშირი ნიშანია. ეს ტკივილი ერთ-ორ დღეში არ ქრება: ტკივილს ძილის დროსაც გრძნობთ. ზოგიერთ სიმპტომი კისრის გაშეშების სახით გამოვლინდება.

გადაჭარბებული ოფლიანობა
პარკისონი ვეგეტაციურ ნერვულ სისტემაზე გავლენას ახდენს, ამიტომ სხეული საბაზო ფუნქციებზე კონტროლს კარგავს, როგორიცაა ოფლიანობა. ყოველგვარი მიზეზის გარეშე ადამიანი ოფლიანობას იწყებს. მეცნიერულ ენაზე ამას “ჰიპერჰიდროზი” ეწოდება. ბევრი ქალი მას კლიმაქსურ მოვლენებს ადარებს. ასევე ყურადღება სხეულის კანის (უფრო ცხიმიანი ხდება) და თავის (ქერტლი ჩნდება) მდგომარეობას უნდა მიაქციოთ.

და ბოლოს, ტვინის მუდმივი ვარჯიში აუცილებელია. სრულიად ჯანსაღი ადამიანიც ასაკში მახვილი აზროვნების უნარს კარგავს. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ ინტელექტის სავარჯიშოები შეასრულოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს