ადამიანი მუდმივად განიცდის სტრესს, რომელსაც თან ახლავს ნეგატიური ემოციური ფონი და სპეციფიკური ფიზიკური რეაქციები. კერძოდ სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის ჭარბი გამოყოფა.
კორტიზოლი ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ ჰორმონის დიდი რაოდენობა ფიტავს თირკმელზედა ჯირკვლებს(ეს უკანასკნელნი გამოიმუშავებს აღნიშნულ ჰორმონს).
სტრესის გავლენა
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სტრესთან და მის შედეგებთან გამკლავება. კორტიზოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე: მისი სიჭარბე გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებასა და ფსიქიკაზე. იგი არღვევს ნეიროტრანსმიტერ სეროტონინის ფუნქციონირებას, რითიც დეპრესიის გაჩენას იწვევს.
სტრესის გავლენა ადამიანის ცხოველქმედებაზე თავს იჩენს სტიმულისა და მოტივაციის გაქრობით, შრომისუნარიანობის დაქვეითებითა და ფიზიოლოგიური პროცესების შენელებით.
თირკმელზედა ჯირკვლებზე ზრუნვით, თქვენ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავთ. დაიცავით მარტივი წესები:
- მიირთვით საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული;
- ისაუზმეთ გაღვიძებისთანავე;
- არ ჭამოთ დგომის ან სიარულის დროს;
- მიირთვით საკვები დღეში ხუთჯერ, რათა სისხლში შაქრის დონის მერყეობა აიცილოთ თავიდან;
- საკვებთან ერთად, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის В ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ფაფები, პარკოსანი მცენარეები და თხილეული;
- მიირთვით დღეში 1-1.5 ლ წყალი(მინიმუმ);
- დღეში 10 წუთი გაატარეთ მზეზე;
- დაიძინეთ შუაღამის დადგომამდე.
სტრესის დიდი დოზის შემდეგ, იზრუნეთ საკუთარ თავზე ფსიქოლოგიურ ასპექტშიც. როგორც ცნობილია, ორგანიზმის ფსიქიკური და სომატური ფუნქციები მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ფსიქიკაზე ზემოქმედებით, ჩვენ ვმოქმედებთ სხეულზეც და – პირიქით.
ბედნიერების შეგრძნება უზრუნველყოფს სეროტონინის შესაფერის დონეს, რაც შესანიშნავად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლებზე. ჩვენ ეს შეგრძნება საკუთარ თავში ყველა შესაძლო მეთოდით უნდა გამოვიწვიოთ, ზომიერად და ნაბიჯ-ნაბიჯ. ნუ დაელოდებით ბედს განწყობის ასამაღლებლად.
საუკეთესო ფსიქოთერაპია – კეთილისმოსურნე ადამიანთან ბაასია. ეს ხომ ყველაზე ხელმისაწვდომი თერაპიაა, რომელიც სტრესის შედეგებთან გამკლავების საშუალებას იძლევა.
საუბრის დროს ნუ გამოიყენებთ თანამოსაუბრეს საკუთარი პრობლემების თავს მოსახვევად. გამოიჩინეთ პატივისცემა და საუბრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, ხოლო თქვენ ნამდვილად იგრძნობთ შვებას.
ასეთი საუბრის დროს, ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს, გაიგეთ მისი აზრები, შეხედულებები. იყავით გულწრფელი, ნუ იპირფერებთ, თუ რაღაც არ მოგეწონებათ. ასე თუ ისე, თქვენ შეძლებთ საკუთარი განცდების სააშკარაოზე გამოტანას და ხმამაღლა გაცხადებას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ.
ასევე, გამწმენდი და თერაპიული გავლენა ნერვულ სისტემასა და, საერთოდ, მთელ ორგანიზმზე, აქვს ტირილს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას, მიეცით თავს საკუთარი თავის შეცოდებისა და ტირილის საშუალება. მთავარია, ტირილი ისტერიკაში არ გადავიდეს.
შემდეგ დაიწყეთ გაღიმება. ცოტათი წამოწიეთ ტუჩის კუთხეები და ტვინი მაშინვე მიიღებს ინფორმაციას იმის შესაღებ, რომ თქვენ მოდუნდით და კმაყოფილი ხართ. ხმამაღალი სიცილი ტვინს უგზავნის სიგნალს იმის შესახებ, რომ უსაფრთხოდ ხართ.
პ.ს. ყალბი ღიმილი და სიცილი ვერ დაგეხმარებათ.
სტრესის გავლენა ორგანიზმზე საკმაოდ ნეგატიურია, თუ იგი მუდმივად გაწუხებთ. ამიტომ, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ დააღწიოთ თავი მას. გისურვებთ ჯანმრთელობას!