ძალიან დიდი ხნის წინ, ჩვენი წინაპრები მიხვდნენ, რომ უმი წყალი სახიფათო იყო ორგანიზმისთვის: მისი მოხმარების შემდეგ, ხშირად, ადამიანები ავადდებოდნენ და კვდებოდნენ. პლინია უფროსის ჩანაწერების მიხედვით, წყლის ადუღება ნერონმა მოიგონა. მისი აზრით, წყალი, რომელიც მანამდე გამთბარა, უფრო ძლიერად ცივდება. თუ მას ავადუღებთ, მაშინ “უსარგებლო და ბინძური წყლისგან” სასმელ წყალს მივიღებთ.
დღეს წყლის ძველებურად ადუღება წყლის გაფილტვრის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წყლის ადუღებით თქვენ, პირველ რიგში, მის ინფექციურ უსაფრთხოებას ზრდით. მისი შემადგენლობა იცვლება იმის ხარჯზე, რომ ნივთიერებები, რომლებიც წყლის გათბობისას აირულ მდგომარეობაში გადადის, ორთქლდება. ასე, მაგალითად, ჟანგბადი. სწორედ ამიტომ, წყლისთვის უნდა აიღოთ ახალი წყალი, რომელშიც, მისი ადუღების შემდეგ, უფრო დიდი რაოდენობით ჟანგბადი ნარჩუნდება, რასაც ვერ ვიტყვით მანამდე ადუღებულ და გაგრილებულ წყალზე.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ წყალში, რომლის ტემპერატურასაც ერთხელ მაინც მიუღწევია 100 გრადუსამდე, ჟანგბადის ჩათვლით, არაფერი ცოცხალი არაა შემორჩენილი. ამის მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ყვავილები, რომლებიც მხოლოდ ადუღებული და გაგრილებული წყლით ირწყვება, რამდენიმე დღეში იღუპება. ადუღებულ წყალს შემხვევით არ უწოდებენ მკვდარს. აბა სცადეთ ასეთი წყლის ჩასხმა აკვარიუმში – თევზები იქ უკვე რამდენიმე საათის შემდეგ დაიხოცებიან.
ზოგიერთი შეცდომით ფიქრობს, რომ წყლის რამდენიმეჯერ ადუღება მას უფრო სუფთას და უსაფრთხოს ხდის. რეალურად, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ბრენდა დეივის თქმით, ეს მცდარი მოსაზრებაა. წყალი სუფთა და უსაფრთხო ხდება პირველი ადუღების შემდეგ, როცა მასში ყველა მავნე ბაქტერია ნადგურდება. განმეორების შემთხვევაში კი, ასეთი წყლის სტრუქტურა ძალიან იცვლება. სითხის აქტიური აორთქლების გამო, წყლის ნარჩენში იზრდება მარილების, მინერალური და სხვა ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობას ვნებს. იგი უსაფრთხო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადუღებამდე იყო აბსოლუტურად სუფთა. ასეთი წყლის რაოდენობა კი ჩვენს პლანეტაზე სულ უფრო იკლებს.
ჰარვარდის მუნივერსიტეტის მეცნიერებმა, ორი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულ 27 კვლევაზე დაყრდნობით, შემდეგი დასკვნა გამოიტანეს: წყლის განმეორებითი ადუღება იწვევს მასში ფტორიდის, დარიშხანისა და ნიტრატების კონცენტრაციის ზრდას.
წყალი, რომელსაც ონკანიდან ვავსებთ, ქლორს შეიცავს. მისი ხანგრძლივი დუღილის შემთხვევაში, ქლორი რეაქცაში შედის ორგანული ნივთიერებების ნარჩენებთან. და, რაც უფრო მეტჯერ ცხელდება წყალი, მით უფრო ბევრი ქიმიური რეაქცია წარმოიქმნება. ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ წყლის მრავალჯერადი ადუღებით, წყალში კანცეროგენები ჩნდება, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასა და ორგანიზმში, გენეტიკურ დონეზე, ცვლილებებსაც კი იწვევს. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდარი, დოცენტი ვლადიმერ რეშეტოვი ამ ჰიპოთეზას უარყოფს. მისი თქმით, მრავალჯერ ადუღებული წყალი ასეთ საფრთხეს არ შეიცავს.
სამაგიეროდ, არსებობენ სხვა მეცნიერებებიც. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ჩაიდნები, რომლებიც ავტომატურად ითიშება, წყლის ადუღებისთანავე წყვეტს მოქმედებას, რითაც, შესაძლოა, ცუდ გავლენას ახდენდეს ჩვენზე. დაუყოვნებლივ გამორთვისას ვერ დავრწმუნდებით, რომ ყველა მავნე ბაქტერია და ვირუსი განადგურდება. მაგალითად, ბოტულიზმის აღმგზნები ბაქტერია წყლის თხუმეტწუთიანი დუღილის შემდეგ იღუპება.