მხედველობის სწრაფი აღდგენა ნორბეკოვის მეთოდით. ამ მეთოდის წყალობით სათვალეც კი მოვიხსენი

69191

ეს მეთოდი ათასობით ადამიანმა უკვე გამოცადა! მხედველობის აღდგენის შესახებ ბევრი დადებითი გამოხმაურება არსებობს! ახლა, თქვენ შეგიძლიათ ეს გასაოცარი მეთოდი პირდაპირ სახლში გამოცადოთ. ეს მარტივი ვარჯიშები მხედველობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ და თვალის კუნთებს გააძლიერებს. დღესვე სცადეთ!

მირზაკარიმ ნორბეკოვი არის ადამიანი, რომლის წყალობით მთელ მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანმა მხედველობის აღდგენა და სათვალის არსებობის დავიწყება შეძლო.

მეთოდის მთავარი პრინციპი ფსიქოლოგიური ჩვევისგან გათავისუფლებაა, რომ თქვენ სუსტი, ავადმყოფი, უძლური და თავდაუჯერებელი ადამიანი ხართ. ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ დარწმუნების ძალით მხედველობის სრულად აღდგენა შესაძლებელია. ნორბეკოვიმ ასევე ვარჯიშების რიგი შეიმუშავა, რომელიც ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის მკურნალობის პროცესში გასაოცარ შედეგს იძლევა.

ნორბეკოვის მხედველობის ვარჯიშების შესრულებისას კუნთოვანი კორსეტის შენარჩუნება აუცილებელია: სწორი მხრები, გამართული ზურგი და ყველაფრის ღიმილით და დადებითი ემოციებით შესრულება.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 1

თავი სწორად დაიჭირეთ, უკან გადაწევის გარეშე. თვალები ზემოთ (ჭერისკენ) ასწიეთ, აზრობრივად ხედვა უფრო შორს, შუბლს ზემოთ, ვერტიკალურად ზემოთ გააგრძელეთ.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 2

თავის სწორი პოზიცია შეინარჩუნეთ და ქვემოთ ჩაიხედეთ, აზრობრივად ხედვა საკუთარი ყელისკენ გააგრძელეთ.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 3

გაიხედეთ მარცხნივ, თითქოსდა თქვენი მარცხენა ყურის მიღმა. შემდეგ მარჯვნივ გაიხედეთ, ასევე თითქოსდა მარჯვენა ყურის მიღმა.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 4 – „პეპელა“

ამ ვარჯიშის შესრულების დროს თავის უმოძრაობას ყურადღება მიაქციეთ და მხოლოდ თვალებით იმოძრავეთ. თვალების კუნთები არ უნდა გადაიტვირთოს და სახის მიღმა უფრო დიდი სურათის წარმოდგენა შეძლოთ.

თვალების თანმიმდევრული მოძრაობა: მარცხენა ქვედა კუთხე – მარჯვენა ზედა კუთხე – მარჯვენა ქვედა კუთხე – მარცხენა ზედა კუთხე.

შემდეგ მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით გააგრძელეთ: მარჯვენა ქვედა კუთხე – მარცხენა ზედა კუთხე – მარცხენა ქვედა კუთხე – მარჯვენა ზედა კუთხე.

ამის შემდეგ თვალები და ქუთუთოები მოადუნეთ, ოდნავ მოდუნდით და თვალები სწრაფად დაახამხამეთ.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 5 – „რვიანი“

ამ ვარჯიშის შესრულების დროს იგივე რეკომენდაციაა, როგორც „პეპლის“ შესრულების დროს. თვალები ისე ამოძრავეთ, რომ აზრობრივად რვიანი ან უსასრულობის ნიშანი მოხაზოთ. სცადეთ გამოსახულება რაც შეიძლება დიდი იყო, თქვენი სახის საზღვრებს გასცდეს. მოძრაობა ჯერ ერთი წერტილიდან უნდა დაიწყოთ, შემდეგ მეორე მხრიდან. ვარჯიშის დასრულების შემდეგ თვალები მსუბუქად დაახამხამეთ.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 6

ეს ვარჯიში თვალის გარსის ირიბი კუნთებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც გვერდითი ხედვის განვითარებას უზრუნველყოფს. ახლომხედველობის დროს მისი შესრულება რეკომენდებულია.

ვარჯიში მშვიდ გარემოში უნდა შეასრულოთ, რომ არაფერმა ხელი არ შეგიშალოთ და არ შეგაშინოთ.

ხედვა ცხვირის წვერზე გადაიტანეთ. შეგიძლიათ თქვენს წინ თითი გაიშვიროთ, თვალმოუშორებლად მას უყუროთ, ნელ-ნელა კი თითი ცხვირის წვერს მიუახლოვოთ. ამის შემდეგ მოდუნებულად თქვენს წინ გაიხედეთ, გვერდითი ობიექტები დააფიქსირეთ, მაგრამ თვალები არ ამოძრავოთ!

შემდეგ:

ცხვირის წვერს შეხედეთ, შემდეგ თქვენს წინ და გვერდებზე გაიხედეთ, თვალების მოძრაობის გარეშე. ცხვირის ფუძეს შეხედეთ, შემდეგ წინ და გვერდებზე. წარბებს შუა აიხედეთ, შემდეგ წინ და გვერდებზე.

ეს ვარჯიში 7-8-ჯერ თითოეული მიმართულებით გაიმეორეთ.

ერთი წერტილიდან მეორეზე ნაზ გადასვლას და პოზიტიურ განწყობას ყურადღება მიაქციეთ.

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 7

საჩვენებელი თითები ცხვირის წვერს დაადეთ და მხედველობა მასზე დააფიქსირეთ. შემდეგ ნელ-ნელა ხედვა ჰორიზონტალურ მხარეს გადაიტანეთ: მარჯვენა თვალი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე, ხოლო მარცხენა – მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე დააფიქსირეთ. სცადეთ, მხოლოდ გვერდითი ხედვა გამოიყენოთ! ვარჯიში რამდენჯერმე შეასრულეთ. თვალების დასვენება არ დაგავიწყდეთ!

მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში № 8 – „დიდი წრე“

თავი უმოძრაოდ გააჩერეთ, თვალებით წრიული მოძრაობა შეასრულეთ: თქვენ წინ დიდი ციფრებიანი საათი (სჯობს ოქროსფერი) წარმოიდგინეთ, შემდეგ ნელ-ნელა თვალები საათის ისრის მიმართულებით ამოძრავეთ, შემდეგ ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. თითოეულ ციფრზე ხედვა დააფიქსირეთ.

სცადეთ, კუთხეები მკვეთრი არ გამოვიდეს. წრე თანაბარი უნდა იყოს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ წრე უფრო გააფართოეთ. ვარჯიში ცაში ახედილმა გაიმეორეთ. ამის შემდეგ ორი წინა ვარჯიში შეგიძლიათ შეასრულოთ, ოღონდ დახურული თვალებით. ასეთი ვარიანტი ბროლის მასაჟს ხელს შეუწყობს.

ამ ვიდეოში ვარჯიშის სწორად შესრულებას ნახავთ! ძალიან მალე გაუმჯობესებას დაინახავთ! ვარჯიშების შესრულება დღესვე დაიწყეთ – ეს მარტივი და უსაფრთხოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს