ეს ქალური ბალახი ნაადრევად დაბერების საშუალებას არ მოგცემთ: ფოთლებს ყოველდღე ვღეჭავ

3584

ჩვენს ქვეყანაში პიტნას, ძირითადად, დამამშვიდებელ საშუალებად იცნობენ და არ იციან, რომ მისი რამდენიმე სახეობისა არსებობს.

სამკურნალო მელისა

ამ მცენარის სახელი შემთხვევით არ წარმოქმნილა ბერძნული სიტყვიდან melissa(ფუტკარი). მელისას არომატი ფუტკრებს ძალიან იზიდავს. 1 ჰა მელისას პლანტაციით 150 კგ თაფლის მიღებაა შეიძლება, რომელიც გამოირჩევა გემოთი და არომატით.

მელისა ვიტამინების ნამდვილი საგანძურია და, სასიამოვნო სურნელის გარდა, დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. მასში არსებული ტანინები გვეხმარება მოწამლვის, ნაწლავური დარღვევებისა და სისხლნაკლებობის დროს.

როზმარინის მჟავას კანი კარგად იწოვს, რის შემდეგად ანტიბაქტერიულ და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტს ავლენს. ბუნებრივი სპაზმოლიტიკები ციტრონელლოლი და ჰერანოლი გლუვი მუსკულატურის სპაზმების დროს გვეხმარება, ანტისეპტიკი ევგენოლი კი მრავალი პოპულარული ტკივილგამაყუჩებლისა და ანტიმიკრობული პეპარატის შემადგენლობაში შედის. მელისაში, ასევე, გვხვდება B ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი, სპილენძი და თუთია.

მელისას სასარგებლო თვისებები

მედიცინაში ცოტათი გაიზარდა პატივისცემა მელისას სამკურნალო თვისებების მიმართ და ეს ოპტიმიზმის საბაბია. ე.წ. ლიმონის პიტნა ადამიანს ადუნებს, აშორებს მრავალ უსიამოვნებას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებში ხსნის ქოშინს, აღკვეთს ტაქიკარდიას, ხსნის ტკივილს გულის არეში და ამცირებს სისხლის წნევას.

2. ქალებში აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს და ამსუბუქებს მენსტრუალურ სიმპტომებს. რეგულარული მოხმარებისას არეგულირებს ციკლს და ამცირებს პმს-ს უსიამოვნო გამოვლინებებს.

3. გვეხმარება შფოთვასა და სტრესთან გამკლავებაში. სხვა ნატურალურ კომპონენტებთან ერთად, შედის ისეთ სამკურნალო დამამშვიდებელი პრეპარატის შემადგენლობაში, როგორებიცაა “ნოვო-პასიტი” და “პერსენი”.

4. უძილობის დროს აუმჯობესებს ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას. საძილე პრეპარატებისგან განსხვავებით, არ იწვევს ძალების გამოცლას.

5. ხსნის მეტეორიზმის სიმპტომებს და ახშობს კოლიკებს.

6. მოქმედებს დამამშვიდებლად მთელ ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნიტეტს.

7. დადებითად მოქმედებს ტვინის სისხლძარღვებზე.

8. აქვს მატონიზირებელი მოქმედება.

9. არეგულირებს მადას.

10. ახშობს ანთებას.

11. გვეხმარება პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში.

12. მელისას აბაზანები და კომპრესები კარგია რევმატიზმის, დამწვრობისა და დაზიანებების დროს, ხოლო გამოვლება – პაროდონტოზის დროს.

13. მელისას გამოყენება შესაძლებელია ჭარბ წონასთან საბრძოლველად, რამდენადაც იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლას, წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს შლაკები და ტოქსინები.

მელისას ჩაი

მელისას ჩაი ყველაზე ძველი და პოპულარული მეთოდია მისი მოხმარებისა. გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, 1 ჭიქა მდუღარეზე საკმარისი იქნება 3-4 ფოთოლი. წლის სხვა დროს 1 ჩ.კ. გამომშრალი ფოთოლი უნდა გამოიყენოთ.

ნერვული დაავადებების, სტრესისა და უძილობის დროს, მელისას ჩაი რაციონში ყოველდღიურად უნდა ჩართოთ. თუ ლიმონის პიტნას მწვანე ჩაის დაუმატებთ, გაუმკლავდებით გაციებას და გაიუმჯობესებთ იმუნიტეტს.

ეს ჩაი კარგია ჰიპერტონიკებისა და დიაბეტიკებისთვის, ასევე, ანემიისა და სხვა, სისხლის შემადგენლობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს