ძილი – ორგანიზმისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ეხმარება რთული დღის შემდეგ აღდგენაში. რამდენი ხანი უნდა დაუთმოთ ძილს? რაში მდგომარეობს ქალისა და მამაკაცის დასვენების მოთხოვნილებებს შორის განსხვავება? ამის თაობაზე იხილეთ სტატიაში.
ქალბატონებო, მოემზადეთ ძილისთვის!
ქალის ტვინის ფუნქციონირების სირთულე განაპირობებს დამატებითი დასვენების საჭიროებას. ინგლისელი პროფესორი, ჯიმ ჰორნი ამბობს, რომ ქალებში ძილის უკმარისობა მყარად ასოცირდება ფსიქოლოგიური დატვირთვის მაღალ დონესთან, ასევე დაუცველობის გრძნობასთან, დეპრესიასთან. მამაკაცებს მსგავსი რამ არ აღენიშნებათ.
8 საათი? სულაც არაა სავალდებულო…
რამდენი ხანი უნდა ეძინოს ადამიანს? ჩვეული 8 საათი ყველას არ უხდება – უმეტესობისთვის 7 საათიც საკმარისია. მიუხედავად ამისა, პროფესორი ჰორნი გვახსენებს, რომ ქალის ტვინი მამაკაცისგან განსხვავდება, უფრო რთული სტრუქტურა აქვს, ამიტომ ძილის მოთხოვნილებაც უფრო მაღალია.
რატომ მოქმედებს ქალის ტვინი უფრო რთულად?
მამაკაცებთან შედარებით, ქალები მიდრეკილი არიან მულტიდავალებებისკენ და ტვინს გაძლიერებულ რეჟიმში იყენებენ. შესაბამისად, მათ აღსადგენად მეტი დრო სჭირდებათ.
დაძინების რეკომენდებული დრო გახლავთ 22:30. ამგვარად, ძილისთვის ყველაზე სასარგებლო დროს იყენებთ.
რა ხდება დაღლილი მამაკაცების შემთხვევაში?
პროფესორი ჰორნი აღნიშნავს, რომ, იმ მამაკაცებს, რომლების სამუშაო უკავშირდება უამრავი გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე სჭირდებათ ხანგრძლივი ძილი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ქალის დასვენების მოთხოვნილებები გაცილებით მაღალია.