ფატალური შეცდომები თმის შეღებვის დროს: გამელოტებას ბეწვზე გადავურჩი

2635

ნებისმიერი სტილისტი გეტყვით, რომ თმა მხოლოდ სილამაზის სალონში უნდა შეიღებოთ, სახლში – არავითარ შემთხვევში. ამ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი, თუმცა, ნუ მიიღებთ მათ რკინის წესად. თავად მიიღეთ გადაწყვეტილება რამდენიმე მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოთ თმის მდგომარეობაზე. თუ თმას პირველად იღებავთ და იდეალურ მდგომარეობაში გაქვთ, ნუ შეუშინდებით მის შეღებვას საშინაო პირობებში. კარგი იქნება, თუ მეგობარი დაგეხმარებათ უკანა ნაწილის შეღებვაში. საქმე ისაა, რომ სწორედ დაზიანებულ თმას სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა, რათა უარესად არ დაიზიანოთ.

იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა თმა მშრალი და სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შეგიღებავთ.

თანაც, ზოგიერთი მოქმედება, რომელსაც სალონში სტილისტი ასრულებს, საერთოდ არაა რთული. სირთულის დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შედეგის მიღება გსურთ. თუ თქვენი მიზანი ჩვეულებრივი შეღებვაა, მაგალითად, 1 ტონით გამუქება, თამამად შეიძინეთ პროფესიონალური საღებავი და შეიცვალეთ იმიჯი.

როგორ შევიღებოთ თმა სწორად

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი თმის საშინაო პირობებში შეღებვის დროს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

1. პირველ რიგში, თმის ძირები უნდა შეიღებოთ კარგად. თუ ამას არ გააკეთებთ და საღებავს მაშინვე თმის მთელ სიგრძეზე დაიტანთ, შესაძლოა, წამოზრდილი თმის ეფექტი მიიღოთ.

2. არავითარ შემთხვევაში არ დაიტანოთ მყარი საღებავი სველ თმაზე. უნდა შეიღებოთ აბსოლუტურად მშრალი თმა! უკეთესი იქნება, თუ 1-2 დღის დაუბანელ თმაზე წაისვამთ საღებავს.

3. შეიძინეთ სათადარიგო ნიღაბიც და არასდროს გააზავოთ იგი შამპუნთან ან ბალზამთან. ასე საღებავი ლაქებად დარჩება და თმას არ შეღებავს საჭირო სახით.

4. არ გამოიყენოთ მეტალის ნივთები თმის შეღებვის დროს. ფუნჯი, თასი და სავარცხელი პლასტმასის ან კერამიკის უნდა იყოს. მეტალი ზოგიერთი საღებავის შემადგენლობასთან შედის რეაქციაში და, შესაძლოა, თქვენს თმაზე მოულოდნელი შედეგი დატოვოს.

5. ბევრმა არ იცის, როგორ უნდა შეიღებოს თმა საშინაო პირობებში და რა უნდა იცოდეს ამისთვის. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია თმის მაშინვე გადაღებვა, როგორც კი საღებავის შიგთავსებს შეურევთ. მყარი საღებავი არ უნდა “დააყენოთ”, ინისგან განსხვავებით.

6. ეცადეთ, თავი არ დაიბანოთ შეღებვის მეორე დღესვე. ყოველი დაბანა რეცხავს თმიდან პიგმენტებს, პირველ დღეებში კი ფერი განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლისა და ქიმიური საშუალებების მიმართ.

7. გამოიყენეთ მსუბუქი მამჟავებელი. ხშირად, გოგონები, გამოუცდელობის გამო, ყველაზე მძლავრ მამჟავებელს ყიდულობენ და თმაზე 1 საათით იჩერებენ. ეს დამღუპველია არამხოლოდ თმისთვის, არამედ თავის კანისთვისაც. ასეთ მოქმედებას მძლავრი ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.

თუ თმა უკვე გაფუჭებული გაქვთ გახუნების ან წარუმატებელი შეღებვის გამო, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია იმ მეგობარს, რომელიც თმას ყველაზე ხშირად იღებავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს