თუ თქვენი ასაკი 18 დან 44 წლამდე შუალედშია, აუცილებლად წაიკითხეთ ეს.

1355

ქალბატონები განიცდიან უამრავ ცვლილებას საკუთარ ორგანიზმში სქესობრივი მომწიფების და მენოპაუზის დროს. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური, რაც სავსებით ნორმალურია.

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი – ეს არის ენდოკრინული მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ქალბატონის ორგანიზმში ანდროგენების, მამაკაცის ჰორმონების დონის მატებით. პოლიკისტოზური საკვერცხერცხის სინდრომი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლისგანაც მთელი მსოფლიოს ქალბატონების 20% იტანჯება.

თუ თქვენ ამ ქალბატონების სიაში შედიხართ ან ეჭვობთ, რომ იტანჯებით ამ სინდრომისგან, საგანგაშო არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს შესაბამისი მკურნალობის მეთოდი, არსებობს უამრავი მარტივი გზა ამ მდგომარეობის გასაკონტროლებლად.

ქალბატონის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების, ანდროგენების დონის ზრდა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორებით.

მკვლევარების მტკიცებით, ეს მდგომარეობა უკავშირდება ინსულინს, რადგან პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომისგან იტანჯებიან ქალბატონები, რომელთაც ინსულინის მაღალი დონე აღენიშნებათ. 18 წლიდან 44 წლამდე ქალბატონების 20 პროცენტი სწორედ ამ სინდრომიგან იტანჯება.

სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა წარმოადგენს ისეთი დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორს, წინაპირობას, როგორიცაა: გულის დაავადებები, დიაბეტი, ჰიპერტენზია და სიმსივნე.

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის სიმპტომები:

  • არარეგულარული მენსტრუაცია
  • აკნე, ცხიმიანი კანი, ქერტლი
  • უშვილობა
  • წონის მატება
  • არასასურველი თმის ზრდა
  • მშფოთვარება და დეპრესია

მკურნალობა:

  • რეგულარულად ვარჯიში
  • დიეტაში ცვლილებების შეტანა (ჯანსაღი კვება)
  • დიდი რაოდენობით მაგნიუმის მიღება
  • ექიმთან კონსულტაციის გავლა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს