თუ ტაქიკარდიის შეტევა მოულოდნელად თავს დაგესხათ, ამ მარტივი მეთოდით სახლის პირობებში მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ

2194

ფიზიკური ვარჯიშის ან ძლიერი ემოციური ფონის დროს გახშირებული გულისცემა ნორმალურად ითვლება, მაგრამ ხშირად ეს შეიძლება შეშფოთების მიზეზი გახდეს.

როცა მშვიდ მდგომარეობაში პულსის სიხშირე წუთში 100 ან მეტ დარტყმას წარმოადგენს, მას ტაქიკარდია ეწოდება. გულზე გაზრდილი დატვირთვა პარკუჭებს უფრო სწრაფად შეკუმშვას და სისხლის უფრო ინტენსიურად გადაქაჩვას აიძულებს.

ტაქიკარდია შეიძლება სხეულის ნორმალურ რეაქცია იყოს შფოთვაზე, სიცხეზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, მაგრამ ხშირად მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები იწვევს. მათ შორისაა სისხლის მნიშვნელოვანი დაკარგვა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაღალი დონე, პნევმონია, თრომბოზი და გულის არანორმალური რიტმი.

  • წუთში პულსის 100 ან მეტი დარტყმა;
  • თავბრუსხვევა, მალე გონების დაკარგვის შეგრძნება;
  • არანორმალური დაღლის შეგრძნება;
  • არეული სუნთქვა;
  • ფიზიკური დატვირთვის მიმართ შეუწყნარებლობა;
  • მდგომარე პოზაში სისხლის წნევის შემცირება;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • გულმკერდის არეში ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება;

ამ მდგომარეობის უგულებელყოფა სახიფათოა, რადგან რიგ შემთხვევაში გულის უკმარისობას ან გულის შეტევას იწვევს. ხშირად აქვთ ადამიანებს, რომლებიც არაჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ხშირად ქალებსა და ბავშვებში გხვდება. ზოგჯერ ტაქიკარდიის შეტევა მოულოდნელია და გარკვეულ სამედიცინო პირობებთან დაკავშირებული არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმთან ვიზიტი უნდა გადადოთ.

ტაქიკარდია შეიძლება ჩვეულებრივ შფოთვაში ადვილად აგვერიოს, რადგან მათ მსგავსი ნიშნები ახასიათებთ. გულის კუნთების შეკუმშვების სიხშირის გაზრდა სხეულის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა, თუ ადამიანს საფრთხე ემუქრება. თუ ეს სტრესთან ან განცდებთან დაკავშირებული არაა, შესაძლოა, საქმე ეხება გულის დაავადებას, რომელსაც დაუყონებლივ მკურნალობა სჭირდება.

ექიმთან მისვლამდე შეგიძლიათ შემდეგი მეთოდების გამოყენებით მდგომარეობა დაასტაბილუროთ.

  • მჭიდრო ტანსაცმელი მოიშორეთ;
  • ოთახი გაანიავეთ და კომფორტული დაწოლილი ან ნახევრად მჯდომარე პოზა მიიღეთ;
  • ღრმად და თანაბრად სუნთქვა სცადეთ;
  • თუ სტრესის ან პანიკის ქვეშ იმყოფებით, დამამშვიდებელი მიიღეთ.

ტაქიკარდიის რისკის შესამცირებლად ეცადეთ თავი ემოციური სტრესიგან დაიცვათ. ყავის, ჩაის, ალკოჰოლის, შოკოლადის და ცხარე საკვების მოხმარება შეამცირეთ.

ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ შეტევის დროს თვითდახმარების მეთოდები მკურნალობის ხერხს არ წარმოადგენს, არამედ მდგომარეობს დროებით გააუმჯობესებს. რეკომენდებულია სწორი დიაგნოზის დასასმელად და ტაქიკარდიის ნიშნების მართვისთვის მკურნალ ექიმს მიმართოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს