ბოლო პერიოდში გულის დაავადებები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ „ასაკობრივად“ ითვლებოდა, უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. ბევრმა ადამიანმა მისი გავრცელების ყველა ძირითადი სიმპტომის შესახებ იციან, თუმცა ზოგიერთ ნიშანს ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მათ ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ არ მიიჩნევენ.
შემდეგი ნიშნების მიმართ, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევაზე მიუთითებენ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ:
- გულმკერდის არეში დისკომფორტი და ტკივილი;
- მხრის, წინამხრის, კისრის და მარცხენა მხარეს ყბის ტკივილი;
- ჭარბი ოფლიანობა;
- სუნთქვის სირთულე;
- არარეგულარული გულისცემა;
- ფეხის ქვედა კიდურების შეშუპება;
- მცირე დატვირთვის დროსაც სწრაფად დაღლა;
- ქოშინი, რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწოლის დროს ხშირდება და ადამიანს ნახევრად მჯდომარე პოზაში დაძინებას აიძულებს;
- ხშირი თავბრუსხვევა, დაბნეულობის შეგრძნება;
- გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და კუჭის აშლილობა;
- ხველება თეთრი ფერის ნერწყვის გამოყოფით;
- კანის ფერის ნაცრისფერ ან ცისფერ ფერში ცვლილება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ხშირად ატიპიური ნიშნებით გამოიხატება, რასაც გლორი შულტეს გამოცდილება ადასტურებს. ქალი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა და საკუთარ თავს რისკ-ჯგუფში არ თვლიდა. უკვე გადატანილ გულის შეტევაზე მიუთითებს ხელებში სიმძიმის შეგრძნება და მუცლის არეში დისკომფორტი. დამახასიათებელი მტკივნეული შეგრძნებები საერთოდ არ ჰქონდა.
კიდევ სხვა მოულოდნელი ნიშნებიც არსებობს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემაზე მიუთითებს. ამ ნიშნებს ადამიანების უმეტესობა უცოდინრობის გამო უგულებელყოფს.
1. ფრანკის ნიშანი ყურის ბიბილოზე
ყურის ბიბილოზე დიაგონალური ნაკეცის გაჩენა ასაკობრივი ხასიათისაა. მას სახელი ექიმის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელმაც პირველად აღწერა მათი კავშირი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებასთან, რაც ათეროსკლეროზის განვითარების და თავის ტვინის და გულის სისხლძარღვების დაზიანების მაღალ რისკზე მიუთითებს.
2. შარავანდი თვალის ფერადი გარსის ირგვლივ
თვალის ფერადი გარსის ახლოს მონაცრისფრო ხაზი გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ნიშანია, ან იმას ადასტურებს, რომ ადამიანი მისი განვითარების რისკ-ჯგუფში იმყოფება.
3. ღრძილების პრობლემა და კბილების დაკარგვა
ოდესღაც მყარი კბილების დაკარგვა და შესუსტება სისხლში დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების შეღწევის რისკს ზრდის, რაც გულის ქსოვილებში ინფექციურ პროცესებს იწვევს.
4. ფრჩხილის ფირფიტის ფორმის ცვლილება
თუ ხელზე ფრჩხილები უფრო სქელი და ფართო ხდება, ეს შეიძლება ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილების რაოდენობის ზრდაზე მიუთითებდეს, რომელთაც კიდურებში სისხლის მიმოქცევის გართულების გამო ნაკლები კვება სჭირდებათ.
5. ცხიმგროვა კანის ქვეშ
ყვითელი ფერის გამონაყარის მსგავსი ცხიმგროვა ქუთუთოს, იდაყვის, მუხლების ან დუნდულების არეში შეიძლება გენეტიკური დაავადების შედეგი იყოს ან იმის ნიშანი, რომ ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობაა, რომელიც არტერიების ათეროსკლეროზს იწვევს.
ადრეულ ეტაპზე გულის დაავადებები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მცირე ეჭვის შემთხვევაშიც ექიმთან ვიზიტიც არ გადადოთ. ხშირად ის უვნებელ დაავადებებში ინიღბება, მაგრამ სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია.