გამოცდილი დიასახლისი სურნელოვან ნიორს გვერდს ვერ აუვლის. ნიორს ხორციან და წასახემსებელ კერძებს, სოუსებსა და გარნირებს უმატებენ. ტაფაზე უბრალოდ ნივრის დადებაც კი ზეთს მდიდარი ნოტებით გაჯერებულს ხდის და ნებისმიერ ინგრედიენტს სურნელს მატებს.
პროფესიონალმა მზარეულებმა იციან, რომ უფრო მეტი „სიფაფუკისთვის“, რომლის წყალობით პროდუქტი წვენს და არომატს გამოყოფს, სჯობს ნიორი წვრილ სახეხზე გახეხოთ.
ეს პროცესი საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ გრძელი ფრჩხილები გაქვთ, თან გახეხილი ნივრის სახეხიდან მთლიანად გამოღება რთული ამოცანაა. სახეხიდან გახეხილი პროდუქტი დანაკარგის გარეშე რომ მიიღოთ, შეგიძლიათ საინტერესო ხრიკი გამოიყენოთ: სახეხს საკვები პარკი შემოახვიეთ ან პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვით.
ამ მეთოდით მანიკურს ნაკაწრებისგან დაიცავთ, ხოლო გარედან მთელ გახეხილ ნიორს მიიღებთ და სახეხის გარეცხვაზე დროს დაზოგავთ.
როგორ გავასუფთაოთ ნიორი სწრაფად
ნიორს მყარი ბაზა მოაჭერით, შემდეგ კბილები დააცალკევეთ და ქვაბში მოათავსეთ. ქვაბს თავზე დაახურეთ და 30-60 წამით კარგად შეანჯღრიეთ. ესეც ასე, ახლა უკვე საყვარელი კერძის მომზადება შეგიძლიათ ისე, რომ პროდუქტის გაწმენდაზე დრო არ დახარჯოთ.
როგორ მოვიშოროთ ნივრის სუნი
ძალიან ხშირად ნივრის ეთეროვანი ზეთი ხელზე გადადის და უსიამოვნო სუნს ტოვებს. როგორც აღმოჩნდა, ამ უსიამოვნების თავიდან აცილება შესაძლებელია. სანამ პროდუქტის დაქუცმაცებას შეუდგებით, ხელები უჟანგავი ფოლადის ნივთით ცივ გამდინარე წყალში დაიბანეთ.
ასევე შეგიძლიათ ძველი მეთოდი გამოიყენოთ. ხელები დიასახლისის საპნით დაიბანეთ და ცხელი წყალი გადაივლეთ. თქვენ ამ ხრიკის შესახებ იცოდით? თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.