ლეღვი – საუკეთესო საფაღარათო საშუალებაა, რადგან დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს! ეს ხილი იმდენად ძლიერია, რომ თირკმლებში ქვების დაშლა შეუძლია. მას ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესების ჯადოსნური თვისებაც აქვს: თუ თქვენ პარტნიორთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ ამ ნაყოფს მიირთმევთ, უკვე კვირის ბოლოს ლოგინს მთელი დღის განმავლობაში ვერ დატოვებთ!
ლეღვი, ღვინის ნაყოფი, ფიგა… რას არ უწოდებენ ამ ტკბილ ნაყოფს სხვადასხვა კულტურაში! ლეღვის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ ლეგენდები 5 ათას წელზე მეტია დადის. ეს ნამდვილად სამოთხის ნაყოფია, რადგან ლეღვის ხის ფოთლებს ადამი და ევა ტანსაცმლის სახით იყენებდნენ. ხშირად მათ ისე ჩავუვლით გვერდს, რომ ეჭვიც არ გვეპარება, თუ რამდენად სასარგებლო და აუცილებელი არის ჩვენს რაციონში მისი შეტანა!
ლეღვი მარტივად ჩაანაცვლებს ტკბილეულობას დიეტის დროს, რადგან ერთ ნაყოფში ბევრი ფრუქტოზა და მხოლოდ 49 კალორია შედის. ნაყოფი მდიდარია ორგანული მჟავეებით, პექტინებით, სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ფოლიუმის მჟავით, C ვიტამინით, რკინით, სპილენძით, უჯრედისით. ლეღვის მიღება არა მხოლოდ ბავშვების და პაციენტებისთვის არის სასარგებლო, არამედ ყველასთვის, ვისაც ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურს.
ლეღვის სასარგებლო თვისებები ორგანიზმისთვის
ახალი ნაყოფი
1. როგორ შევარჩიოთ. მწიფე ლეღვის შესარჩევად, ნაყოფს დააჭირეთ.ხილი რბილი უნდა იყოს და ძლიერი მოტკბო გემო უნდა ჰქონდეს. მაგარი და გახლეჩილი ხილი არ შეიძინოთ, ხოლო თუ ნაკაწრები ექნება არა უშავს, ეს ნორმალურია და გემოს გავლენას არ იქონიებს. ასევე ლპობის, ან მომჟავო სუნის მქონე ნაყოფი არ აირჩიოთ.
სახეობის მიხედვით მწიფე ლეღვის ნაყოფი შეიძლება იყოს მწვანე, ყავისფერი, მოყვითალო ან მუქი მეწამული, ასევე ზომაც შეიძლება განსხვავებული იყოს.
2. როგორ შევინახოთ. მწიფე ახალი ლეღვი მალე ფუჭდება. შეინახეთ მაქსიმუმ 3 დღე, შემდეგ უკვე მისი გემოს თვისებები იკარგება. ჭურჭელი, რომელშიც ლეღვს ინახავთ, ღია უნდა იყოს, რომ ტენი არ გაქრეს და ბაქტერიები არ განვითარდეს.
ასევე ახალი ლეღვი შეგიძლიათ გაყინოთ. ის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას ინახავს. ამ სახით ნაყოფის შენახვა 12 თვე შეგიძლიათ.
3. როგორ მივირთვათ. ახალი ლეღვის ნაყოფი რეკომენდებული იოგურტთან ერთად მიირთვათ. თუ კანი მყარია, ლეღვს შუაზე ჭრიან და ნაყოფს კოვზით ჭამენ. დღეში მაქსიმუმ 2-3 ნაყოფის მიღება შეიძლება, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მოხარშული ლეღვისგან ძალიან გემრიელი საუზმე და დესერტი გამოდის. ამისთვის 2 ჭიქა წყალი ყოველ 8 ნაყოფზე გამოიყენეთ. ლეღვს დაბალ ცეცხლზე ხარშავენ 15 წუთით. მზა ხილი შეგიძლიათ იოგურტთან, არაჟანთან, ან ხაჭოსთან ერთად მიირთვათ.
საკვებში ლეღვის გამოყენების კიდევ ბევრი მეთოდი არსებობს. მისგან ამზადებენ ჯემებს და მურაბებს, ამატებენ სალათებში, მეორე კერძში, ნამცხვრებში და პურშიც კი. ლეღვი შესანიშნავად ერწყმის ყველს, რძის პროდუქტებს, ლორს. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ შეუდარებელი სოუსი ან თევზის, ხორცის და ბოსტნეულის მოსართავი.
ლეღვის ჩირი
1. როგორ შევარჩიოთ. ლეღვის სწორად შესარჩევად რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ. ყურადღება ფერს მიაქციეთ: ის ღია-მოყავისფერო, კრემისფერი უნდა იყოს. თეთრმა ლაქამ არ შეგაშინოთ – ეს გლუკოზაა, რომელიც გარეთ გამოვიდა. ხილი ოდნავ გაბრტყელებული, დაახლოებით ერთნაირი ზომის, ოდნავ რბილი იყოს და ზედმეტად გამომხმარი არა.
2. როგორ შევინახოთ. არც თუ ისე მაღალი ტემპერატურა და სიმშრალე – ლეღვის ჩირის შენახვის მთავარი წესებია. თუ ამ წესებს არ დაიცავთ, ნაყოფი გაფუჭდება და მასში მავნებლები დაგროვდება. სწორედ ამიტომ, ლეღვის ჩირი ცივ ადგილას შეინახეთ, სადაც ტენი და მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. შეგიძლიათ თავდახურულ ჭურჭელში, ტილოს ტომარაში ან ქილაში მოათავსოთ.
3. როგორ მივირთვათ. ბევრს უჩნდება კითხვა: უნდა გავრეცხოთ თუ არა ლეღვის ჩირი, რადგან ის დიდ მანძილს გადის, სანამ ჩვენ მაგიდაზე მოხვდება. ნაყოფი უნდა გარეცხოთ, უმჯობესია თუ დაასველებთ, რომ ნაყოფი უფრო წვნიანი იყოს.
ხმელი ლეღვი შეგიძლიათ თავისთავად მიირთვათ, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ის ნებისმიერ კერძს ან სასმელს კარგ გემოს შემატებს. ფაფები, ნაზუქეული და რძის დესერტები ლეღვის საუკეთესო მეგობრები არიან, სწორედ ამიტომ არ იძუნწოთ და რაციონში უხვად დაამატეთ.
ლეღვი ენერგიით გვავსებს, ძალების აღდგენაში, განწყობის და სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებაში გვეხმარება, ორგანიზმს აახლებს და აძლიერებს. ვიმედოვნებთ, ეს სტატია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ, შეინახოთ და გამოიყენოთ ლეღვი.