რაც უფრო ძლიერად გაწუხებთ გულისრევა ორსულობის დროს, ბავშვს მით უფრო მაღალი IQ შეიძლება ჰქონდეს

5980

ბევრ ორსულს, რომელთაც ტოქსიკოზი აწუხებთ, ნერვიულობს, რომ ნაყოფი საკვებ ნივთიერებებს ვერ ღებულობს, რაც მის განვითარებაზე გავლენას მოახდენს. თუმცა ახალმა კვლევამ საპირისპირო მტკიცებულება აღმოაჩინა.

კანადაში, ტორონტოში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლის დედებსაც ორსულობის დროს გულისრევა აწუხებდათ, უფრო მახვილი გონება აქვთ. მათ  შეისწავლეს 3-დან 7 წლამდე 121 ბავშვი, რომელთა დედებსაც ორსულობის დროს დილის სისუსტე აწუხებდათ.

მეცნიერებმა არა თუ განვითარების ვერანაირი ჩამორჩენა ვერ აღმოაჩინეს, არამედ პირიქით, ამ ბავშვებს IQ ტესტების, მეხსიერების და ენის უნარების კუთხით უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ.

რა არის ორსულების ტოქსიკოზი?

სხვადასხვა დონის ტოქსიკოზით ორიდან ერთი ქალი იტანჯება, ხოლო ყოველ 50-ეს დაავადების უკიდურესი ფორმა, ღებინება, აწუხებს.

ორსულთა ღებინება (ლათ. Hyperemesis gravidarum) – ორსულობის პირველ ნახევარში პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ადრეულ ტოქსიკოზს მიეკუთვნება. თითქმის ორსულების ნახევარზე აქვს, მაგრამ მათგან მხოლოდ 8-10% სჭირდება მკურნალობა. გულისრევის შეგრძნებები რაც უფრო ადრე გამოვლინდება, ორსულობა მით უფრო რთულად მიმდინარეობს. ხანგრძლივი დროით ღებინებამ შეიძლება გაუწყლოება და წონის დაკლება გამოიწვიოს.

გულისრევა და ღებინება პირველ ტრიმესტრში უფრო გავრცელებულია და ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი გარკვეული ჰორმონების ცვლილებებით არის გამოწვეული. არსებობს თეორია, რომ დილის გულისრევა ჯანსაღი ორსულობის ნიშანია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ორსულობის ჰორმორნები, რომლებიც დილის სისუსტესთან არის დაკავშირებული, ნაყოფის ტვინის განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს.

„შედეგები აჩვენებს, რომ ორსულობის დროს გულისრევა და ღებინება საზიანო არაა და სინამდვილეში ბავშვის გრძელვადიან ფსიქიკურ განვითარებაზე გავლენას ახდენს“ – ამბობს წამყვანი მკვლევარი ექიმი ირენა ნულმანი.

სამწუხაროდ, დილის სისუსტის სამკურნალო ჯადოსნური წამალი არ არსებობს, მაგრამ ჭკვიან ბავშვზე ფიქრი და გადარჩენის ათი მეთოდი მდგომარეობის შემსუბუქებასა და ორსულობით ტკბობაში დაგეხმარებათ.

ფაქტები ორსულობის დროს დილის გულისრევის შესახებ

დილით გულისრევა იწყება ორსულობის მეოთხე კვირას, შემდეგ კი მე-12 – მე-14 კვირას ნელ-ნელა გადადის. განსაკუთრებით ძლიერად დილით ვლინდება. ყოველ მეხუთე ორსულ ქალს დილის უსიამოვნება მეორე ტრიმესტრშიც აწუხებს. ზოგიერთს კი ბავშვის გაჩენამდე აქვს. როგორც წესი, ტოქსიკოზი დედას ან ბავშვს ზიანს არ აყენებს, თუ მე-3 ხარისხს არ აღწევს, რომელიც ძალიან იშვიათად ითვლება.

სიმპტომები

დილის გულისრევა იწყება სპაზმებით და კუჭში უსიამოვნო შეგრძნებით, უსიამოვნო სუნით და საჭმლის დანახვაზე გულისრევის შეგრძნებით. შეიძლება ღებინებაც გამოიწვიოს. მდგომარეობა დეპრესიით და შფოთვით შეიძლება გართულდეს და ცხოვრების ხარისხზე გავლენა იქონიოს. თუ ტოქსიკოზი მუშაობაში ხელს გიშლით, ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

რა იწვევს დილის სისუსტეს?

საინტერესოა, რომ მეცნიერებამ დილის სისუსტის მიზეზი ვერ იპოვეს. თუმცა ითვლება, რომ ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია – ჰორმონები, არტერიული წნევის ცვლილებები, მეტაბოლიზმის ცვლილებები და სხვა ქიმიური ცვლილებები.

კვლევამ აღმოაჩინა, რომ ხორცის, თევზის, ფრინველის და კვერცხის პროდუქტები განსაკუთრებით ტოქსიკურია. მეცნიერების აზრით, ზოგიერთი ამ პროდუქტის სუნი გულისრევას ევოლუციური მიზეზით იწვევს, რადგან ადრე ხორციანი საკვები ბევრ პარაზიტს შეიცავდა.

ეს ბავშვს ზიანს აყენებს?

ღებინება მუცლის კუნთების ტკივილს იწვევს, მაგრამ ბავშვს ფიზიკურ ზიანს არ აყენებს.

არსებობს მოსაზრება, რომ დილის გულისრევა ჯანმრთელი ბავშვის ნიშანია და ზოგიერთი კვლევა დილის ზომიერ გულისრევას ნაყოფის მოშორების რისკის შემცირებასთან აკავშირებს. თუმცა ხანგრძლივი დროით ღებინება წონის დაკლებას და გაუწყლოებას იწვევს, რაც როგორც თქვენთვის, ასევე ნაყოფისთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ სამედიცინო დახმარებას მიმართეთ.

დილის ღებინება

მძიმე დილის ღებინებას hyperemesis gravidarum-ს უწოდებენ და შეიძლება წონის კლება და დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. მას საავადმყოფოში დაწოლა სჭირდება. მკურნალობის არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ელექტროლიტური დისბალანსი;
  • მძაფრი დეპრესია და შფოთვა;
  • ნაყოფის შიმშილობა;
  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოების, მათ შორის გულის, ღვიძლის, თირკმლების და ტვინის ჩათვლით, ჭარბი სტრესი.

როგორ შევამსუბუქოთ მდგომარეობა?

აი, რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გაუმკლავდეთ გულისრევას:

1. საწოლიდან ადგომამდე რაიმეს ჭამა სცადეთ. მაგალითად, მშრალი კრეკერი შეჭამეთ ან უბრალოდ წყალი დალიეთ.

2. გულისრევის თავიდან ასაცილებლად, დღის განმავლობაში მცირე პორციებით მიირთვით.

3. ცხიმიან საკვებს და ყავას მოერიდეთ.

4. მიირთვით, როცა გსურთ. სადილის ან ვახშმის დროს არ დაელოდოთ.

5. კოჭა გულისრევის შეგრძნებას მოგიხსნით.

6. თუ საკვების სუნი გაწუხებთ, საჭმლის მომზადება სხვას სთხოვეთ.

7. მრავალფეროვანი საკვები გასინჯეთ – ტკბილი, მარილიანი, ხრაშუნა და ა.შ. რომ მიხვდეთ, რა იწვევს გულისრევას.

8. ბევრი წყალი დალიეთ – დღეში 6-8 ჭიქა. თუ ღებინება გაწუხებთ, დარწმუნდით, რომ თქვენ საკმარისი რაოდენობის სითხე მიიღეთ.

9. შეგიძლიათ აკუპრესურის სამაჯურები სცადოთ, რომლებიც მოგზაურობის დროს თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნებისგან დაგიცავთ.

თქვენ ორსულობის დროს გულისრევა გაწუხებდათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს