საყინულე დიასახლისისთვის ნამდვილი მხსნელია: ის ინახავს ბოსტნეულის, ხილის, ხორცის და რძის პროდუქტებს, მწვანილს, თევზს და მზა კერძსაც კი. მის გარეშე მაღაზიაში 100-ჯერ ჩასვლა მოგვიწევდა. როცა საღამოს ვახშმის გაკეთებაზე ფიქრობთ და გახსენდებათ, რომ საყინულეში ქათმის მკერდი გაქვთ, ნამდვილ შვებას გრძნობთ.
ყველას საკვების გაყინვის და გალღობის საკუთარი წესი აქვს. ზოგს მიაჩნია, რომ ასე შენახული პროდუქტები სასარგებლო თვისებებს კარგავენ, ზოგს კი სწამს, რომ განმეორებითი გაყინვა კატასტროფის ტოლფასია. მოდით განვიხილოთ, რა და როგორ უნდა გაყინოთ.
მითები პროდუქტების გაყინვის შესახებ
1. გაყინული სახით პროდუქტი შეგიძლიათ სამუდამოდ შეინახოთ
როგორც ნედლ, ასევე ყველა გაყინულ პროდუქტს შენახვის ვადა აქვს. ნახეთ, რამდენი ხნით შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ ხორცი და თევზი ნედლი და მომზადებული სახით.
ზღვის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები მკვებავ თვისებებს 3-4 თვე ინარჩუნებენ. მოხარშულ სოკოზე შეგიძლიათ მთელი წელი არ ინერვიულოთ, ხოლო ნედლი სოკო ზუსტად 8 თვით ინახება. პროდუქტებს რომ „სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ“, გახსნის დროს ტენიანობისა და არომატების შერევისგან დაიცვათ ცალ-ცალკე კონტეინერში ან პაკეტებში შეინახეთ.
2. გალღობილი პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა არ შეიძლება
ამ მითის ბევრ დიასახლისს სჯერა. როგორც აღმოჩნდა, პროდუქტი ხელმეორედ შეგიძლიათ მშვიდად გაყინოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტხანს არ იყო.
3. გაყინულ პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებები არ რჩება
ბრიტანელი მეცნიერების კვლევამ დაამტკიცა, რომ გაყინული პროდუქტი ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი, ზოგჯერ ბევრად უფრო სასარგებლოც. მაგალითად, ბროკოლი გაყინული სახით უფრო მეტ C ვიტამინს და ლუთეინს შეიცავს, ვიდრე ახალი ბროკოლი. გაყინული კომბოსტო ოთხჯერ უფრო მდიდარია ბეტა-კაროტინით, ვიდრე ახალი. ხოლო გაყინული სტაფილო სამჯერ უფრო მეტ ლუთეინს და ორჯერ უფრო მეტ ბეტა-კაროტინს შეიცავს.
4. გაყინვით ბაქტერიები იღუპება
ასე არაა! უბრალოდ სიცივეში საფუარი, ობი და ბაქტერიები ნაკლებად აქტიური ხდება და არ მრავლდება. თუ გაფუჭებულ პროდუქტს გაალღობთ, ყველა მავნე ნივთიერება კვლავ „გაცოცხლდება“.
5. ყველა პროდუქტის გაყინვა შეიძლება
სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ საყინულეში წყლის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების (პომიდორი, კიტრი) შენახვას არ გირჩევთ. ასევე კვერცხის გაყინვა არ ღირს, რადგან გაყინვის შემდეგ მას უსიამოვნო სუნი აქვს.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ რძის მჟავა პროდუქტებთან, რადგან ისინი შეიძლება ნაწლავური ინფექციების წყარო გახდნენ. ხოლო გალღობილი ნაყინის ხელმეორედ გაყინვა შეიძლება მოწამვლის მიზეზი გახდეს.
თუ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.