საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ნებისმიერი დაავადება რიგ სიმპტომებს ავლენს და მხოლოდ ამ სიმპტომების გამოვლინების შემდეგ მიმართავენ ექიმს. თუ ადამიანს არაფერი აწუხებს და თავს ჩვეულებრივად გრძნობს, მიაჩნია რომ ჯანმრთელია და საავადმყოფოში ვიზიტს არ ჩქარობს. ეს განსაკუთრებით პროფილაქტიკურ შემოწმებას ეხება. თუმცა რეალობა შეიძლება სრულად განსხვავებულად იყოს.
დაავადებათა რიცხვს, რომელთა გამოვლენა კონკრეტული ტკივილის სიმპტომებით არ ხდება, მიეკუთვნება სიმსივნური დაავადებები. მათ ასევე ავთვისებიან სიმსივნეს ან ახალ წანაზარდს უწოდებენ. სიმსივნეს სხეულის ნებისმიერი ნაწილის დაზიანება შეუძლია. ყველაზე ხშირად გვხვდება, ფილტვების, მკერდის, მსხვილი და სწორი ნაწლავის, პროსტატის, კანის (მელანომა) და კუჭის სიმსივნეები.
კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზია. 2018 წელს დაავადებამ 9,6 მლნ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვალებულთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზეა ფილტვების სიმსივნე, შემდეგ მსხვილი და სწორის ნაწლავის, კუჭის სიმსივნეები.
სიმსივნური დაავადების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენაა. თუმცა არსებობს გართულებები – დიაგნოსტიკის კუთხით მედიცინის მიღწევების მიუხედავად ყველა ავთვისებიანი სიმსივნის დაუყონებლივ ვიზუალურად დანახვა შეუძლებელია.
ადრეულ ეტაპზე შეუძლებელია შემდეგი სიმსივნეების განსაზღვრა:
- სარკომა, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე ადამიანებში;
- თირკმლების კიბო;
- პანკრეასის კიბო;
- ტვინის კიბო;
- საკვერცხეების კიბო;
- ღვიძლის კიბო;
- ფილტვების წვრილ უჯრედული სიმსივნე;
- კუჭის სიმსივნე;
კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც უნდა იცოდეთ. ამ სიმსივნურ დაავადებებს მოულოდნელად განვითარება და სხვა დაავადებაში „შენიღბვა“ შეუძლიათ.
„ვიზუალური ფორმის სიმსივნეებს“, რომელთა ადრეულ ეტაპზე ვიზუალურად გამოვლენა მარტივია, მიეკუთვნება:
- ძუძუს კიბო;
- საშვილოსნოს ყელის კიბო;
- ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე;
- პირის ღრუს სიმსივნე;
- კანის კიბო, ან კანის მელანომა;
- ქვედა ტუჩის კიბო;
- ენის კიბო;
- პროსტატის კიბო;
გვჯერა, რომ თქვენ შეგნებული ადამიანი ხართ და ხვდებით, რომ ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ორგანიზმში მიმდინარე უმნიშვნელო ცვლილებასაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია წელიწადში ერთხელ მთელმა ოჯახმა გამოკვლევა ჩაიტაროთ. მედიცინის მიღწევები დაგეხმარებათ!
როგორც ყოველთვის ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას და არა შეშინებას, მოგიწოდებთ გაუზიაროთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც და თუ ერთად ერთ სიცოცხლეს მაინც ვიხსნით ეს ნამდვილი გმირობა იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას.