ქირომანტია უძველესი მეცნიერებაა, რომელსაც თავისი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ჰყავს. დღემდე ზოგიერთი მეცნიერი ხელს ყველანაირად იკვლევს და დარწმუნებულია, რომ თითების, ხელისგულის და ხაზების ფორმით ადამიანზე ბევრის თქმა არის შესაძლებელი.
რიჩარდ ვებსტერი ავსტრალიერი ავტორი, ჰიპნოზის ოსტატი და პარანორმალური მოვლენების სპეციალისტია. თავის წიგნში „ქირომანტიის აბსოლუტური გზამკვლევი: წაკითხვის საიდუმლო“ მან ცხოვრების ხაზი დეტალურად აღწერა.
ვებსტერი ცხოვრების ხაზის სამ ძირად ფორმას გამოყოფს და დარწმუნებულია, რომ მათი დახმარებით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შესაძლებელია.
მზად ხართ, ვებსტერის დაკვირვება საკუთარ თავსა და ახლობლებზე შეამოწმოთ?
1. ცხოვრების ხაზს ნახევარწრის ფორმა აქვს
ასეთი ადამიანი ენერგიით და ენთუზიაზმით სავსეა. ცხოვრებისეულ სირთულეებს მისი წყობილებიდან გამოყვანა არ შეუძლია. ბედის დარტყმებს ძალიან მარტივად და მშვიდად ღებულობს. ეს ადამიანი სანთებელაა, რომელიც სხვებს კარგ ენერგიას უზიარებს. ის სინათლის წყაროა, რომელიც გარშემო ყველაფერს ანათებს. ზოგჯერ სხვები გაოცებულნი არიან, თუ ამ ყველაფრისთვის ძალა და ენერგია როგორ ყოფნის.
2. ცხოვრების ხაზი ცერა თითთან ახლოსაა
როგორც ამბობენ, ის თითს „ეხუტება“. ასეთ ადამიანს, პირიქით, ცოტა სასიცოცხლო ენერგია აქვს. ხშირად ძალიან სუსტი და პასიურია, ინიციატივა არ გააჩნია. სირთულეებს ძნელად უმკლავდება, პირველ რიგში, მორალური კუთხით. ნებისმიერ დაბრკოლებას წყობილებიდან გამოყავს, ძალას და რაიმეს კეთების სურვილს ართმევს. ასეთ ადამიანს განმარტოება უყვარს.
3. ცხოვრების ხაზი ნახევარწრეს არ ქმნის, მაგრამ ცერა თითისგან საკმაოდ დაშორებულია
ასეთი ხაზის მფლობელი ზემოთ მოცემულ ტემპერამენტებს აბალანსებს. დღეს მთების გადაადგილება შეუძლია, ხოლო ხვალ შეუძლია სახლში უმოძრაოდ იჯდეს და სამყაროზე გაბრაზებული იყოს.
კიდევ რისი თქმა შეიძლება ხელისგულებზე?
ხაზი-და
თუ ცხოვრების ხაზს თან უფრო პატარა ხაზი ეკვრის, ანუ მისი „და“. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანს დამცველი ან მფარველი ანგელოზი გამოუჩნდება. როგორც წესი, ამ დროს სირთულეები წარმოიქმნება, მაგრამ ხაზი-და იმის ნიშანია, რომ ადამიანი დაცული იქნება,
შფოთვის ხაზი
ცხოვრების ხაზიდან გამოსული პატარა ხაზები შფოთვის ხაზებია. ზოგს ასეთი ძალიან ბევრი ხაზი აქვს, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. როგორც უკვე მიხვდით, ეს ხაზები სტრესის და ნერვიულობის ასახვას წარმოადგენს. რაც უფრო ბევრი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტ დროს ნერვიულობაში ატარებს. თუ ზოგიერთი მათგანი ცხოვრების ხაზში შედის, ანუ ნერვიულობამ ცხოვრების ხარისხზე გავლენა იქონია.
ვებსტერის დაკვირვების შემოწმება უკვე მოახერხეთ? რა დაემთხვა, ან რას არ ეთანხმებით კატეგორიულად?