სხეულის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები მანტეკ ჩიასგან

2595
სხეულის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები მანტეკ ჩიასგან
სხეულის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები მანტეკ ჩიასგან

ჯანსაღი ხერხემალი და თირკმლები მთელი ორგანიზმის ახალგაზრდობის გარანტიას წარმოადგენს. შინაგან ორგანოებს არასწორი პოზის გამო სწორად მუშაობა არ შეუძლიათ. ამის მიზეზი მუდმივად მჯდომარე პოზიციაა სამსახურში ან სახლში, ცუდად ნავარჯიშები სხეული და იშვიათი ფიზიკური აქტივობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ადამიანებში, რომლებსაც ზედმეტი წონა აქვთ. სწორედ ამიტომ სხეულის პოზის გამოსწორების საკითხი ბევრს აინტერესებს.

დაოსის მასწავლებელი, ციგუნის ოსტატი და წიგნის “დაოს სამკურნალო სისტემა” ავტორი მანტეკ ჩია ირწმუნება, რომ ზურგის გასამაგრებელი ვარჯიშები ორგანიზმზე უფრო დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ის დადებითად მოქმედებს წელის არეზე, თირკმლებს აახალგაზრდავებს, პოზა ნორმაში მოჰყავს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.

პოზის გაუმჯობესება
მანტეკ ჩიას პოზის გამოსასწორებელი ვარჯიშები საკმაოდ მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. სამაგიეროდ ფილტვების ზომის ზრდაში, ღვიძლის, თირკმლების, კუჭის და ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. სულ სამი ვარჯიშია, თან ძალიან მოკლე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შესრულება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.

1. თირკმლების და წელის გაძლიერება
ეფექტი: წელის გაძლიერებას და თირკმლების გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს, სხეულის დაბალანსებაში გეხმარებათ.

როგორ შევასრულოთ: დადექით სწორად, ფეხები შეატყუპეთ, ფეხის თითები მკაცრად წინ გქონდეთ მიმართული. სხეული წინ და უკან დახარეთ ისე, რომ მუხლებში არ მოღუნოთ. სახით ზემოთ გაიხედეთ, ხელის თითებით იატაკზე მიწვდენა სცადეთ. იგრძენით როგორ იჭიმება წელის კუნთები. ასეთ მდგომარეობაში 10 წამით გაჩერდით, შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდით. ვარჯიში 6-ჯერ გაიმეორეთ.

2. ზურგის გასწორება
ეფექტი: პოზის კორექტირება, თვალის ორგანოების სრულყოფილ კვებას ხელს უწყობს, ზურგი ძლიერდება და სწორდება, მკერდის უჯრედები იხსნება, სისხლში ჟანგბადის მიმოქცევა უმჯობესდება.

როგორ შევასრულოთ: სწორი ზურგით დადექით და აუჩქარებლად თავი უკან გადასწიეთ. ასეთ მდგომარეობაში 15 წამით გაჩერდით, ღრმად, თანაბრად და მშვიდად ისუნთქეთ. ვარჯიში დღეში რამდენჯერმე თქვენთვის სასურველ დროს შეასრულეთ.

3. ხერხემლის ზემოთ დაჭიმვა
ეფექტი: ფილტვების ზომა ფართოვდება და სუნთქვა მარტივდება, ღვიძლის, თირკმლების, კუჭის, ნაწლავების მუშაობა უმჯობესდება, სასქესო ორგანოების ფუნქციები სტიმულირდება, მუცელი იჭიმება, თვალში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, დაღლილობას ხსნის და მხნეობას გძენთ.


როგორ შევასრულოთ: სწორად დადექით, ფეხებით ერთმანეთისგან 30 სმ-ით დააშორეთ, ხელის თითები გადააჯვარედინეთ. ნელი ღრმა ჩასუნთქვა გააკეთეთ და თან გადაჯვარედინებული ხელები თავის ზემოთ ასწიეთ. ეცადეთ ფეხის წვერებზე დადგეთ. ხედვა წინ ან ზემოთ მიმართეთ. ამოსუნთქვაზე ხელები ქვემოთ დაუშვით. 6-ჯერ გაიმეორეთ.

პოზის კორექცია მანტეკ ჩიას გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების გამოყენებით – მარტივი და მოქმედი მეთოდია, რომელიც უარყოფით ემოციებს დადებითად გარდაქმნის, სხეულს ავადმყოფური ზეწოლისგან ათავისუფლებს, აძლიერებს და აახალგაზრდავებს გრძნობას და შინაგან ორგანოებს.

დღეიდან არ დაგეზაროთ ამ მარტივი ვარჯიშების შესრულება. ძალიან მალე შვებას იგრძნობთ. აუცილებლად გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს