აგიხსნით თითებით. 5 სუფრის კოვზი – ზუსტად ამდენი უნდა მიირთვათ ერთ ჭამაზე, რომ წონაში დაიკლოთ

1716
აგიხსნით თითებით. 5 სუფრის კოვზი - ზუსტად ამდენი უნდა მიირთვათ ერთ ჭამაზე, რომ წონაში დაიკლოთ
აგიხსნით თითებით. 5 სუფრის კოვზი - ზუსტად ამდენი უნდა მიირთვათ ერთ ჭამაზე, რომ წონაში დაიკლოთ

ჭარბი ჭამა ჩვევაა. საკვების იშვიათად და დიდი პორციებით მიღება კუჭს არაბუნებრივად ზრდის. ყოველი ჭამის დროს წარმოუდგენლად ბევრი საკვების მიღება გვიწევს, რომ კუჭის უზარმაზარი სივრცე ამოვავსოთ და დანაყრება ვიგრძნოთ. მსუნაგობა ნორმა ხდება, მას კი სიმსუქნე მოჰყვება.

როგორ უნდა ებრძოლოთ ამას? ერთ ჭამაზე მიღებული საკვების რაოდენობა უნდა შეამციროთ. შემდეგ კი სულ უფრო ხშირად უნდა ჭამოთ, რომ შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.

სწორი პორციები

სწორი პორციებით საკვების მიღების შემდეგ კუჭის ზომა ნორმამდე შემცირდება, საჭმლის მომნელებელი პროცესი დარეგულირდება და ჭარბი წონა უკვალოდ გაქრება.

დიეტის მთავარი წესები

1. ერთი პორციის მასა 200 გრამზე მეტი არ უნდა იყოს. ეს კი დაახლოებით 5 სუფრის კოვზის ტოლია.

2. სასურველია რაციონიდან გამორიცხოთ გამომცხვარი პროდუქტები, შოკოლადი, ტკბილი გაზიანი სასმელები, შაქარი. ისინი იმდენად კალორიული არიან, რომ 5 სუფრის კოვზიც კი ძალიან ბევრი იქნება. ამასთან მათ შემადგენლობაში არაფერი სასარგებლო არაა, მხოლოდ სწრაფი ნახშირწყლები.

3. საკვების მიღებებს შორის დაახლოებით 3 ან 3,5 საათი უნდა იყოს. თუ უფრო ხშირად შეჭამთ, კუჭი გაიზრდება, რადგან ბოლოს მიღებული საკვები ჯერ კიდევ ნაწლავებში იქნება. თუ უფრო იშვიათად შეჭამთ, შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ და თავშეკავება მოგიწევთ, რომ ბევრის ერთად ჭამა არ მოგიწიოთ.

4. საკვებს წყალი არ დააყოლოთ. ეს კუჭის კედლების გაჭიმვას ხელს უწყობს. თქვენ წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგ ნახევარი საათით გასვლის შემდეგ უნდა დალიოთ.

გთავაზობთ, დიეტა „5 სუფრის კოვზის“ დღიურ მენიუს მაგალითის სახით

8:00 – 200 გრ შვრია ან მიუსლი (5 ს/კ მშრალი მარცვალი). 10 გრ კარაქი. 30 წუთის შემდეგ ჩაი ჩირთან ერთად.

11:00 – ნებისმიერი ხილი, ხილის სალათი, ხილის იოგურტი.

14:00 – 200 გრ გარნირი (წიწიბურა, კარტოფილის პიურე, ბრინჯი, ბოსტნეულის რაგუ, ბარდის ფაფა). ცილოვანი სადილი – 200 გრ თევზი ან 200 გრ ძროხის ხორცი. შეგიძლიათ კომბინაცია გააკეთოთ: მაგალითად, 3 ს/კ მშრალი მარცვალი და 2 ნაჭერი ქათმის ხორცი.

17:00 – 200 გრ კეფირი ან 200 გრ ახალ მომზადებული სალათი. შეგიძლიათ კაკლით ან ჩირით წაიხემსოთ, ან ლავაშით და პურით მცირე ზომის ბუტერბროდი მოამზადოთ.

19:00 – 5 ს/კ მშრალი მარცვალი (უმჯობესია წიწიბურა) ან 200 გრ თევზი მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად.

ღამით: 1 ჭიქა კეფირი ან 5 ს/კ ხაჭო.

დიეტა „5 სუფრის კოვზი“ შექმნილია იმისთვის, რომ უმტკივნეულოდ და ნელ-ნელა ადამიანი სწორი კვების რეჟიმზე გადავიდეს. ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუ გარკვეულ წესებს დაიცავთ.

დიეტა „5 სუფრის კოვზის“ მენიუ თითოეულს მაქსიმალურად ლოიალურ მიდგომას სთავაზობს და აქცენტს არა ხარისხზე, არამედ რაოდენობასა და მოხმარების წესზე აკეთებს. წიწიბურათი გასუქება შეიძლება, თუ მას შეუზღუდავი რაოდენობით ქათმის მკერდთან და არაჟნის სოუსთან ერთად მიირთმევთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს