თუ უმიზეზოდ ტირილი გინდებათ, ეს მაგნიუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები დაგეხმარებათ.

1942
უმიზეზოდ ტირილი მინდება: მაგნიუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები დაგეხმარებათ
უმიზეზოდ ტირილი მინდება: მაგნიუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები დაგეხმარებათ

მაგნიუმი ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. ის ნერვული სისტემის და გულის კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას მხარს უჭერს, ცილის სინთეზის წარმოების ყველა ეტაპში ჩართულია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტიურობას ზრდის, ცუდი ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს.

მის გარეშე არ იწარმოება ადენოზინტრიფოსფორმჟავა და ნუკლეოტიდი, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს ენერგიით ამარაგებს.

რისთვის არის საჭირო მაგნიუმი

მაგნიუმი გულ-სისხლძარღვთა სისტემას მხარს უჭერს, არტერიულ წნევას არეგულირებს, ჰიპერტონიის და ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს.

მაგნიუმი ახალგაზრდობის გასაღებია. ელემენტი კოლაგენის სინთეზში მონაწილეობას ღებულობს. მისი დეფიციტი ქსოვილების შეერთების სიმკვრივეს და ელასტიურობას ამცირებს.

მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებას არეგულირებს: ანტისტრესული ეფექტი აქვს, დაღლილობას და გაღიზიანებას ამცირებს, ძილი ნორმაში მოჰყავს, სპაზმებს ამცირებს და კუნთებს ამშვიდებს.

ის კალციუმის, ასევე თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებას ხელს უშლის. ასევე მაგნიუმი შაქრიანი დიაბეტის მტერია. ის გლუკოზის დონეს აკონტროლებს, ნახშირწყლების ცვლას აღადგენს, მეტაბოლიზმს აჩქარებს.

მაგნიუმის დეფიციტი თვითგანწყობაზე უარყოფითად აისახება. პირველ რიგში, ეს გამოიხატება დაღლილობით, თავბრუსხვევით, მადის დაკარგვით, გულისრევით, ყაბზობით, ცუდი კოორდინაციით, კუნთების კრუნჩხვით, განწყობის სწრაფი ცვლილებით, თმის ცვენით, ფრჩხილების მტვრევით. შემდეგ უკვე ვითარდება ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, წმს-ის გადატანა უფრო რთულდება, ჩნდება შაკიკი, ართრიტი და არითმია.

სიტუაცია საშიშია იმით, რომ ეს ნიშნები შეიძლება სხვა პრობლემებზე მინიშნებას წარმოადგენს. სტატისტიკა იმედის მომცემი არაა: მაგნიუმის დეფიციტი ადამიანების დაახლოებით 80-90%-ს აწუხებს. მისი აღდგენა სინთეზური ვიტამინების მიღებით შეიძლება. მაგნიუმი ტაბლეტების სახით აფთიაქებსა და სპორტულ მაღაზიებში იყიდება. მისი აღდგენას ასევე კვების სისტემის შეცვლით შეძლებთ.

ჯანსაღი ადამიანის მაგნიუმის დღიური ნორმა 350-500 მგ წარმოადგენს, რაც წონაზე არის დამოკიდებული. ორსული ქალებისთვის ნორმა 1000 მგ-მდე იზრდება, რაც ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებასა და ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

მაგნიუმის ასათვისებლად კალციუმი აუცილებლად საჭიროა. მაგნიუმის და კალციუმის თანაფარდობა 10 – 7-ზე უნდა იყოს. ეს ელემენტები ერთად ძვლოვანი სისტემის მშენებლებად ითვლებიან.

რომელი პროდუქტები შეიცავს მაგნიუმს? რეიტინგი 100 გრ პროდუქტზე მაგნიუმის შემცველობის კლებადობის მიხედვით არის შედგენილი:

1.ბანანი

2.ლეღვი

3.ავოკადო

4.ბროკოლი

5.ისპანახი

6.ნუში, თხილი

7.სელის, გოგრის, სეზამის თესლი

8.სიმინდი

9.ბარდა

10.შოკოლადი

11.მარცვლეული: წიწიბურა, ქერი და შვრიის ფანტელი

12.ასევე თევზის ისეთ სახეობებში, როგორიცაა კამბალა, ქორჭილა, ქაშაყი, კობრი, კრევეტები, სკუმბრია, ვირთევზა.

ამრიგად, დღეში ერთი ბანანის ყოველდღიური მოხმარება მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეულ თავის ტკივილს შეამცირებს, დეპრესიისგან დაგიცავთ, წმს ნიშნებისგან გაგათავისუფლებთ. იგივე ეფექტი აქვს შოკოლადს, მაგრამ მისი გამოყენების დროს ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან პროდუქტი ძალიან კალორიულია და მისი ჭარბად მოხმარება რეკომენდებული არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს