ყველა მკერავს თავისი პატარა საიდუმლო აქვს, რომელიც დამწყებისა და პროფესიონალის ნამუშევარს ერთმანეთისგან განასხვავებს. დღეს ვივიენი რამდენიმე ხრიკს გიზიარებთ.
კერვის საიდუმლოებები
1. როგორ გავაკეთოთ კაბის და ქვედაბოლოს იდეალური ნაკეცი
ლამაზი და სწორი ნაკეცები ნებისმიერი კაბის ხიბლს წარმოადგენს, თუმცა მათი გაკეთება მარტივი არაა. ყველაზე რთული კერვის დროს თანაბარი ინტერვალის შენარჩუნებაა. სამწუხაროდ, სწორად გალამბის შემთხვევაშიც გაკერვის დრო შეიძლება ნაკეცები აგერიოთ.
გამოსავალი არსებობს! ჩვეულებრივი ჩანგლის გამოყენებით იდეალური ნაკეცის გაკეთებას შეძლებთ. ჩანგალში ქსოვილი ისე ჩადეთ, რომ გარეთ მხოლოდ პირველი კბილი დარჩეს, ახლა კი ჩანგალი თქვენკენ მოაბრუნეთ. ესეც ასე, სრულყოფილი ნაკეცი მზადაა!
2. ძველ ჯინსებს სიცოცხლე დაუბრუნეთ
თუ ძველი ჯინსები გაგეხათ, მისი გადაგდება არ იჩქაროთ. ჩვენ მის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებით. ამისთვის გახეხილი ჯინსის მსგავსი ჯინსის ქსოვილი აიღეთ. დახეულის ადგილას შიგნიდან მოათავსეთ და გააუთოვეთ. ახლა ზემოდან შესაბამისი ფერის ძაფით გაკერეთ.
ეცადეთ ნაკერები ერთმანეთთან ახლოს იყოს. ასეთ შემთხვევაში მიკერებული ქსოვილი ნაკლებად შესამჩნევი იქნება, თუ ჯინსები მუხლებთან არის გახეული, შეგიძლიათ ქსოვილის მიკერების შემდეგ ზემოდან ლამაზი ნაქარგი ყვავილით ან ხაზებით გააფორმოთ. შედეგად მთელ და უნიკალურ ჯინსს მიიღებთ, რომელიც მხოლოდ თქვენ გექნებათ.
3. წინსაფარი რემონტისთვის ძველი ჯინსებისგან
თუ ჯინსები საღებავის მიერ დაზიანებულა, ძალიან გახეულია და შეკეთებას არ ექვემდებარება, შეგიძლიათ წინსაფრად გამოიყენოთ. ამ მიზნით რამდენიმე ზომით დიდი ძველი ჯინსიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ჯინსი ისე გაჭერით, რომ შარვლის უკანა ჯიბეები მთელი დარჩეს. წინიდან წელამდე გადაჭერით, ისე რომ შესაკვრელი დატოვოთ. ახლა ჯინსის წინსაფრის ზურგზე შეკვრას შეძლებთ, ხოლო ჯიბეები, რომლებიც წინ გექნებათ, შეგიძლიათ რემონტისთვის აუცილებელი აქსესუარების ჩასადებად გამოიყენოთ. ასეთი წინსაფრის გაფუჭება ან საღებავით დასვრა არ დაგენანებათ.
4. მრუდე ხაზი
დამწყებ მკერავს სწორი ხაზის გავლება უჭრის. ეს მისთვის ნამდვილი გამოცდაა. ლამაზი, სწორი ხაზის გავლება პროფესიონალიზმის ნიშანია. დროთა განმავლობაში სწორი ნაკერის გავლება ადვილი გახდება, მაგრამ დამწყებისთვის ეფექტური და მარტივი მეთოდი მოვიფიქრეთ, რომლითაც ლამაზად კერვას ახლავე შეძლებთ.
თქვენ ფართო რეზინის პატარა ნაჭერი დაგჭირდებათ. რეზინის ბოლოები გაკერეთ და საკერავი მანქანის ბაზაზე, ლაპკის გვერდით დაამაგრეთ. ახლა უკვე მკაფიო ორიენტირი გაქვთ, რომელიც სწორი ნაკერის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
5. მოწესრიგებული სამუშაო ადგილი
სამკერვალო ხრიკები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად შედეგი სამუშაო ადგილის წესრიგზე გავლენას ახდენს. თუ მაგიდაზე მიმოყრილი ნემსები და ქინძისთავები მოგბეზრდათ და საკერავი აქსესუარების მოწესრიგება გსურთ, უბრალოდ ისინი მაგნიტზე დაამაგრეთ. ასეთი ქინძისთავები აღარ შეგაწუხებთ და არ ინერვიულოთ, რომ ოჯახის წევრებს სადმე შეერჭობათ.
6. წვრილი, გაწყვეტილი ძაფების აღება
სამუშაო პროცესში ვერ ვამჩნევთ, რომ ირგვლივ დიდი რაოდენობით პატარ-პატარა ძაფები გროვდება, რომლებიც ყველგან მიმოფანტულია და შემაშფოთებლად გამოიყურება. მათ მოშორებას დასასუფთავებელი წებოვანი რგოლის დახმარებით სწრაფად შეძლებთ.
7. როგორ დავამაგროთ ღილი მაგრად
ერთი შეხედვით ღილის მაგრად დამაგრება სირთულეს არ წარმოადგენს. და მაინც, ერთი პატარა საიდუმლო მას ნამდვილად საიმედოდ დაამაგრებს. ჩვეულებრივ ღილის მიკერება დაიწყეთ, მაგრამ დამაგრების წინ ძაფი რამდენჯერმე შემოახვიეთ მათ, რომელიც უკვე მიამაგრეთ. ასე მიკერილი ღილის გაწყვეტა მარტივი არ იქნება.
8. როგორ გავაუთოვოთ ნაკეცები მარტივად
ხელთ უთო არ გაქვთ, მაგრამ ნაკეცების სასწრაფოდ გაუთოება გჭირდებათ? ამისთვის თმის დასასწორებელი უთო გამოიყენეთ. მისი დახმარებით გაკეცილ ბოლოებს სწრაფად გაასწორებთ.
9. მანეკენი კერვისთვის
თუ საკუთარი თავისთვის ბევრს კერავთ, ხელთ თქვენი პროპორციის მქონე მანეკენის ქონა დაგეხმარებათ. მისი გაკეთება საკმაოდ მარტივია. ძველი მაისური ჩაიცვით და დაქალს ფართო ლენტით კისრიდან თეძოებამდე შეხვევა სთხოვეთ. ეს კონსტრქუცია ზურგიდან, ხერხემლის ხაზზე ფრთხილად გაჭერით. ახლა გაჭრილი გაკერეთ და სინთეკური ან მსგავსი მასალის მანეკენს მჭიდროდ ჩამოაცვით.
10. რთული ქსოვილის გაკერვა
კერვის დროს ამობურცული ქსოვილის, ნემსის გატეხვის ან ძაფის გაწყვეტის პრობლემები ხშირად გვხვდება. გამოსავალი არსებობს. უბრალოდ ლაპკის ქვედა ნაწილზე სქელი მუყაოს ქაღალდი მოათავსეთ, სანამ ამობურცულ ქსოვილის ნაწილს კერავთ.
ამ ხრიკების შესახებ უკვე იცოდით? კომენტარებში თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ!