პანამის დოკუმენტების სკანდალმა, რომელმაც ბევრი ქვეყნის სახელმწიფო აპარატის გამოაშკარავება შეძლო, ოფშორების განხილვა იმ ადამიანებსაც აიძულა, ვინც პოლიტიკასა და ეკონომიკასთან კავშირში არაა. გადასახადების და კანონმდებლობის თავიდან აცილების მიზნით ბიზნესის სხვა ქვეყანაში რეგისტრაცია ახალი სულაც არაა. ვივიენმა ოფშორის ისტორიული ფესვები აღმოაჩინა.
ანტიკური ოფშორები
ძველ ათენში პირდაპირი გადასახადები არ არსებობდა, მაგრამ ბერძნებს უნდა გადაეხადათ პირეოსიდან შემოსულ საქონელზე 2%, ატიკაში გაყიდვების გადასახადი 2%, პორტის მოსაკრებელი, მონების და დამნაშავეების ბაჟი და გადასახადი, ასევე ათენში ჩამოსული უცხოელების (მეტეკი) გადასახადი.
ასეთი რაოდენობის გადასახადის თავიდან ასაცილებლად, ფინიკიელი და ბერძენი ვაჭრები ათენს გვერდს უვლიდნენ და იქვე მდებარე პატარა კუნძულებზე სახლდებოდნენ, სადაც საქონლის უფასოდ შენახვა შეეძლოთ. შემდეგ ათენში კონტრაბანდა იგზავნებოდა. თანდათანობით, ასეთ კუნძულებზე თავისუფალი ბიზნესის ზონა ჩამოყალიბდა.
ხმელთაშუა ზღვისპირეთში თავისუფალი ვაჭრობის ცენტრი თავიდან კუნძული როდოსი იყო. თუმცა აქ საპორტო ვაჭრობაზე 2%-იანი გადასახადის დაწესების შემდეგ, როდოსმა სავაჭრო ბრუნვის 85% დაკარგა. ახალი „ოფშორული ზონა“ და პირველი ბერძნული სავაჭრო კავშირის დედაქალაქი კუნძული დელოსი გახდა.
შუა საუკუნეების ოფშორები
შუა საუკუნეების ეპოქაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები წმინდა რომაული იმპერიის გერმანიისა და იტალიის ქალაქებში – ვენეცია, გენუა, ჰანზას სავაჭრო კავშირის ქალაქი, ასევე ლივორნო და ტრიესტი – იყო. იტალიურ-შვეიცარიული ქალაქი კამპიონი თავისუფალი ეკონომიკის ზონის სტატუსს 787 წლიდან ფლობდა. ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, იმპერიის გარეთ, ასევე ბევრი თავისუფალი ეკონომიკური ზონა იყო, მაგალითად, ქალაქი შიბენიკი.
ამ ქალაქების მაცხოვრებლები კაპიტალის მოზიდვით მდიდრდებოდნენ. სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხას ღებულობდა ვაჭრებისგან, რომელთაც შეღავათიანი პირობით ვაჭრობა სურდათ. თუმცა შუა საუკუნეების ქალაქების ოფშორს ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით ვერ ვუწოდებთ – შეღავათები მხოლოდ იმ მოვაჭრეებზე ვრცელდებოდა, რომელთაც კოლონიური ძალაუფლება ჰქონდათ. სხვა უცხოელებზე საკმაოდ მაღალი გადასახადი იყო დაწესებული.
და მაინც, შუა საუკუნეების ბაზრობა ოფშორულ იდეასთან ყველაზე უფრო ახლოს იყოს. უცხოელმა ვაჭრებმა თავისუფლად ვაჭრობა პირველად სწორედ მე-12 საუკუნის ბაზრობებზე შეძლეს.
მეკობრეების ოფშორები
ბევრი თანამედროვე, ოფშორული ზონის კუნძული, როგორიცაა კარიბის კუნძულები, პანამა, კაიმანის კუნძულები, ვირჯინიის კუნძულები, მე-16-18 საუკუნეებში მეკობრეებისა და კონტრაბანდისტების თავშესაფარი იყო. ფრანგები, ინგლისელები და ჰოლანდიელები მეკობრეებს ომში იყენებდნენ, რომ მტრის ვაჭრობა გაეყინათ. მთავრობა ფლიბუსტერებს აძლევდა ნებართვას, რომელიც მტრის ხომალდზე ქურდობის უფლებას აძლევდა. ხელშეკრულების თანახმად, მეკობრეები მონაპოვარს თავისთვის იტოვებდნენ. ნაქურდალი კუნძულების ბაზებზე მიჰქონდათ – ფარული ეკონომიკის სამეფოში.
ახალი დროის ოფშორები
მე-15 საუკუნეში თავისუფალი ეკონომიკური ზონის აყვავების ადგილი იყო ფლანდრია, ადგილობრივ და უცხოურ მოვაჭრეებზე საბაჟო გადასახადი აქ ძალიან დაბალი იყო. ინგლისელი ვაჭრები ბამბის სავაჭრო ობიექტად ფლანდრიას ირჩევდნენ და არა ინგლისს, სადაც მაღალი გადასახადები იყო დაწესებული.
დიდი ბრიტანეთის იმპერიის ღია სივრცეშიც არსებობდა პატარა კუნძულები, სადაც შეღავათიანი ვაჭრობა შეიძლებოდა. ინგლისის მონარქის ნებართვით, დომინიონში, რომელიც მეტროპოლიის ზეწოლისგან ოდნავ გათავისუფლებული იყო, უფრო ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმი არსებობდა.
ეკონომიკური ოაზისები გაჩნდა ასევე ლიხტენშტეინსა და ლუქსემბურგში. მე-18 საუკუნეში ფინანსური საიდუმლოს იდეა გამომჟღავნდა: ჟენევის საკრებულომ კლიენტის საბანკო ანგარიშების აღრიცხვის კანონი მიიღო, მაგრამ მონაცემების გაცემა საკრებულოს ნებართვის გარეშე აკრძალული იყო. ამ კანონის წყალობით, შვეიცარიაში უცხოური კაპიტალის შემოდინება დაიწყო.
აშშ-ში უკვე მე-18 საუკუნიდან მოვაჭრეები „ბიზნესს“ ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან მართავდნენ – ინგლისის იმპორტის გადასახადის თავიდან ასაცილებლად.