დეიდა მარინა ძალიან ხშირად მსტუმრობს. ერთხელ ისეთ დროს მესტუმრა, როცა სათავსოში გენერალური დალაგება და ძველი კონსერვების გადაყრა გადაწყვეტილი მქონდა. სახლში კონსერვები დიდად არ უყვართ, მაგრამ ბებია და დედა ყოველთვის მიგზავნის.
გასული წლის მარწყვის ჯემის გადაგდება გადაწყვეტილი მქონდა, რომ დეიდა სამზარეულოში შემოვიდა. სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ გაგიჟდა: ისე მიყურებდა, თითქოსდა სანაგვე ყუთში ოქროს ვაგდებდი. მაშინ მან ოჯახის საიდუმლო მასწავლა და მიამბო მისგან შესანიშნავი ტკბილი ნაყენი როგორ მომემზადებინა.
ლიქიორის მომზადება სახლის პირობებში
სახლის პირობებში ლიქიორის მოსამზადებლად, თქვენ ცოტა ძველი ჯემი დაგჭირდებათ: ვაშლის, ალუბლის, ჟოლოს ან მარწყვის. მთავარია, მასში ობის ან ძმრის მჟავის ნიშანი არ იყოს. ასევე სხვადასხვა სახის ჯემის შერევა არ ღირს, რომ ნაყენის გემო არ გააფუჭოთ. მომზადებას შეუდექით.
ინგრედიენტები:
- 1 ლ ჯემი
- 1 ლ წყალი
- კვეთი ან ღვინის საფუარი
მომზადება:
1. ინგრედიენტების პროპორცია პირობითია. ყველაფერი ჯემის სიტკბოზეა დამოკიდებული. წყლისა და ჯემის ნარევში შაქრის შემცველობა 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ოპტიმალური 15-18 %-ია. თუ უფრო ნაკლებია, შეგიძლიათ შაქარი დაუმატოთ. ჯემი დუღილისთვის ჭურჭელში (დიდ ქილაში ან ბოთლში) გადაიტანეთ. წყალი, კვეთი ან ღვინის საფუარი დაუმატეთ.
2. ერთგვაროვანი მასის მისაღებად ნარევს კარგად აურიეთ. ჭურჭელი მაქსიმუმ 75 %-ით უნდა იყოს სავსე. ჭურჭელს თავზე მარლა შემოახვიეთ და მზიან ადგილას გაიტანეთ. 3-4 დღე გააჩერეთ, დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
3. როცა ზედაპირზე ქაფი და მსუბუქი დუღილის სუნი გაჩნდება, ბოთლზე სამედიცინო ხელთათმანი ჩამოაცვით და ერთ-ერთ თითზე ნახვრეტი გაუკეთეთ. ახლა ჭურჭელი ბნელ ოთახში გადაიტანეთ, სადაც ტემპერატურა 18-დან 25 გრადუსამდეა. 30-40 დღე გააჩერეთ.
4. თუ შეამჩნევთ, რომ ხელთათმანი გაბერილი არაა, დროს სასმელი გაფილტროთ. ამისთვის მარლის დახმარებით სხვა ჭურჭელში გადაწურეთ და ჰერმენტულად დაახურეთ. სასურველია ისეთი ჭურჭელი აირჩიოთ, რომლის ბოლომდე გავსებას შეძლებთ. პირველი 7 დღე წყლის ქვეშ გქონდეთ, ან ხელთათმანი გაუკეთეთ იმ შემთხვევისთვის, თუ დუღილი ჯერ კიდევ არ დაასრულა.
5. ახლა სასმელი მაცივარში ან სარდაფში 3-4 თვით შეინახეთ, 2 კვირაში ერთხელ გაფილტრეთ. მზა სასმელი ბოთლებში გადაანაწილეთ, ჰერმენტულად დაახურეთ და 10-დან 16 გრადუსამდე ტემპერატურის ოთახში შეინახეთ. ასეთი სასმელის შენახვის ვადა 3 წელია.
ამ სახლის ლიქიორის რეცეპტმა საქმე მომიმატა, მაგრამ შესანიშნავი სასმელი მივაღე. ლიქიორი მსუბუქი და სასიამოვნო გემოს მქონე გამოვა. სპირტის არანაირი სუნი არ შეგაწუხებთ, ლიქიორი მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება.