11 რჩევა რომელსაც თითქმის ყველა ორსულს აძლევენ, მათგან მხოლოდ 5 შეიძლება იყოს ყურადსაღები.

1825

ორსულობა ნებისმიერი ქალის გასაოცარი და აღმაფრთოვანებელი პერიოდია, რომელიც განსხვავებული ემოციებით და გრძნობებით, ბედნიერი მოლოდინით, იმედით, შფოთვით, შიშით და სიხარულით არის სავსე.

არც ერთი ადამიანი არ იღებს იმდენ რჩევას, როგორც ორსული ქალი. ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები და მეზობლის მეზობელიც კი იმის მოყოლას იწყებს, თუ თავად როგორ ჰქონდა ყველაფერი და გამოცდილებას გიზიარებთ, ამასთან ხალხურ რჩევებს და გაფრთხილებებს ამატებს: მათ შორის რამდენად ხშირად უნდა იმოძრაოს მუცელში ბავშვმა და რატომ არ შეიძლება თმის შეჭრა?

იმდენი ინფორმაცია არსებობს, რომ შეიძლება დაიბნეთ, ან უბრალოდ ამდენი მითის გამო ნერვიული აშლილობა დაგეწყოთ.

რისი გაკეთება შეიძლება ორსული ქალისთვის

დღეს ორსულობის შესახებ მითებს და სიმართლეს გიზიარებთ. ამ 11 რჩევას აუცილებლად გაეცანით, რომლებიც ყველა ორსულ ქალს ერთხელ მაინც სმენია. და მხოლოდ რამდენიმე მათგანია სწორი.

1. ორსულობა – დაავადება არაა, ამიტომ იცხოვრეთ ისე, როგორც ადრე ცხოვრობდით

„ორსულობა, რა თქმა უნდა, დაავადება არაა!“ – ამბობენ გინეკოლოგები, მაგრამ მაინც ფრთხილი ცხოვრების წესს უნდა მისდიოთ. დილიდან საღამომდე მუშაობას მოერიდეთ. სეირნობას და სრულყოფილ დასვენებას დრო დაუთმეთ. ორსულ ქალს ჯანსაღი დღის რეჟიმი უნდა ჰქონდეს! კვების რეჟიმიც შეცვალეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არასწორად იკვებებოდით.

მავნე ჩვევებზე უარი თქვით, მათ შორის არა მხოლოდ ალკოჰოლი და სიგარეტის მოწევაზე, არამედ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომაზე.

2. ქალი სულელი ხდება და ხასიათი უფუჭდება

„ქალის მდგომარეობა შეიძლება ასეთი სიტყვებით შეიძლება აღვწეროთ“ – იცინის მშობიარობისთვის მომზადების ინსტრუქტორი. და ამატებს „ეს იმიტომ ხდება, რომ ორსულობის ჰორმონი პროგესტერონი გავლენას ახდენს ნეოკორტექსზე – ტვინის ნაწილზე, რომელიც ადამიანის აზროვნებასა და ემოციებზე პასუხისმგებელია.“

მიუხედავად ამისა ხასიათი იმ გაგებით უფუჭდებათ, რომ ქალი უფრო ემოციური ხდება. მაგ., შეიძლება ისეთ სიტუაციაში ატირდეს, როცა ადრე ამას ყურადღებას არ აქცევდა.

სწორედ ამიტომ, ამ დროს ქალებს მზრუნველობით და მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ. უნდა გაიგოთ, რომ მისი ქცევა ბიოქიმიით არის გამოწვეული და ამაზე არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია.

3. თვითმფრინავით ფრენა ძალიან სახიფათოა

აქ ყველაფერი ორსულობის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. ავიაკომპანიები ქალებს ორსულობის ბოლო პერიოდში თვითმფრინავით ფრენის უფლებას ნამდვილად არ აძლევენ. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბორტზე მშობიარობა არც მგზავრებს, არც ეკიპაჟს და არც თავად დედას სიხარულს არ მოუტანს. თვითმფრინავში მეანის არ არსებობა რისკს ზრდის!

ორსულობის მეორე ტრიმესტრში ქალები ფრენის ადვილად გადატანას ახერხებენ.

4. ორსულობის დროს და მის შემდეგ ყველა სუქდება

არა, ასე არაა. პირიქით, ორსულობა წონის მომატებას ხელს არ უწყობს. ორსულობის დროს გამოყოფილი ჰორმონები ქალის გაახალგაზრდავებას იწვევს. ის იფურჩქნება და ბევრი წონაშიც იკლებს.

რა თქმა უნდა, სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზმის საჭირო ნივთიერებით უზრუნველყოფის შემთხვევაში მოცულობაში დიდად არ გაიზრდებით.

5. თმის და ფრჩხილების შეჭრა და შეღებვა არ შეიძლება

მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ ორსულობის დროს თმის შეჭრა მომავალი დედის ან ბავშვის მდგომარეობს აზიანებს. უფრო მავნებელია თუ ქალი თავს მიმზიდველად არ ჩათვლის.

საღებავში ნამდვილად სასარგებლო არაფერი არაა, მაგრამ კანიდან ქიმიური ნივთიერებების მხოლოდ მცირე ნაწილის შეწოვა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ საპარიკმახეროს ოთახი კარგად ნიავდებოდეს, რადგან ორსულობის დროს სუნების მიმართ მგრძნობელობა იზრდება. ასევე შეგიძლიათ საღებავი ამიაკის გარეშე აირჩიოთ.

რაც შეეხება ფრჩხილების დიზაინს, ქიმიურად მავნე ფრჩხილის ლაქებს უკვე დიდი ხანია აღარ ვიყენებთ. ის ზიანს მხოლოდ შესუნთქვის დროს მოახდენს, რადგან კანიდან ორგანიზმში არ ხვდება.

6. სამ თვემდე ბავშვის უცხოსთვის ჩვენება არ შეიძლება

ამ ცრურწმენას სამედიცინო ახსნა აქვს. ამ დროს ბავშვის იმუნური სისტემა ძალიან სუსტია და სხვის მიკრობები მისთვის დიდ დატვირთვას წარმოადგენს.

7. თუ ბევრს შეჭამთ, ბავშვი მსუქანი იქნება

ეს სიმართლე არაა. წონა, რომელსაც ორსულობის დროს ქალები იმატებს, ბავშვის ზრდასთან და მისი წონის მომატებასთან კავშირში არაა.

ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქალი, რომელიც გარკვეულ დიეტას იცავდა, ორსულობის დროს მხოლოდ 4 კგ-ზე ნაკლები მოიმატა, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ თავს არაფერში ზღუდავდნენ.

8. მშობიარობა ძალიან მტკივნეულია

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ქალი რამდენად ხვდება ყოველ მომენტში რა უნდა გააკეთოს!“ – ამბობს მეანი გინეკოლოგი.

„დიახ, ჩვენ ვიცით, რომ მშობიარობა მტკივნეულია. ბუნებამ ტკივილის სახით საკმარისად ცხადი ნიშანი მოგვცა, რომლის უგულებელყოფას ვერ შეძლებთ. ქალმა ეს სიგნალი რომ არ მიიღოს, საერთოდ ვერ მიხვდება, რომ მშობიარობს და ამისთვის საუკეთესოდ ვერ მოემზადება: სადღაც, სიარულის დროს გააჩენდა“.

მშობიარობის დროს გამოიყოფა ენდორფინი, ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ქალს ტკივილის შოკი არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ მშობიარობის დროს ქალის ტკივილი ასატანია და ზღვარს არ გადადის.

9. მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციული ტკივილები გაქრება

ეს სიმართლეა, ოღონდ ნახევრად. მეცნიერი ჩინეთიდან 7 წლის განმავლობაში 3 ათასზე მეტ ქალს აკვირდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთს მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციული ტკივილები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა. მაგრამ ასე ყველასთან არ ხდებოდა.

საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ქალების  51 %-ს მენსტრუაციული ტკივილები გაუგრძელდა, ხოლო ბუნებრვიად მშობიარობის შემთხვევაში 35%-ს.

10. მშობიარობას ყოველთვის დეპრესია ახლავს

ისეთი გაგება, როგორიცაა „მშობიარობის შემდგომი დეპრესია“ ნამდვილად არსებობს. მშობიარობის შემდეგ დეპრესიის მქონე ადამიანების კონკრეტული პროცენტი არსებობს. მაგრამ აღდგენის პერიოდის სწორად ჩატარების შემთხვევაში, დეპრესია არ შეინიშნება.

მშობიარობის შემდეგ ქალებს ახლობლების დახმარება და ნორმალური დასვენება სჭირდება. თუ მშობიარობიდან პირველი 40 დღის განმავლობაში სახლის საქმეებს ვინმე ახლობელი საკუთარ თავზე აიღებს, ხოლო ქალი მხოლოდ დედობით იქნება დაკავებული, მაშინ დეპრესია არ დაემართება.

11. ქალის მშობიარობა დედის მშობიარობის სცენარით მიდის

მართალია, ძალიან ხშირად სცენა მსგავსია. სწორედ ამიტომ მეანები ქალებს ყოველთვის დეტალურად ეკითხებიან, თუ თავად როგორ გაჩნდნენ. საკეისროთი გაჩენილ ქალებს მშობიარობა ძალიან უჭირთ. მაგრამ ყველფრის გამოსწორება და ნეგატიურ სცენარში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს