დაკოჟრილი ფეხები საშინელებაა, მით უმეტეს – ქალისთვის. ეს ულამაზოც არის და მტკივნეულიც. ბევრი რამ ვცადე და დავრწმუნდი, რომ მარტო ფეხების აბაზანა ამ პრობლემას ვერ შველის, ვერც სპეციალური პლასტირები იძლევა დიდ შეღავათს. ჰოდა, დავიწყე კოჟრების საწინააღმდეგო მეთოდების ძიება და მივაგენი კიდეც რამდნეიმე ეფექტურ საშუალებას. მინდა, თქვენც გასწავლოთ.
- შეიზილეთ კოჟრებზე ხახვის წვენი. ერთი დღის განმავლობაში 3-ჯერ დაილბეთ კოჟრები თბილ სოდიან წყალში, კარგად გაიმშრალეთ, შემდეგ დაიდეთ გახეხილი ნიორი და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ 10-15 დღეში ერთხელ. მთელი ღამით დაიდეთ კოჟრებზე გაჭრილი ალოეს ფოთოლი და შეიხვიეთ. დილისთვის ის დარბილდება და ადვილად მოიცილებთ. შეიზილეთ კოჟრებში ბაბუაწვერასა და ქრისტესისხლას წვენი. 6 ლ ცხელ წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი სოდა, ჩაასხით 1 ჭიქა გვირილის ნაყენი და 20-30 წუთით ჩაყავით ფეხები. საკმარისია 6-10 პროცედურა.
- ახალი ხახვის წვენი წაუსვით კოჟრს და მეჭეჭს საღამოობით კვირის განმავლობაში.
- ხახვი გაჭერით შუაზე, ჩაუშვით ძმრიან ჭიქაში მთელი დღე-ღამე, შემდეგ ამოიღეთ და დაადეთ კოჟრზე 1 ფურცელი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს, დააფიქსირეთ ნახვევით. ფეხზე კოჟრის მოსაშორებლად საჭიროა ხახვის ნახარშის წასმა.
- ფისი ნებისმიერი წიწვოვანი ჯიშისგან საუკეთესო საშუალებაა კოჟრის მოსაშორებლად, ეფექტი აქვს 3-5დღეში ედება კოჟრზე, გადაეკვრება ლეიკოპლასტირი, იცვლება 24 საათის შემდეგ, დადებამდე კოჟრი კარგად უნდა დალბეს.
- გაიკეთეთ ფეხის ცხელი აბაზანა, კოჟრზე დაადეთ ლიმონის ახალი ქერქი მცირე რბილობით, პროცედურა მეორდება კვირის განმავლობაში, შემდეგ ისევ გაიკეთეთ აბაზანა და ფრთხილად მოიძვრეთ კოჟრი.
- კარგად გარეცხილი ალოეს ფოთოლი დაჭერით, დაადეთ კოჟრზე სველი მხრიდან ან დასრისე, დააფინე პერგამენტზე ან პოლიეთილენზე, გადაახვიეთ ღამის განმავლობაში, დილით გაიხეხეთ კანი სპეციალური ჯაგრისით ან პემზით.
- რძეში მოხარშული ნიორი ასევე შველის კოჟრის მოშორებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს