მოიშორეთ ორმაგი ნიკაპი. უბრალოდ დაასველეთ ტერის პირსახოცი მარილწყალში

1923

ორმაგი ნიკაპი რომ გაგიჩნდეთ, ზედმეტი წონის ქონა აუცილებელი არაა. ეს უსიამოვნო მოვლენა შეიძლება გენეტიკამ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ, კანის ცუდმა ტონუსმა, მაღალ ბალიშზე წოლა, არასწორმა დგომა, დაწოლილმა კითხვამ და მჭიდრო ბიუსჰალტერმა გამოიწვიოს.

ორმაგი ნიკაპი

ორმაგი ნიკაპი მუხთალი მოღალატეა, რომელიც ასაკს ავლენს და გარეგნულ მხარეს აფუჭებს. თუ სხეულის ნაკლოვანება სწორი ტანსაცმლის შერჩევით შეიძლება დაიფაროს, ორმაგი ნიკაპის შემთხვევაში სიტუაცია რთულადაა.

როცა სახის კუნთებს კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების მხარდაჭერა აღარ შეუძლიათ, ცხიმი დაგროვებას იწყებს და სახის ოვალს არღვევს. ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა, თუ როგორ მოიშოროს ორმაგი ნიკაპი ოპერაციის გარეშე.

მე გამიმართლა, რომ ბებიამ პატარაობიდანვე ყოველ დილით, დაბანის შემდეგ ხელისგულის გარე მხრიდან ნიკაპზე მოთათუნება მასწავლა. ამ მარტივი რიტუალის დახმარებით ბებია ყოველთვის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

როგორ მოვიშოროთ ორმაგი ნიკაპი

  1. დილით სახე და ყელი ცივი წყლით დაიბანეთ. შეგიძლიათ ყინულის კუბები გამოიყენოთ.

2. სარკის წინ დადექით და ორივე ხელით მოთათუნება დაიწყეთ, ნიკაპის შუა ნაწილიდან ყურების ნაწილისკენ ნელ-ნელა იმოძრავეთ.

3. შემდეგ ორივე ხელისგულით ნიკაპზე ხელის სწრაფად მოთათუნება დაიწყეთ. ნიკაპის ცენტრიდან ყურების ზედა ნაწილისკენ იმოძრავეთ.

4. მოძრაობა 1-2 წუთით გააგრძელეთ, სანამ ნიკაპზე კანის მსუბუქ დაბუჟებას არ იგრძნობთ.

5. სახესა და ყელზე ცივი წყალი კვლავ შეისხით, კანი პირსახოცით შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ეს ვარჯიში ძალიან მომწონს, რადგან მის შესრულებას ყველგან შეძლებთ: სამსახურში, კომპიუტერთან ფილმის ან სერიალის ყურების დროს, დილის და საღამოს კრემის წასმის დროს. ასეთი ხელის მოთათუნება ძალიან სასიამოვნოა და იმწამსვე კანის გათბობას და ტონუსის მომატებას გრძნობთ.

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი არსებობს, რომელიც ორმაგი ნიკაპის სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ. ესეც ბრძენი ბებიასგან ვისწავლე. ეს ვაჯირში ჩემ დაქალს სახის ოვალის დაჭიმვასა და თავდაჯერებულობის მომატებაში დაეხმარა. ვარჯიში გამოადგება მათ, ვინც ნაკლოვანების წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლისთვის მზადაა.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი
  • მცირე ზომის სუფთა პირსახოცი

მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ.

2. მომზადებულ ხსნარში პირსახოცი დაასველეთ. შემდეგ დაახვიეთ, თითქოსდა ხელით გაწურვას ცდილობთ.

3. ამ დახვეული პირსახოცით ნიკაპზე მოთათუნება დაიწყეთ, რაც შეიძლება სწრაფად და ხშირად. პირსახოცი მუდმივად ხსნარში უნდა დაასველოთ.

4. შემდეგ ანალოგიური პროცედურა ცხელ წყალში დასველებული პირსახოცით ჩაიტარეთ.

5. პროცედურის დასრულების შემდეგ, კისერი კარგად დაიბანეთ, მშრალი პირსახოცით გაიმშრალეთ და კრემი წაისვით.

6. ასეთი მასაჟი ყოველდღიურად გაიკეთეთ: 1-2 წუთი ცივი, 1-2 წუთი ცხელი პირსახოცით.

კანის ნივთიერებათა ცვლის გააქტიურების გარდა, ვარჯიშის ნიკაპის ბუნებრივი ლიფტინგის სახით მოქმედებს. გარდა ამისა, სველი პირსახოცით მოთათუნება კისრის დაჭიმვას ხელს უწყობს.

თუ ყველაფერს რეგულარულად შეასრულებთ, უკვე ორ კვირაში ყელის კანი და ნიკაპი საგრძნობლად შემცირდება, სახის ოვალი გაწონასწორდება. ეს მარტივი ვარჯიში მცირე დროს მოითხოვს. ჩემ დაქალს მისი შესრულება უკვე ჩვევად ექცა, ის თავს შესანიშნავად გრძნობს და დიდებულად გამოიყურება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს