აი, როგორ გავარჩიოთ წითელა და წითურა: პირველი ნიშნები

4808
აი, როგორ გავარჩიოთ წითელა და წითურა: პირველი ნიშნები
აი, როგორ გავარჩიოთ წითელა და წითურა: პირველი ნიშნები

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ინფექცია მძვინვარებს, უკვე  716 შემთხვევა არის დაფიქსირებული და სტატისტიკა მზარდია.

აღსანიშნავია, რომ კანზე ყველა სახის გამონაყარი წითელას მანიშნებელი არაა. ჯერ კიდევ სსრკ-ში არსებობდა ტერმინი წითურა, რომელსაც ინფექციური წარმოშობის არც თუ ისე სახიფათო გამონაყარს უწოდებდნენ, რასაც რეალურ წითელასთან კავშირი არ აქვს.

დღეს გიამბობთ, როგორ ჩნდება წითელა, როგორ განვასხვაოთ სხვა მსგავსი დაავადებისგან, რა საფრთხეს მოიცავს დაავადება და როგორ ვებრძოლოთ.

წითელას ნიშნები და პროფილაქტიკა

წითელა ვირუსული დაავადება, რომელიც ჰაერ წვეთოვანი გზით გადაეცემა. დაავადებისთვის საკმარისია ინფიცირებულ ადამიანთან ერთ ოთხში იმყოფებოდეთ და აცრილი არ იყოთ (ან დაბალი იმუნიტეტი გქონდეთ). დაინფიცირებულმა ადამიანმა სახლის სადარბაზოში რომ გაიაროს, მანამდე წითელას გადაუტანელი და აუცრელი მეზობელი შეიძლება დაინფიცირდეს. სწორედ ამიტომ, შენობის განიავება ძალიან მნიშვნელოვანია.

დაინფიცირების შემდეგ პირველი ნიშნები გაციებას ჰგავს: სისუსტე, მადის დაქვეითება, სისველე, გაზრდილი ტემპერატურა, ხველა, თვალის სიწითლე და ცრემლდენა. თუმცა უკვე მეოთხე დღეს სხეულზე, თავიდან ტერფებამდე, გამონაყარი ჩნდება, რომელიც სრულად მხოლოდ ექვს დღეში ქრება.

სხეულზე გამონაყარის გაჩენამდე წითელათი დაავადებულს პირის ღრუში წითელი ლაქები ცენტრში თეთრი წერტილებით უჩნდება, რომელიც წითელას მთავარ სიმპტომად ითვლება. თუმცა ჩვეულებრივ რამდენიმე საათში ქრება. წითელას კიდევ ერთ აშკარა ნიშანს კონიუნქტივი წარმოადგენს.

თუ წითელას დროს გამონაყარი ერთმანეთს შეიძლება შეერწყას და სხეულზე ლაქები წარმოქმნას, ჩუტყვავილას დროს გამონაყარები ერთმანეთს შორდება, უფრო მრგვალი ფორმები აქვს და ერთმანეთს არ ერწყმის. გარდა ამისა, წითელას გამონაყარი ჯერ ყურებს, შემდეგ კისერს, სახეს და შემდეგ სხეულის დანარჩენ ნაწილს ფარავს. ჩუტყვავილას დროს გამონაყარი კისრის ქვემოთ ჩნდება.

წითურას გამონაყარიც ერთმანეთს არ ერწყმის, არამედ ლოკალიზებული რჩება. დაავადების გაჩენამდე თვალების გვერდზე მოძრაობა და ზემოთ ახედვა გიჭირთ. ასევე წითურას დროს ლიმფური კვანძების ზრდა შეინიშნება.

ამასთან, ნიშნები ყოველთვის ასეთი ცალსახა არაა, ამიტომ გაურკვეველი გამონაყარის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ექიმთან დაუყონებლივ მისვლას გირჩევთ.

წითელას მთავარ საფრთხეს გართულება წარმოადგენს. შეიძლება თვალის პრობლემის გამწვავება გამოიწვიოს, მათ შორის კონიუნქტივი, ოტიტი, უვეიტი. შეიძლება ნაწლავური კოლიტი ან პნევმონია განვითარდეს. ყველაზე ცუდი, როცა მენინგოენცეფალიტი და თავის ტვინის გარსის ანთება იწყება.

თუ გართულებები არ არსებობს, მაშინ ავადმყოფს სასმელის რეჟიმი და წვეთოვანი გადასხმა ენიშნება. ასევე მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევ მედიკამენტებს უნიშნავენ.

გასაოცარია, რამდენიმე ადამიანი იტანჯება წითელას გამო, მაშინ როცა დაავადების პრევენციის ეფექტური საშუალება არსებობს – წითელას ვაქცინაცია. თუმცა ბევრს სხვადასხვა მიზეზის გამო ვაქცინაციის გაკეთება ეშინია და საკუთარ თავს და ახლობლებს საფრთხეში აგდებს.

წითელა ყველაზე მეტად პატარა ბავშვებისთვის არის საშიში, პირველად წითელას ვაქცინა ერთი წლის ასაკში კეთდება (როცა იმუნიტეტი უკვე მზადაა), ხოლო განმეორებით უკვე 6 წლის ასაკში კეთდება. თუმცა ზრდასრულობის დროს მსგავსი ვაქცინაციის გაკეთება შეიძლება, თუ ბავშვობაში რაიმე მიზეზით აცრა გადაიდო.

რა თქმა უნდა, დაავადების შემთხვევები აცრილ ადამიანებშიც გვხვდება. მაგრამ ისინი დაავადების მსუბუქ ფორმებში და გართულებების გარეშე გადატანას ახერხებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს