ბადრიჯანი სამზარეულოში ბოსტნეულების მეფეა. არა მხოლოდ მისი გემოს და სასიამოვნო შემადგენლობის გამო, არამედ იმ სასარგებლო თვისებების გამო, რასაც ორგანიზმს აწვდის.
ბადრიჯანი ბევრ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას და ფიტო ქიმიურ ნაერთებს შეიცავს. ის ორგანიზმის ბევრი უსიამოვნების და პრობლემების დროს დაგეხმარებათ.
1.სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს
ბადრიჯანი ქლოროჰენური მჟავის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს, რომელიც თავისუფალ რადიკალებს შთანთქავს. მას ანტივირუსული, ანტიკანცეროგენული და ანტიმიკრობული თვისებები აქვს.
2.აზროვნებას აუმჯობესებს
ბადრიჯნის კანი ნასუნინს შეიცავს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ტვინის უჯრედის მემბრანაში არსებულ ლიპიდებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს.
ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ასაკობრივ ფსიქიკურ აშლილობას ხელს უშლის.
3.სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს
ბადრიჯანი შეიცავს პოლიფენოლს, რომელსაც ანტისიმსივნური თვისებები აქვს. ქლოროჰენის მჟავა და ნასუნინი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსინდანტურ თვისებებს ფლობენ.
4.სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
ეს ბოსტნეული ხსნადი ნახშირწყლების მცირე დონისა და უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო დიაბეტთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
5.გულის მუშაობას აუმჯობესებს
ბადრიჯანი შეიცავს კალიუმს, უჯრედისს, B6 ვიტამინს, C ვიტამინს და ფიტონუტრიენტებს, რომლებიც გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობენ.
6.წონის დაკლებაში ხელს შეგიწყობთ
საკვები ბოჭკოები წონის შემცირების დროს მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მოქმედებს როგორც „შემავსებელი“ საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ეს ნაერთები მადის შემცირებას ხელს უწყობს და დანაყრების შეგრძნებას გაზრდის.
ბადრიჯანი შეგიძლიათ მოთუშოთ, ღუმელში გამოაცხოთ ან გრილზე შეწვა, თუშვის დროს ხორცს დაუმატოთ.
თქვენ ამ ბოსტნეულს ხშირად ამზადებთ? თქვენი საყვარელი რეცეპტები კომენტარებში გაგვიზიარეთ.