სილამაზის სტანდარტები იცვლება, თუმცა არა ისე სწრაფად როგორც მოდის ტენდენციები, მაგრამ კარდინალურად. დღეს ქალის გარეგნობის 10 ყველაზე უჩვეულო მახასიათებელი შევაგროვეთ, რაც ადრე ძველ საბერძნეთში, სპარტაში, მე-19 საუკუნის ირანში და არა მხოლოდ ამ ქვეყნებში სილამაზის სტანდარტად ითვლებოდა.
მონო წარბი – ძველი საბერძნეთის ფეტიში
ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა, საიდან წამოვიდა სქელი წარბების მოდა, რომელიც თითქმის ცხვირის ფუძიდან იზრდება ისე, როგორც ფრიდა კარლოს ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ძველი ბერძნები სქელ წარბებს ქალის სილამაზის ეტალონად თვლიდნენ: ისინი არასასურველ თმას არა თუ არ იღებდნენ, არამედ ნახშირით ან სხვა საღებავი ნივთიერებების დახმარებით ერთიანი ხაზის გამოკვეთას ცდილობდნენ.
თანამედროვე სამყაროში სქელი მონო წარბი ნებისმიერი ქალის ყველაზე საშინელ კოშმარს წარმოადგენს, ამიტომ ცხვირის ფუძეზე თმას იღებენ. ამასთან წვრილი წარბები მოდიდან დიდი ხანია გადავიდა, ხოლო ძველი ბერძნების მსგავსი ოდნავ გასქელებული წარბების მისაღებად ქალები პროფესიონალებს მიმართავენ.
მოკლე თმა მკაცრ სპარტაში
300 სპარტანელის და ძლიერი მეომრების შესახებ ყველას სმენია. გასაკვირი არაა, რომ მკაცრ პირობებში გაზრდილი სპარტანელი ქალი გათხოვების შემდეგ თმას იჭრიდა და სიგრძეს მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ იზრდიდა. სხვათა შორის, მამაკაცები პირიქით თმას იზრდიდნენ და თავზე იხვევდნენ: ეს მათი მამაცობის და სიძლიერის ნიშანი იყო.
ჟოლოსფერი ფრჩხილები ძველ ირლანდიაში
ოქროსფერი თმა, ღია ფერის კანი, რაც მთავარია – ელეგანტური ძვლები, ვიწრო თითები და მოვლილი ფრჩხილები – აი, რას აფასებდნენ ირლანდიელი მამაკაცები ძველად. სწორედ უკანასკნელი ქალური სილამაზის მთავარ პარამეტს წარმოადგენდა და გათხოვების შანსს ზრდიდა. ირლანდიელები მთავარ ღირსებას წითელი ლაქით გამოყოფდნენ, რომლის შემადგენლობაც ახლა დაკარგულია. ქალები, რომელთაც ელეგანტური ხელები და ვიწრო ფრჩხილები არ ჰქონდათ, ფორმების კორექტირებას ლაქის დახმარებით ახერხებდნენ: წითლად მხოლოდ ფრჩხილის შუაგულს იღებავდნენ, მას ვიზუალურად უფრო სწორს ხდიდნენ. განსაკუთრებით პატივცემული იყო ოვალური ფორმის და საშუალო სიგრძის თითები.
„ლოტოსის“ ტერფი ჩინეთში
ძველ ჩინეთში სილამაზის ერთ-ერთ კანონის თანახმად, ქალის ფეხის სიგრძე 10 სმ-ზე გრძელი არ უნდა ყოფილიყო. 7 წლის ასაკიდან გოგოებს ფეხებზე ბინტს ისე უხვევდნენ, რომ ყველა თითი, ცერა თითის გარდა, ფეხისგულს ეკვროდა, რითაც მყიფე ძვლებს ამტრევდნენ. რეგულარული დაბინტვის შედეგად ქალების ფეხები ერთგვარ ლოტოსს ჰგავდა. ველური რიტუალი მე-20 საუკუნემდე ქალებს არა მხოლოდ ამახინჯებდა, არამედ სხეულის ლპობას, ჩაზრდილი ფრჩხილების გამო ნეკროზს, ცუდ სისხლის მიმოქცევას და ელემენტარული ჰიგიენის დაცვის შეუძლებლობას იწვევდა. რაც ყველაზე მთავარია, ქმრები მას ვერასდროს ხედავდნენ, რადგან შიშველი ფეხის ჩვენება დიდი უწესობად ითვლებოდა.
გაპარსული შუბლი და წარბების არ ქონა – შუა საუკუნეების მთავარი „MUST HAVE“
სახის იდეალური ოვალი მრავალი საუკუნის განმავლობაში ქალის სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. რამდენიმე ასეული წლის წინ, ოვალური რბილი ხაზები მაღალი შუბლით შევსებული უნდა ყოფილიყო. იდეალური ფორმის მისაღებად წარბებს და შუბლზე თმას იპარსავდნენ, ზოგიერთი სასოწარკვეთილი ქალბატონი თავზე თმასაც იპარსავდა და წარბებს იღებდა. ასე შუბლი უფრო მაღალი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო და მაღალ საზოგადოებაში სირცხვილის გარეშე გავლა შეეძლოთ.
ფერმკრთალი კანი და გამჭვირვალე ვენები
რენესანსის ეპოქაში თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე კანი, საიდანაც ვენები ჩანდა, ქალის სილამაზის ერთ-ერთ სტანდარტად ითვლებოდა. ამ ეპოქაში პუდრა ყველაზე პოპულარულ სილამაზის პროდუქტად ითვლებოდა. თუმცა, ქალები მხოლოდ ამით არ კმაყოფილდებოდნენ და დარიშხანის მცირე დოზას იღებდნენ. ეს შხამი სახეს ფერმკრთალ იერს და თვალებს ანთებულ ბრწყინვალებას ანიჭებდა. შედეგად დარიჩხინი სიბმრავეს იწვევდა, ამიტომ მოგვიანებით, ელიზაბეტ I-ის მეფობის დროს, ქალები უფრო რბილ მეთოდზე, სისხლის გამოდევნაზე გადავიდნენ.
კოჭლობა ვიქტორიანულ ინგლისში
ვიქტორიანული ინგლისი საკმაოდ საინტერესო ადგილი იყო. მოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მიმდევარი ალექსანდრ დანიელი, უელსკის პრინცის ცოლი. სანამ 1901 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალი გახდებოდა, მან ისტორიაში ყველაზე გიჟური ტრენდი დაამტკიცა. მისი სილამაზით აღფრთოვანებული ადამიანები ალექსანდრას მაგალითს მისდევდნენ. როცა რევმატიულმა ცხელებამ სიკოჭლე გამოიწვია, ინგლისელმა არისტოკრატებმა პრინცესას მიბაძვა გადაწყვიტეს.
კოჭლობის სწორად მიბაძვისთვის ჯერ არ აკომფორტული, გრძელ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება დაიწყეს. ზოგიერთი ლამაზმანი ფეხებზე ქსოვილზე იხვევდნენ, რაც მათ მოკლე ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა და ყოველ წამს ბალანსის დარღვევის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ტუჩის ღინღლი – მე-19 საუკუნის ირანის მოდის მწვერვალი
ბევრი ქალბატონი სახიდან არასასურველ თმას მუდმივად ებრძვის. თუმცა მე-19 საუკუნის ირანში რომ გეცხოვრათ, ეს არ დაგჭირდებოდათ. ქაჯარის პერიოდში წვრილი ღინღლი ქალის სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. მაქსიმალური ეფექტი მისაღწევად ქალები ზედა ტუშზე მუქ ჩრდილებსაც იდებდნენ. 1920 წელს ქაჯარის პერიოდის დასასრულს ულვაშების პერიოდის დასასრულიც მოჰყვა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აღმოსავლეთ რეგიონში ქალის სილამაზის სტანდარტად ითვლებოდა.
ჩამოწელილი მუცელი – რენესანსის ეპოქის ქალის სხეულის ფორმის ეტალონი
რენესასნსის ეპოქა ბოდიპოზიტივის ოქროს საუკუნედ ითვლება. ბევრი მხატვარი, მაგ., რუბენსი, ხშირად არა იდეალური მუცლის მქონე ლამაზ და მგრძნობიარე ქალებს ხატავდა. მაშინ, როცა დღეს ბევრი ქალს ბრტყელი მუცლის ქონა სურს და მისი მიღება ნამდვილ სტრესად გადაიქცა, რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოწელილი მუცელი მაღალ ქალურობად ითვლებოდა. რენესანსის ეპოქაში უფრო მსხვილი ქალები განსაკუთრებულად ლამაზებად ითვლებოდნენ. მსხვილი ფორმები სიმდიდრის ნიშანი იყო, ხოლო იტალიაში ნაყოფიერების. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ქალები კორსეტებს იყენებდნენ, რომ მკერდი და თეძო გამოეკვეთათ და არა სქელი წელი.
შავი კბილები – არისტოკრატიული გარეგნობის ნიშანი იაპონიაში
იაპონიისთვის უცნაური ტრენდები უცხო არ არის. მაგ., რამდენიმე საუკუნის წინ ქალები ღიმილს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ქათქათა კბილების ნაცვლად, მოდაში კუპრივით შავი კბილები იყო. როგორ აღწევდნენ, კბილების გაშავებას უცნობია. თუმცა, არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ კბილები შავი სიკვდილის შემდეგაც რჩებოდა. მოგვიანებით, ედოს ეპოქის დროს, გეიშები კბილების შავ ფერს ნახშირის დახმარებით ღებულობდნენ. ბუნებრივი შედეგი მუდმივი არ იყო, მაგრამ უფრო უსაფრთხო მეთოდად ითვლებოდა.