ჩვენთვის ცნობილია, რომ ზამთარში ლიმონი, სასურველია ახალი სახით მიირთვათ. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გაყინული სახით მათ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.
ლიმონის ქერქში არსებულ ყველა მკვებავ ნივთიერებას და მიკროელემენტს ჩვეულებრივ აგდებენ. ეს კი არასწორი საქციელია! ლიმონის ქერქი უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე რბილობი.
უბრალოდ წარმოიდგინეთ – სანაგვე ყუთში ხვდება პროდუქტი, რომელიც მდიდარია A, B6, C და E ვიტამინებით, რკინით, თუთიით, კალიუმით, უჯრედისით და ცილებით.
ყველაზე ღირებული ნივთიერებები, ფლავონოიდი და ლიმონოიდი, ქერქთან ერთად სანაგვე ყუთში ხვდება. ეს ნაერთები კი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და პათოგენური მიკროფლორის განვითარებას აფერხებს.
კვლევის თანახმად, ციტრუსში შემავალი ნივთიერება სიმსივნის ზრდას და დიაბეტის განვითარებას აფერხებს, სისხლში შაქრის დონეს და არტერიულ წნევას არეგულირებს. ასევე წონაში დაკლებას ხელს უწყობს!
ლიმონი 22-ზე მეტ ანტი სიმსივნურ ნაერთებს შეიცავს, მათ შორის C ვიტამინს, გლიკოზიდებს, პექტინებს და ლიმონენებს.
ლიმონის მჟავას კოსმეტიკური მიზნით, კანის გასათეთრებლად იყენებენ. ლიმონის ქერქის ყველა სასარგებლო თვისების შესანარჩუნებლად, ლიმონი უნდა გაყინოთ.
აი, როგორ უნდა გააკეთოთ სწორად:
- გასაყინად მხოლოდ მწიფე ლიმონი აიღეთ. გადამწიფებული ლიმონი არ გამოგადგებათ, რადგან მას სასარგებლო თვისებები და გემოს ხარისხი უკვე დაკარგული აქვს.
გახსოვდეთ: უმჯობესია თუ სქელ ქერქიან ლიმონს აირჩევთ, ის უფრო სასარგებლოდ ითვლება. ჩვეულებრივ მათ ოღროჩოღრო ზედაპირი აქვთ.
2. ლიმონის ქერქი კარგად დაათვალიერეთ. მასზე რაიმე სახის დაზიანება არ უნდა იყოს, ნაკაწრები ან ყავისფერი ლაქები.
3. გასაყინად შერჩეული ლიმონი თბილ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. ამასთან უხეში ჯაგრისი გამოიყენეთ.
4. ლიმონი კარგად გააშრეთ. ამის შემდეგ, მათ გაყინვას შეუდექით.
5. შეგიძლიათ ლიმონის ნაჭრები გაყინოთ:
- გარეცხილი და გამშრალი ლიმონი ნაჭრებად დაჭერით, თითოეული ორ ნაწილად დაჭერით.
- ნაჭრები ბრტყელ თეფშზე დადეთ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს; თეფში საყინულეში შედგით;
- 24 საათის შემდეგ თეფში გამოიღეთ, გაყინული ნაჭრები საყინულის კონტეინერში გადაიტანეთ, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და კვლავ საყინულეში დააბრუნეთ.
6. შეგიძლიათ მხოლოდ ლიმონის ცედრა გაყინოთ:
- ლიმონის ცედრა სახეხის საშუალებით მიიღეთ, ამასთან ეცადეთ ქერქის თეთრ ნაწილს არ შეეხოთ.
- გახეხილი ცედრა პაკეტებში გადაანაწილეთ და საყინულეში შედგით.
7. თუ დროის ეკონომია გსურთ, გარეცხილი ლიმონი მცირე ხნით საყინულეში შედგით, შემდეგ კი გახეხეთ.
მზა მასა პორციულ პაკეტებში ან კონტეინერებში გადაანაწილეთ, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და კვლავ საყინულეში შედგით.
გაყინვით პროდუქტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს მაქსიმალურად დიდხანს ინახავს. ამ პროდუქტს ზიანი არ მოაქვს, თუ თავიდანვე ხარისხიანი ლიმონი გაყინეთ და შენახვის ვადას არ გადააჭარბეთ.
ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!