ცნობილი საბჭოთა დიეტა, რომელიც 60 წელზე მეტია მამაკაცებს და ქალბატონებს წონის სტაბილურ კლებაში ეხმარება.

2051

მაგიდა № 8 დაბალკალორიული დიეტაა, რომელიც სტრესის და შიმშილობის გარეშე 21 დღეში 6-8 კგ-ის დაკლებაში დაგეხმარებათ. მას ჭარბი წონის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე ადამიანებს უწერენ. ამასთან პროგრამა გამოადგება ყველას, ვისაც ცოტა დაკლება და მადის დაქვეითება სურს.

სამკურნალო მაგიდა № 8 საბჭოთა კავშირის დროს, 60 წლის წინ დიეტოლოგმა მანიულ პევზნერმა შექმნა. ამ დიეტის „სიძველემ“ არ შეგაშინოთ. მას შემდეგ ჯანსაღი დაკლების პრინციპები არ შეცვლილა. თქვენ წონაში იკლებთ, თუ უფრო მეტ კალორიას ხარჯავთ, ვიდრე მოიხმართ. თქვენ სუქდებით, თუ ყველაფერი პირიქით ხდება.

რას წარმოადგენა დიეტა „მაგიდა № 8“?

აი, სამკურნალო გეგმის რამდენიმე მთავარი პრინციპი:

1.დიეტა გთავაზობთ უარი თქვათ საკვებზე, რომელიც სწრაფად აითვისება და მადას ზრდის. ამ პროდუქტებს მიეკუთვნება შაქარი, ცხიმოვანი ცილები, სწრაფი ნახშირწყლები და ნახევარფაბრიკატები. მათ ნაცვლად მენიუს ბევრი უჯრედისი დაუმატეთ, რომელიც დანაყრების შეგრძნებას მოგცემთ.

2.ნებადართული პროდუქტები შეგიძლიათ მოხარშოთ, მოთუშოთ, გამოაცხოთ ან ორთქლზე მოამზადოთ.

3.დღიური კალორიების რაოდენობა – 1800 – 200 კალორიაა. ჭამის სიხშირე – დღეში 5-6-ჯერ მცირე პორციებით. ამასთან ყოველდღიურად მინიმუმ 1,5 ლ წყალი უნდა დალიოთ.

მაგიდა № 8: რა არ შეიძლება

კვების გეგმა გამორიცხავს:

  • ღორის ხორცს, სალას, ცხვრის ხორცს, ძეხვის ნაწარმს, ძროხის და „საექიმოს“ სოსისის გარდა, მაგრამ კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ.
  • კარაქში გამომცხვარი საკვები, მაკარონი, მანანის ბურღული, რძის ფაფა კარაქთან ერთად, გაპრიალებული ბრინჯი, ნახევრფაბრიკატი კოტლეტები, წვნიანები და პელმენები;
  • მარილიანი თევზი და ხიზილალა, მაიონეზი, მდოგვი, სოუსი ძმართან ერთად, მარილიანი ყველი, დამარინადებული ბოსტნეული;
  • შოკოლადი, ჯემი, ნაყინი, ნაყიდი წვენი და გაზიანი სასმელი, ძალიან ტკბილი ხილი (ყურძენი, ბანანი, ატამი, ნესვი, გარგარი);
  • ალკოჰოლი.

დიეტა გასუქების დროს: რა შეიძლება

აი, რომელი პროდუქტებისგან შეგიძლიათ სამკურნალო მენიუ შეადგინოთ:

  • ბოსტნეული. ახალი პომიდორი, კომბოსტო, გოგრა, კიტრი, ყაბაყი, მწვანილი. მესამედი ნედლი სახით უნდა მიიღოთ. კარტოფილი კვირაში მაქსიმუმ 2 ცალი, მოხარშული ან გამომცხვარი. მოხარშული ბოსტნეული და ჭარხალი დღეში მაქსიმუმ 200 გრ.
  • ხილი და კენკრა: კივი, საშუალო სიტკბოს მქონე ვაშლი, საზამთრო, მარწყვი, ხურტკმელა, ფორთოხალი, გრეიფრუტი.
  • უცხიმო ხორცი და თევზი. ქათმის და ინდაურის მკერდი, კურდღლის ხორცი, უცხიმო ღორის ხორცი, კაპარჭინა, ფარგა, კობრი, ვირთევზა. დღეში მაქსიმუმ 200 გრ.
  • წვნიანები. ქათმის ან ბოსტნეულის წვნიანი შეწვის გარეშე.
  • კვერცხი, მოხარშული ან ომლეტი, დღეში მაქსიმუმ 2 ცალი.
  • მარცვლეული. წყალზე მომზადებული ფეტვი, წიწიბურა და ქერი.
  • რძის პროდუქტები. უცხიმო რძე, ხაჭო, კეფირი, უტკბილო იოგურტი.

მაგიდა № 8: საჩვენებელი მენიუ ერთ დღეზე

პირველი საუზმე: 100 გრ უცხიმო ხაჭო და 200 გრ მოთუშული ბოსტნეული, უშაქრო ყავა ან ჩაი;

წახემსება: 150 გრ სალათი ახალი კომბოსტოთი, კიტრით და ზემოდან არაჟან მოსხმული;

სადილი: სამარხვო ბორში მარილის გარეშე ან ბარდის წვნიანი, 50 გრ ახალი (გაყინული) ან კონსერვი, 100 გრ უცხიმო მოხარშული ძროხის ხორცი. დესერტი – ვაშლი ან გრეიფრუტი.

სამხარი: 100 გრ ხაჭო 2 კოვზ კეფირთან და ერთ მუჭა კენკრასთან ერთად. 1 ჭიქა უტკბილო იოგურტი.

ვახშამი: 150 გრ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული თევზი, ბოსტნეულის რაგუსთან ერთად.

ღამით შეგიძლიათ 1 ჭიქა კეფირი დალიოთ და 1 ჩ/კ თაფლი შეჭამოთ.

კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია

1.ცხიმოვანი დაგროვების სწრაფად მოშორება რომ შეძლოთ, ეცადეთ სადილსა და ვახშამზე ნახშირწყლები არ მიიღოთ.

2.თუ გრძნობთ, რომ საუზმის მიღება გიჭირთ. დილის სალათა წყალზე მომზადებული ფაფით ჩაანაცვლეთ, ხოლო სადილზე მცირე პორცია გამომცხვარი კარტოფილი მიიღეთ.

3.კლასიკურ დიეტაში ასპარტამის სახით დამატკობებელი იყო რეკომენდებული, მაგრამ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ისინი მადას ზრდიან.

4.დიეტური მაგიდა № 8 „მატყუარა დღეებს“ არ შეიცავს, როცა საკუთარ თავს აკრძალული პროდუქტის მიღების უფლებას აძლევთ (მაგ., ჰამბურგერი).

5.კვების გეგმას ფიზიკური ვარჯიში შეუთავსეთ. იდეალური იქნება კვირაში  2-3 ძალოვანი და 1 კარდიო ვარჯიში (ცეკვები, სირბილი, იოგა ან ცურვა). სწრაფად დაღლის არ შეგეშინდეთ: თქვენი ახალი რაციონი უჯრედისით და ცილებით სავსეა, ანუ სისუსტე და შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ. ბონუსები: კიდევ უფრო მეტი ენერგია და გააქტიურებული მეტაბოლიზმი.

და ყველაზე მთავარი: იყავით პოზიტიური და თავდაჯერებული. 5, 10, 15 კგ-ის დაკლებაზე ოცნებობთ? ეს დიეტა სწორედ თქვენ გჭირდებათ. დიეტის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას და ცხოვრების და შემოქმედების სურვილს იგრძნობთ. არანაირი დაღლილობა, მტანჯველი შიმშილის გრძნობა და კურსის დასრულების შემდეგ დაკარგული კილოგრამების უკან დაბრუნება.

თუ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო, მეგობრებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს