წონაში რომ დაიკლოთ, არა მხოლოდ ყოველდღიურად მიღებული საკვების და კალორიების რაოდენობას უნდა მიაქციოთ ყურადღება, არამედ ამ საკვების ხარისხსს. ზოგიერთი პროდუქტის ნაერთი ნივთიერებათა ცვლის პროცესს ანელებს, მეორე კი აჩქარებს.
პროდუქტების სხვადასხვა კომპონენტები ერთმანეთში განსხვავებულად მოქმედებენ. შედეგი მათ ჰარმონიულ კომბინაციაზეა დამოკიდებული. გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ კომბინაციებს.
სწორი კვების რაციონი
1.ხორცი და შავი წიწაკა
ხორცი – ცილების წყაროა, რომელიც ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს. სანელებლები არა მხოლოდ მის გემოს ცვლის, არამედ მას უფრო სასარგებლოს ხდის.
წიწაკა მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, ცხიმის და ნახშირწყლების ბალანსში მონაწილეობას ღებულობს. ეს სანელებელი რაციონში აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ სპორტით ხართ დაკავებული და ბევრ ცხოველურ ცხიმიანი ცილოვან საკვებს ღებულობთ.
2.რძე და კურკუმა
სასმელი, რომელსაც „ოქროს რძეს“ უწოდებენ – პროტეინების კოქტეილის შესანიშნავი ალტერნატივაა. მას 40 გრ კურკუმასა და 100 მლ წყლისგან ამზადებენ. შემდეგ ადუღებენ. ურევენ, სანამ სქელ მასას არ მიიღებენ. უკვე შემდეგ მიღებული ნარევის 1 ჩ/კოვზს 1 ჭიქა მდუღარე რძეში ხსნიან.
კურკუმა ორგანიზმის დამჟავების პროცესს აფერხებს, რომელიც წონაში დაკლებას ხელს უშლის. ერთი სუფრის კოვზი კურკუმა 16% დღიური ნორმის რკინა და 26% დღიური ნორმის მანგანუმი, გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3 და ომეგა 6 შედის.
3.კვერცხი და წითელი წიწაკა
მსუბუქი ცილოვანი საკვები საუზმეზე ბოსტნეულთან ერთად უფრო კარგ ეფექტს ახდენს, ვიდრე რთული ნახშირწყლები. მის შემდეგ დანაყრებას უფრო გრძნობთ, ვიდრე პურის მიღების შემდეგ.
კვერცხი საუზმეზე დღეში 18%-ით ნაკლები კალორიის მიღებას ხელს შეუწყობს. ომლეტის და ტკბილი წიწაკის კომბინაცია ძალიან კარგია. ტკბილი წიწაკა მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ცხიმების დამჟავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.
4.გრეიფრუტი და თევზი
ჭამამდე 15 წუთით ადრე ნახევარი გრეიფრუტი შეჭამეთ ან ნახევარი ჭიქა ახალ დაწურული გრეიფრუტის წვენი დალიეთ. ასე თქვენი მოცულობა შემცირდება მაშინაც კი, თუ თქვენ მიერ მიღებული კერძის რაოდენობა იგივე დარჩება.
შემდეგ გადავიდეთ თევზზე – შეგიძლიათ ცილების მთავარი წყარო გახადოთ. ცილების გარდა, მასში შედის ბევრი B12 ვიტამინი, რომლის დაბალი დონე ზედმეტ წონას განაპირობებს.
5.შოკოლადი და ცხარე წითელი წიწაკა
შოკოლადი აირჩიეთ შავი, რომელშიც კაკაოს შემცველობა 80% მაინც არის. ასე მასში რძის, კაკაოს ზეთის, ან შაქრის სახით ბევრი დანამატი არ ექნება. წითელ ცხარე წიწაკასთან ერთად მწველი ნაკრები ხდება, რომელიც ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესს ააქტიურებს.
6.ხაჭო და ალუბალი
ხაჭოს მირთმევას ყოველთვის ხილთან ერთად გვირჩევენ. უმჯობესია ალუბალი გამოიყენოთ. ის მდიდარია ანტოციანებით, რომლებიც ზედმეტ ცხიმს აქრობს. ალუბლის წვენი კუნთებს ვარჯიშის შემდეგ აღდგენაში ეხმარება, ანთებით პროცესს აქრობს, A და C ვიტამინებით ამდიდრებს.
ხაჭოს მიღება ღამითაც შეგიძლიათ. რძის მჟავე პროდუქტის ცილა, რომელიც ორგანიზმში ძილის წინ ხვდება, შიმშილის გრძნობას აქრობს, მაგრამ გვერდებში არ მიდის.
7.კარტოფილი და პომიდვრის წვენი
საქმე ეხება ტკბილ კარტოფილს, რომელშიც უფრო ნაკლები სახამებელია, ვიდრე ჩვეულებრივში. მაგრამ კალორიების რაოდენობა მსგავსია. ის მდიდარია უჯრედისით, მისი მიღების შემდეგ შიმშილის გრძნობა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეგაწუხებთ. კარტოფილი ლიკოპინებით მდიდარ პომიდვრის წვენს შესანიშნავად ერწყმის. თუ ამ პროდუქტებს შეაერთებთ, ასე მხოლოდ ორგანიზმს სარგებელს მოუტანთ.
წონაში დასაკლებად სწორი კვების რაციონი გონივრულად და მეთოდურად უნდა შექმნათ. უმჯობესია ყველაფერი ჩაიწეროთ რის ჭამასაც აპირებთ, გამოთვალეთ კალორიების, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობა და თქვენს დღიურ ნორმას შეადარეთ.