რატომ არ უნდა იჩქაროთ ნაადრევი საზამთროს ყიდვა და მით უმეტეს გზატკეცილზე

2099

ნამდვილად შეიძლება თუ არა დროზე ადრე დამწიფებული კენკრით მოწამვლა?

რუსეთში დიდი ზომის კენკრის, საზამთროს მოყვანა გავრცელებულია. ამავე დროს, ყოველწლიურად სხვა ქვეყნებიდან საზამთროს შემოტანა ხდება. როგორც წესი, ჩვეულებრივ, ნაადრევი ჯიშები შემოაქვთ, რომელიც უფრო ადრე მწიფდება.

„მეზობლების დახმარების“ წყალობით წვნიანი, ტკბილი ნაყოფით შეგიძლიათ მთელი წელი ისიამოვნოთ. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ კენკრა „არა სეზონზე“ ზრდის სტიმულატორების და ნიტრატების მაღალი შემცველობის გამო ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ასეა სინამდვილეში?

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს საზამთრომ, რომლის ნაადრევად დასამწიფებლად ხელოვნური ზემოქმედება გამოიყენეს. ვადიმ პოპოვიჩი, ბიოლოგიური მეცნიერების დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეთვალყურეობის ექსპერტი ამბობს, რომ „მომწიფების“ დასაჩქარებლად ზოგიერთი საზამთროში შპრიცით შარდოვანას, ზოგჯერ თავად მფლობელის შარდს უშვებენ. ამ მოქმედებით საზამთრო წითელი ხდება, მაგრამ ღირს კი ასეთი საზამთროს მიღება.

ნაადრევი საზამთრო შემოაქვთ ტაილანდიდან, ეკვადორიდან, ბრაზილიიდან და ჩინეთიდან. ჩინური საზამთრო მყიდველებში დიდ ეჭვებს იწვევს. სპეციალისტებმა მათში არაერთხელ აღმოაჩინეს კადმიუმის ნაერთები, რომლებიც ღვიძლს და თირკმლებს აზიანებენ, მოწამვლას იწვევენ, ამიტომ მათ ხშირად ნაადრევი კრასნოდარის ჯიშად ასაღებენ.

სხვათა შორის, სელექციონერების წარმატება საშუალებას გაძლევთ, რომ ნაადრევი ჯიშები ადგილობრივ ბოსტნებში გაზარდოთ. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, კენკრა ნიტრატებს არ შეიცავს, ნიტრატომეტრი გამოიყენეთ. ნიტრატების დასაშვები დოზა – 60 მგ 1 კგ-ზე. კიდევ ერთი ხალხური მეთოდი საზამთროს ხარისხის შესამოწმებლად: წითელი რბილობის ნაჭერი 1 ჭიქა წყალში ჩადეთ. თუ 2 საათში წყალი გაწითლდება, გამოდის ის ქიმიით გავსებულია.

გაითვალისწინეთ, გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ სექტემბერში მოყვანილი საზამთრო ქიმიური შემადგენლობით უფრო კარგი იქნება, ვიდრე ივლისის საზამთრო. სწორედ ამიტომ, წვნიანი საზამთროს შერჩევას პასუხისმგებლობით მოეკიდეთ.

კატეგორიულად არ შეიძლება ნაადრევი საზამთროს გზატკეცილის მახლობლად შეძენა, რადგან მას თხელი ქერქი აქვს, რომელიც მძიმე ლითონის მარილებს და ვერცხლისწყალს სწრაფად იწოვს. ამასთან კენკრაში აზოტი გროვდება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შხამად, აზოტის მჟავად გარდაიქმნება.