სპეციალისტების რჩევა: როგორ შევამციროთ ტკივილის გაჩენის რისკი დიდხნიანი ჯდომის შემდეგ

1207

გერმანიის ჰემნიცკის ტექნიკური უნივერსისტეტის მკვლევარები გვთავაზობენ, შევამციროთ ხერხემლის ტკივილების გაჩენის რისკი, დიდხნიანი ჯდომის შემდეგ, სპეციალური თვითმასაჟის გამოყენებით. ზურგის ტკივილის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ 8 წუთი დაგჭირდებათ.

ზურგის ტკივილის გაჩენის ძირითადი მიზეზია ფიზიკური სავარჯიშოების უგულებელყოფა და ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს გაჩერება. სხეულის ასეთი მდგომარეობა იწვევს სხეულის გარკვეულ ნაწილზე დიდ ზეწოლას.

“იმისათვის, რომ კუნთების დაძაბულობა შეამციროთ, მჯდომარე მდგომარეობაში 4-5-საათიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, მეცნიერები გთავაზობენ შემდეგი სავარჯიშოს შესრულებას: ზურგით კედელთან დგომისას, მიეყრდენით მას, გაწიეთ ფეხები კინ და შეასრულეთ ზემოთ-ქვემოთ მოძრაობები, ასე გაიკეთეთ ზურგის მასაჟი.” – გვირჩევენ ექსპერტები.

59 მოხალისეს მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ჯგუფის მონაწილეები, რომლებიც მკვლევარების რეკომენდაციებს ასრულებდნენ და ზურგის თვითმასაჟს 8 წუთის განმავლობაში აკეთებდნენ, თავიდან იცილებდნენ მტკივნეულ შეგრძნებებს ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. ასევე, მდგომარეობის შემსუბუქება შეინიშნა იმ მონაწილეთა ჯგუფშიც, რომლებსაც კედელთან 8 წუთით დგომა დაავალეს.

მეცნიერები თვლიან, რომ ხერხემლის მოდუნება, ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალურია მძღოლებისთვის, ოფისის თანამშრომლებისა და მჯდომარე სამსახურის მქონე სპეციალისტებისთვის.