იდეალური მშობლის 5 ნიშანი და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის

315

მხარი, რომელზეც ყოველთვის შეგიძლიათ იტიროთ, იმედი, რომელსაც ეჭიდებით, მკაცრი გამოხედვა, რომელიც გაშეშებთ, მკაცრი შენიშვნა, შთამაგონებელი რწმენა და უპირობო სიყვარული – ამ ყველაფერს აერთიანებს ერთი, ყველასთვის ნაცნობი სიტყვა, „მშობელი“. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა მშობელი სამაგალითო დედა ან მამა არაა.

არიან ისეთები, რომლებიც საკუთარ თავს აშკარად არ აფასებენ. ამას ბრიტანელი მეცნიერების კვლევაში ვკითხულობთ. მათ კარგი მშობლის ძირითადი პრინციპები გამოავლინეს. Vivien გთავაზობთ გაარკვიოთ, როგორი უნდა იყოს შვილების ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება და როგორ აღზარდოთ ისე, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიაყენოთ.

იდეალური მშობლები: როგორები არიან

დედა და მამა არიან ქორები, რომლებიც ფრთებს შლიან, რომ შვილები ყველა შესაძლო წარუმატებლობისა და პრობლემისგან, ტანჯვისა და ტკივილისგან დაიცვან. საკუთარ თავს არ ზოგავენ, რომ შვილიდან ღირსეული და თავდაჯერებული პიროვნება გაზარდონ. ეს ვალია, რომელსაც არავინ და არასდროს აბრუნებს. შვილების მიმართ სიყვარული ხომ უსაზღვროა.

იყო კარგი მშობელი მარტივი საქმე არაა. ზოგჯერ უფრო ძნელია, ვიდრე სიზიფეს მისია, ქვა მთის წვერზე აიტანოს. ნებისმიერი უყურადღებოდ ნათქვამი სიტყვა ან გაუფრთხილებელი ქცევა ბავშვის ცხოვრებაში ღრმა კვალს ტოვებს. თანამედროვე მშობელმა უნდა იპოვოს ბალანსი კეთილგანწყობასა და სიმკაცრეს, ნერვიულობასა და ზრუნვას, სიყვარულსა და გათავისუფლებას შორის.

იდეალური მშობლის 5 წესი

როგორც ძველად ამბობდნენ: „ღმერთი ყველგან ყოფნას ვერ ასწრებს, ამიტომ მშობელი შექმნა“. იდეალურია, თუ თითოეული მშობელი იქნება კარგი მრჩეველი, მკაცრი მასწავლებელი და საიმედო მეგზური. გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

ქება

ქება ბავშვის აღზრდაში ერთ–ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია. წამყვანი ფსიქოლოგები ჟურნალთან The British Psychological Society ერთად მშობლების წყვილებს და მათ შვილებს 28 დღე აკვირდებოდნენ. სპეციალისტები ყოველდღე აფიქსირებდნენ ქების რაოდენობას, რომელსაც მშობელი თითოეულ ბავშვს ეუბნებოდა, შემდეგ ბავშვის ქცევას აკვირდებოდნენ.

ბავშვები, რომელთაც დღეში 5–ჯერ აქებდნენ, გამოირჩეოდნენ სტრესის მიმართ მაღალი გამძლეობით და მყარი ნერვებით. ექსპერიმენტის ავტორი დაუღალავად ამტკიცებს, რომ მშობლებს შვილების შექება არაფერი უღირს, მაგრამ ასეთი ქების შედეგს ყველა მოლოდინის გადაჭარბება შეუძლია. მართალია, ფსიქოლოგების ნაწილი აზუსტებს, რომ ქება სამართლიანი და გამართლებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ფსიქიკას დიდ ზიანს მიაყენებს.

თანამიმდევრობა

კალიფორნიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მშობლების ნებისმიერი მოქმედება შვილის ტვინის განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ამას 15 წელი ლაბორატორიულ ვირთხებზე და ადამიანებზე დაკვირვებით სწავლობდნენ. დედ–მამის პროგნოზირებადი და თანმიმდევრული ქცევა ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პირობა გახდა. მაგალითად, წაქცეული ბავშვი ელოდება, რომ მაშინვე დაამშვიდებენ და ჩაეხუტებიან. თუ ეს არ მოხდა, ბავშვის ტვინში ემოციური განყოფილება არასწორად ფუნქციონირებას იწყებს. ასეთ ბავშვს ზრდასრულ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური გადახრა ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება შეიძლება გამოუვლინდეს.

წარმატებაზე ფოკუსირება

აი, ჰარვარდის ექსპერტებმა გამოკვეთეს მშობლების ნიშნები, რომელთაც წარმატებული პიროვნების გაზრდა შეუძლიათ. ფსიქოლოგებმა დახმარებისთვის მეტნაკლებად წარმატებული სტუდენტების მშობლების მიმართეს. მათი აღზრდის ასპექტები გაანალიზეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წარმატებაზე ფოკუსირებული ბავშვის აღზრდა რთული არაა. პირველ რიგში, დედ–მამა ბავშვის სწავლის პროცესში მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს. მეორეც, მშობლები შვილებისთვის „ახლის აღმომჩენი“ უნდა გახდნენ. ერთად იმოგზაურეთ სხვადასხვა ქვეყანაში, იარეთ გამოფენებსა და მუზეუმებში, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში.

მეგობრული ურთიერთობა

ბავშვთან ფილოსოფიურ თემებზე საუბარი, ასევე კეთილშობილების და სიკეთის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. ასწავლეთ ბავშვებს სხვების პატივისცემა, სუსტების დაცვა და გაჭირვებულების დახმარება. შენიშნეთ, რა მოსწონს ბავშვს და ნელ–ნელა მის განვითარებაში დაეხმარეთ. გახდით ნავიგატორი ბავშვის ცხოვრებისეულ გზაზე და საჭირო მხარეს ნაზად მიმართეთ.

რწმენა და ნდობა

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობისთვის. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ: შვილებს უნდა ენდოთ, ასევე გრამი ეჭვის გარეშე მისი ოცნებების გწამდეთ. მხოლოდ რწმენა ეხმარება ბავშვს ადეკვატური თვითშეფასების, თავდაჯერებულობის და საკუთარი ძალების რწმენაში. თუ ბავშვებმა იციან, რომ სახლში მისი სჯერათ და ესმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაღაც ამორალური ჩაიდინოს. როგორც ხედავთ, შვილებისადმი ნდობას აქვს მთელი რიგი უპირატესობა, მათ შორის მშობლებთან ღრმა სიბერემდე ძლიერი კავშირია.

ცოცხალი „ჩართული“ კომუნიკაცია ოჯახურ ურთიერთობებში დიდ როლს თამაშობს. მშობლები შვილებისთვის ყოველთვის აქტიური, ბრძენი და მახვილგონივრული თანამოსაუბრეები უნდა იყვნენ. ნამდვილად კარგი დედა და მამა საყვედურებით და უარით არ განისაზღვრება. თუნდაც ბავშვის მოთხოვნებს არ ეთანხმებოდეთ, მშვიდი და გონიერი იყავით, რომ გამოხატოთ ზრუნვა უნდობლობის პირდაპირი დემონსტრირების გარეშე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს