გახდომის პრობლემა: როგორ გიშლით ხელს ფარისებრი ჯირკვალი

0
396

ჰიპოთირეოზი – ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირვალი წარმოქმნის საჭიროზე ნაკლებ ჰორმონს. ხოლო ეს ჰორმონები ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის: ისინი ეხმარება ფუნქციონირებასა და რესურსების სწორად განაწილებაში, მათ შორის, მეტაბოლიზმის დარეგულირებაშიც. რაც უფრო ნაკლებია ჰორმონი, მით უფრო ნელია საჭმლის მონელება.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპოთირეოზის მდგომარეობაში წონის დაკლება შეუძლებელია. უბრალოდ საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა:

1. საჭიროა დიაგნოზი

თუ შეამჩნიეთ, რომ სწრაფად იღლებით, თვალსაჩინო მიზეზის გარეშე იმატებთ წონაში, მგრძნობიარე გახდით სიცივის მიმართ, გაქვთ ციება, მიმართეთ ენდოკრინოლოგს და ჩააბარეთ მის მიერ დანიშნული ანალიზები. გამოგიწერენ წამლევს, რომლებიც აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ დონეს. თავს უკეთად იგრძნობთ და გახდომის პროცესიც დაჩქარდება. სამწუხაროდ, დაავადების გამო დაგროვილი კგ-ები თავისით არ გაქრება, თუმცა მათი მოშორება შესაძლებელი იქნება.

2. დაკავდით სპორტით

ფარისებრის ჰორმონები კუნთებზეც ახდენს გავლენას. ჰიპოთირეოზის დროს, მათი გავარჯიშება რთული ხდება. სასურველია, ძალოვანი სავარჯიშოებით კვირაში 2-3-ჯერ დაკავდეთ და ჩართოთ კუნთების ყველა ძირითადი ჯგუფი. მნიშვნელოვანია კარდიოსავარჯიშოებიც: სირბილი, ველოსიპედი, ცურვა.

3. მიიღეთ მეტი ცილა

კუნთებისთვის ცილა უმნიშვნელოვანესია, იგი თავს უკეთ გვაგრძნობინებს ჰიპოთირეოზის დროს. რეკომენდებული დღიური დოზაა 1.2-1.5 გ ცილა წონის ყოველ 1 კგ-ზე. არ დაგავიწყდეთ სწორი კვების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტების შესახებაც.

4. შემოწმდით ექიმთან

ეს არამხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ პროცესი შეაფასოთ, არამედ იმისთვისაც, რომ შეიცვალოს გამოწერილი წამლების დოზები, თუ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი