ბავშვის კრეატიული აზროვნების განვითარება შეუძლებელია წიგნების კითხვის, სასწავლო ვიდეობის ყურების და თავსატეხების ამოხსნის გარეშე. ამოცანა უნდა იყოს მრავალფეროვანი, რომ ტვინის სხვადასხვა ნაწილი გააქტიუროს. ასე ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვას შეძლებთ, რაც განვითარების სამოქმედო გეგმის დასახვაში დაგეხმარებათ.
Vivien რამდენიმე საინტერესო ამოცანის ამოხსნას გთავაზობთ. აქ ყურადღებიანობის დემონსტრირება როგორც ბავშვს, ასევე მშობლებს (ან ბებია–ბაბუას) შეუძლიათ. რამდენიმე წუთი თქვენს და თქვენი ახლობლების სასარგებლოდ დახარჯეთ.
კრეატიული აზროვნების განვითარება
1. პირველ ამოცანაში სურათზე გამოსახულია იდენტურ წყვილები. მათ შორის ერთი სხვებისგან გამოირჩევა. საკმაოდ მარტივი ამოცანაა. მასზე 30 წამზე მეტი არ დახარჯოთ.
2. მეორე ამოცანაში მხედველობის დაძაბვა მოგიწევთ, რომ სურათზე ფუტკარი იპოვოთ. ყვავილების სიმრავლის და სხვადასხვა ცხოველის არსებობის გამო მფრინავი მწერის აღმოჩენა რთულია. 40 წამი საკმარისი უნდა იყოს. უფრო სწრაფად გამკლავება სცადეთ.
3. და ბოლოს, ორ სურათს შორის განსხვავებები იპოვეთ. აქ გამოსახულია მრგვალლოყება მეთევზე, რომელმაც ყოველგვარი სიკეთე დაიჭირა, თუმცა თევზი არ ჩანს. ალბათ, ამიტომ გამოიყურება ასე უკმაყოფილოდ. ყველა განსხვავების პოვნა სცადეთ. რამდენი იპოვეთ?
მინიშნებები და პასუხები
1. მეორე ჰორიზონტალურ რიგში მარცხნიდან მეოთხე წყვილი განსხვავებულად გამოიყურება. თითქოს განსაკუთრებულნი არიან. თუ დააკვირდებით, განსხვავებას ადვილად შეამჩნევთ. საინტერესოა, თუ იპოვეთ განსხვავებული წყვილი 30 წამში.
2. ყვითელ ყვავილებს შორის ყვითელი ფუტკრის პოვნა მარტივი არაა. თუ დაკვირვებული ხართ, ადრე თუ გვიან მწერს იპოვით. საინტერესოა, მითითებულ დროში ფუტკრის პოვნა მოახერხეთ თუ უფრო მეტი დრო დაგჭირდათ.
3. ამოცანის შემდგენელი აცხადებს, რომ აქ 12 განსხვავებაა. ჩვენ მხოლოდ 10 ვიპოვეთ. იქნებ, უკეთ შეძლოთ და იპოვოთ ის, რაც ვერ დავინახეთ.
ხშირად ამოხსენით თავსატეხები, სადაც ყურადღებიანობის გარდა საზრიანობაც უნდა ჩართოთ. ტვინის სავარჯიშოდ და კრეატიული აზროვნების გასავითარებლად სასარგებლოა.