– ბებო, შეიძლება შენთან დავრჩე? მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია – თქვა სლუკუნით დიანამ.
– რა თქმა უნდა, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი, – ტკბილად უპასუხა ვარდომ და შვილიშვილს ჩაეხუტა. – ისევ გაგანაწყენა?
– გულს მტკენს, – ამოიოხრა დიანამ. – დედა უფლებას არ მაძლევს, რომ დავშორდე, რადგან მის მშობლებთან ჩხუბი არ უნდა. ამის გაძლება აღარ შემიძლია.
ვარდოს თავისი რძალი, დიანას დედა არ უყვარდა. ცივი და ანგარებიანი ქალი იყოს. პირადი მოგება და ბაქიაობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გრძნობები. განსაკუთრებით, სხვისი. დიანაც აიძულა ლევანს გაჰყოლოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მამა მაღალ თანამდებობაზეა.
– ლევანი გცემს? – ჰკითხა ვარდომ.
– მცემს – ატირდა დიანა.
– იცის დედ–მამამ? – ფრთხილად იკითხა ბებიამ.
– იციან.
– იციან და წამოსვლის უფლებას არ გაძლევენ? – გაუკვირდა ბებიას.
– ასეა. ამბობენ, თუ მივატოვებ, ნაცნობების წინაშე შევრცხვები. მათი თქმით, თავად ვარ დამნაშავე. უფრო დამთმობი უნდა ვიყო. როგორ ვიყო ლმობიერი, თუ თავად არის ბოროტი და სასტიკი? მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია.
– არ შეგიძლია და არ იცხოვრო, – ბებიამ თმაზე ხელი გადაუსვა. – ჩემთან დარჩი. დედ–მამას დაველაპარაკები.
– რას ნიშნავს ქმარი მიატოვა? – აყვირდა ნელი, როცა ვარდომ დაურეკა. – სასწრაფოდ დაბრუნდეს!
– ნუ ყვირი, – უხეშად მოუჭრა ვარდომ. – დიანა არსად არ წავა.
– იცით, რამდენი დავხარჯეთ ქორწილზე? – ემოციურად ლაპარაკობდა რძალი. – პატივსაცემი ოჯახი ჰყავს, ის მხოლოდ გვარცხვენს.
– ეს შენ გვარცხვენ და ჩვენ გითმენთ, – უპასუხა ვარდომ. მორჩა, შენთან საუბარი მომბეზრდა. ჩემი უკვე გაიგე.
ვარდომ ტელეფონი გამორთო. გაბრაზებულმა ნელიმ ტელეფონი კედელს მიახეთქა და დედამთილი უხამსი სიტყვებით გამოლანძღა. ვარდომ მაშინვე შვილს დაურეკა:
– იცოდი, რომ ეს ნაძირალა დიანას სცემს? – მკაცრად ჰკითხა შვილს.
– ზუსტად არ ვიცოდი. იქნებ დიანა იგონებს.
– ახლა სერიოზულად ამბობ თუ სულელის რეჟიმი ჩართე? – ხმას აუწია ვარდომ. – შენს ქალიშვილს ქმარი სცემს და შენ კი რაღაცას ბურტყუნებ?
– რა უნდა გავაკეთო? მისი ქმარია.
– სახე უნდა აახიო! – იყვირა ვარდომ. – ისე, მთელი ცხოვრება რომ ახსოვდეს, როგორია ჩვენი დიანას წყენინება. უნდა იცოდეს, რომ დიანა ობოლი არაა და დამცველი ჰყავს.
– არ ჩაერიო. თავად მოგვარდებიან. – გაღიზიანებული პასუხობდა შვილი.
– ყველაფერი გასაგებია. თქვენი კეთილდღეობის გამო ქალიშვილი გაწირეთ.
2 დღის შემდეგ ვარდოს მთელი დელეგაცია ეწვია. დიანას ქმარი და მშობლები.
– დიანა დაუყონებლივ უნდა დაბრუნდეს ქმართან! – შემოსვლისთანავე განაცხადა ნელიმ.
– დიანა ვალდებული არაა! თქვენი საერთოდ არ მესმის. ის თქვენი შვილია, მაგრამ ისე იქცევით, თითქოს უცხო იყოს. ასეთი რა მშობლები ხართ?
– ეს თქვენი დამღუპველი გავლენაა – დაადანაშაულა რძალმა. – არ ვაპირებ, მისი ახირებების გამო ბატონ გრიგოლთან ურთიერთობა გავიფუჭო.
– ჯერ გრიგოლმა შვილს ასწავლოს, რომ დაუცველ გოგოზე ხელის აწევა არ შეიძლება – უპასუხა ვარდომ და ლევანს თვალს არ აშორებდა.
ლევანმა თვალები დახარა, ხოლო ნელიმ სიძის დაცვა დაიწყო:
– ძლიერ არ დაურტყამს. და საერთოდ, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა.
– შენც ასე ფიქრობ? – ჰკითხა ვარდომ შვილს.
– დედა, თავად მოგვარდებიან. უბრალოდ დიანა ძალიან მგრძნობიარეა. უნდა შეიცვალოს.
ვარდომ ვაჟს სახეში მთელი ძალით დაარტყა. შემდეგ ლევანს და ნელის გადაწვდა. სამივე გაოგნდა, ხოლო ვარდომ უთხრა:
– ეს სიყვარულით. ასე ვხუმრობ. რა არ მოგწონთ? გეწყინათ? უბრალოდ წყენია ხართ. სახლში წადით და ხასიათი შეიცვალეთ.
ვარდომ კარი გააღო და დელეგაცია გაისტუმრა.
– წადით, წადით. ეს ნაძირალაც წაიყვანეთ. მამამისს გადაეცით, რომ შვილი უკეთ აღზარდოს. შენ კი, ნელი, გრიგოლის ფეხქვეშ გაგება ასე ძალიან თუ გსურს, მის შვილზე თავად დაქორწინდი.
– ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ სახლში! – ყვირილით ჩადიოდა ნელი კიბეზე.
– ძალიანაც კარგი. რძალი დიდი ვერაფერი იყავი და დედა მთლად საზიზღარი ხარ.
კარი მიიხურა, შვილიშვილს, რომელიც მთელი ეს დრო ოთახში იმალებოდა და გამოსვლის ეშინოდა, უთხრა:
– დიანა, შენი უფლებების დაცვა ისწავლე. ცხოვრებაში კიდევ ბევრი გამოჩნდება, ვინც გაწყენინებს. სხვისთვის ცხოვრება კი დაღს დაგისვამს. მადლობას მაინც არავინ გეტყვის.