ალექსანდრე მიასნიკოვი: მადა ძაღლივითაა, დამორჩილების უფლება არ მისცეთ. საკუთარი თავი წესრიგში მოიყვანეთ და სხვებს დაეხმარეთ

1318

ხშირად დაფიქრებულხართ, რომ დროა ფორმებს მიხედოთ? „დილით განტვირთვის ვარჯიში და სწორი კვება მაინც უნდა დავიცვა…ორშაბათიდან ან მომავალი კვირიდან დავიწყებ, როცა ასეთი დაკავებული არ ვიქნები“ – საკუთარ თავს ეუბნებით, მაგრამ საბოლოოდ გავიწყდებათ და კვლავ გახსენების შემდეგ ფიქრობთ, თუ ადრე რატომ არ დაიწყეთ.

„ახლა ის წლებია არაა და საქმეც თავზე საყრელია… როგორ მივაღწიოთ კარგ ფორმებს ასეთ პირობებში? – ამბობთ თქვენ და კიდევ ერთხელ ღრმად ხვნეშით.

თუ მსგავსი ფიქრები გაწუხებთ, „ვივიენი“ ყველა ეჭვს გაგიქრობთ და გაჩვენებთ, რომ კარგი განწყობის და შესანიშნავი ფიზიკური ფორმის ქონას ნებისმიერ ასაკსა თუ დატვირთვის პირობებში შეძლებთ.

„ვივიენი“ ექიმი ალექსანდრე მიასნიკოვის მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლოს გიზიარებთ, როგორც მაგალითს, რომ ჯანმრთელობის, მხნეობის და ამაღლებული განწყობის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მთავარია სურვილი გქონდეთ.

რა უნდა გააკეთოთ, რომ ჯანმრთელი იყოთ

65 წლის მიასნიკოვი თავს 30 წლის მამაკაცივით გრძნობს და ასეც გამოიყურება. მან საკუთარი თავისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიმუშავა და დღემდე იცავს. როცა ნახა, რომ რომ მეთოდი ნამდვილად მუშაობს, ექიმმა გადაწყვიტა, რომ სხვებსაც გაუზიაროს, ვისაც სურს იყოს ჯანმრთელი, წარმატებული და ცხოვრების თითოეული წამით დატკბეს როგორც 30, ასევე 60 და 90 წლის ასაკში.

ბავშვობიდან გვესმის, რომ საკუთარი თავი ისეთი უნდა შეიყვაროთ, როგორც არის. უდაოდ, იმის გაცნობიერება, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს, საკუთარი ძალების და სუსტი მხარეების ცოდნა, საკუთარი თავის მიღება ჯანსაღი და სრულყოფილი არსებობისთვის აუცილებელია. თუმცა მიასნიკოვი მიიჩნევს, რომ ზარმაცი საკუთარი თავის სიყვარული არ ღირს, რომელიც ყოველთვის ეძებს გამართლებას, არ შეუძლია ორგანიზება და საჭირო დროს საკუთარი თავის ხელში აყვანა.

ამის ნაცვლად გირჩევთ, საკუთარი თავის შეცოდებას შეეშვათ და მცირე უსიამოვნების გამო არ იწუწუნოთ. ექიმი გირჩევთ ყველგან ფიზიკური დატვირთვა იპოვოთ, რომ მუდმივად ფორმის შენარჩუნება შეძლოთ. მისი აზრით, ფიზიკური აქტივობა ცხოვრების წესი უნდა გახდეს, სადაც ვარჯიშები ავტომატურად ყოველგვარი შეხსენების გარეშე სრულდება. საფეხურებსა და ლიფტს შორის საფეხურები აირჩიეთ, დილით ყავის ნაცვლად 1 ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ, ხოლო თუ საინტერესო ტოქშოუს ყურება გსურთ, უყურეთ დამჯდარმა და არა დივანზე წამოწოლილმა.

„ყოველთვის გახსოვდეთ ერთი უდაო ჭეშმარიტება: ფიზიკური ვარჯიშისთვის დრო ყოველთვის საკმარისად გაქვთ! ოჯახის და სამსახურის ნებისმიერი პირობის დროს. თუ არ გყოფნით, ანუ საკუთარ თავზე მუშაობა სერიოზულად არ გადაგიწყვეტიათ! დღეში რამდენჯერმე 10 წუთის გამონახვა გიჭირთ? – არ გამაცინოთ!“ – ამბობს ალექსანდრე.

ასევე საკუთარი თავის გაკონტროლება და გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანია. უარი თქვით მასზე, რაც სიამოვნებას განიჭებთ, თუ ეს ორგანიზმს ზიანს აყენებს. გააკეთეთ ის, რაც არ გსურთ ან არ შეგიძლიათ, თუ ეს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. ნებისმიერი შებოლილი ძეხვის ჭამის სურვილი გადალახეთ და ამის ნაცვლად ვაშლი ან სტაფილო შეჭამეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჯდომაზე უარი თქვით, რადგან სამსახურამდე ჩვეული ხუთი გაჩერება შეგიძლიათ დამდგარმა გაიაროთ და ნების გარდა სხვა არანაირი ძალა არ დახარჯოთ.

დგომას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ, ირგვლივ მყოფი ხალხისთვის მაგალითი იყავით, ისე მოიქეცით, თითქოს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ. ასე უფრო თავდაჯერებული გახდებით. მიასნიკოვი განმარტავს, რომ ძლიერი ნებისყოფის გარეშე სხეულის ვერ გააძლიერებთ.

ყველაზე მთავარია განწყობა, რომლითაც საქმის კეთებას უდგებით. სიხარულისთვის მცირე საბაბიც კი საკმარისია. საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან გადართვა და რაღაც კარგზე კონცენტრირება ისწავლეთ, რომ მომავალი განვითარებისთვის მოტივაცია არ დაკარგოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.