თითქოს თაფლი გისვიათ: 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიზიდავთ ტოქსიკურ ადამიანებს

0
675

ცოტა ხნის წინ, დაქალთან საუბრისას ასეთი ფრაზა გავიგონე: “რატომ ვიზიდავ ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც განწყობას მიშხამებენ, ძალებს მართმევენ და მაწყენინებენ? ყოფილი ქმარი იყო და – ნარცისი, კოლეგა – მუდმივად ტვინს მიბურღავს საკუთარ პრობლემებზე საუბროთ. რამდენი ადამიანია ასეთი ჩემ ირგვლივ… თითქოს თაფლი მესვას.”

არადა, მართლა არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობის შემდეგაც თავს ისე გრძნობთ, თითქოს მთლიანად გამოგფიტეს. თუ კონკრეტულად ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, ბევრ ისეთ ადამიანსაც შევხვედრივართ, რომლებსაც ფანტასტიკურებად ვთვლიდით, საბოლოო ჯამში კი ხელში ნაძირალები გვრჩებოდა.

არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც კარგი და ჭკვიანი გოგონები ტოქსიკურ ბიჭებს იზიდავენ და დროა, თქვენც გაიგოთ ამ მიზეზების შესახებ. ეს არამხოლოდ ცხოვრების თანამგზავრს, არამედ მეგობრებსა და ნაცნობებსაც ეხება.

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები, რომლებსაც იზიდავთ, თქვენ გგვანან? და თუ გარშემო ტოქსიკური ადამიანები გახვევიათ, ამაში თვენი დიდი ბრალიც დევს.

რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს სპეციალურად არავინ ეძებს. თუმცა, ენერგია, რომელსაც თქვენ ასხივებთ, ტოქსიკურ ადამიანებს იზიდავს. შეიძლება თუ არა ამის შეჩერება?

როგორ შევცვალოთ ცხოვრება ერთ კვირაში

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 5 მიზეზს იმისა, თუ რატომ იზიდავთ ტოქსიკურ ადამიანებს ცხოვრებაში. ეს სასარგებლო რჩევები გამოცდილი ფსიქოლოგის მიერაა შედგენილი.

1. ძალიან კარგი და მოსახერხებელი

თქვენ აფასებთ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი აზრი, გრძნობები გააჩნია, ამაყობთ იმით, რომ ასეთი გამგებიანი და თანამგრძნობი ხართ.

თუმცა, იმდენად თანამგრძნობი ხართ, ხშირად, სხვის მიუღებელ საქციელს ამართლებთ ან ეგუებით იმას, რაც ნათლად არასწორია, მხოლოდ იმიტომ, რომ “კარგად” დარჩეთ სხვის თვალში. ეს სერიოზული პრობლემაა და მოეშვით ყველასთვის კომფორტის შექმნას.

2. დანაშაულის გრძნობა

ვერ იშორებთ დანაშაულის შეგრძნებას? გარშემო ყველას მოეძებნება ტოქსიკური ადამიანი, რომელიც ცდილობს მის გარშემომყოფთა გამოწვევას. ხშირად, ისინი იმდენად ახლოს არიან, რომ ცხოვრების გარკვეულ მომენტებში აღწევენ კიდევაც მიზანს.

ასეთ ადამიანებს სხვებში დანაშაულის ღრმა გრძნობის გამოწვევა შეუძლიათ. ასე მათ უმარტივდებათ დომინირება. მსხვერპლი ივსება ნეგატიური ემოციებით და თავს თვლის წარუმატებელ უსარგებლო ადამიანად.

ადამიანი, რომელიც დანაშაულის გრძნობას განიცდის, და მანიპულატორი, რომელიც ამ გრძნობას იწვევს მასში, ურთიერთკავშირში არიან. გაწყვიტეთ ეს წრე, მოეშვით პროვოკაციებზე წამოგებას. ამისთვის სიტუაციას სხვა მხრიდან უნდა შეხედოთ და გაიგოთ, რომ საქმე ტოქსიკურ ადამიანთან გაქვთ.

3. დაბალი თვითშეფასება

ხანდახან გრძნობთ, რომ სიყვარულს არ იმსახურებთ. რა თქმა უნდა, გესმით, რომ კარგად გამოიყურებით, ლამაზი ფიგურა, ბევრი ნიჭი გაქვთ, საინტერესო საუბრის დაწყებაც შეგიძლიათ, იცით რამდენიმე ენა და მოსწონხართ მამაკაცებს. თუმცა, ხანდახან თავში მაინც გაქვთ პარანოიდული აზრები იმის შესახებ, რომ სიყვარულს არ იმსახურებთ.

ეს წარსული წარუმატებლობები გითრევთ ეჭვების მორევში, რომლის ფსკერზეც დაბალი თვითშეფასება, ტოქსიკურ ადამიანთან ქორწინება და დეპრესიაა. იცით, რომ რეალურად ამას კი არა, ძალიან ბევრს იმსახურებთ.

4. სხვისი ადამიანები

გეყოფათ თავის მოტყუება და ისეთი ურთიერთობის ან მეგობრობის წამოწყება, რომლებსაც თავიდანვე დიდი დრო არ უწერია. ხედავთ, რომ ადამიანი განსხვავდება შეხედულებებით, პრიორიტეტებითა და ცხოვრებისეული ხედვით, მასთან კონტაქტისას კი სულს კატები გიკაწრავენ – წადით! აქედან კარგს ვერაფერს მიიღებთ. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ იგი ასეთ ადამიანებს დაახარჯოთ.

5. მთელი თავის გაცემა

არაფერია ცუდი იმაში, თუ ურთიერთობაში საკუთარი თავის 100%-ს ჩადებთ, თუ მისგან ამდენივეს იღებთ პასუხად. როცა მეტისმეტად ადრე იწყებთ წელში მოტეხვას, მამაკაცზე მორგებას, ის კი იმავეთი არ გპასუხობთ, რისკავთ იმით, რომ შეიძლება გამოგიყენონ.

დარწმუნდით, რომ ამ ყველაფერს გამოასწორებთ და ტოქსიკური ადამიანებიც თქვენი ცხოვრებიდან უკვალოდ გაქრებიან. ნუ მისცემთ სხვას უფლებას, თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი