ქათმის სალათის შემდეგ ტკბილეულის მოთხოვნილება აღარ მაქვს: ასე გახდომა გაცილებით მარტივია

1793

გემრიელად ჭამა ვის არ უყვარს. როცა საუბარი დიეტას ეხება, ჩვენ ვაწყდებით აკრძალული, მაგრამ გემრიელი პროდუქტებით სავსე გრძელ სიას. ცხიმიანი, შეწვარი კოტლეტების ჩანაცვლება მოხარშული ხორცით გვიწევს, ცხელი, საყვარელი ფასტფუდის ნაცვლად კი მაცივარი მწვანილით ივსება. თუმცა, კვება ნებისმიერ შემთხვევაში სწორი და სრულყოფილი უნდა იყოს, რათა ჯანმრთელობა და ენერგია შეინარჩუნოთ.

ვიტამინური და მსუყე სალათი ქათმის ფილეთი შეუძლებელია, უგემური გამოვიდეს, წელი კი ამ კერძისთვის მადლობას გადაგიხდით რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. მთავარია, კარტოფილი არ შემოგეწვათ.

გემრიელი სალათა ქათმის გულმკერდით

ჩვენ ვიცით, რა ძლიერად უტევს ადამიანს ჭამის სურვილი დიეტის დროს, თუმცა, ნუ მისცემთ შიმშილს თქვენი შეცდომაში შეყვანის უფლებას. გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს სალათისა, რომელიც კუჭსაც დაანაყრებს და ფიგურასაც მოუფრთილდება.

ინგრედიენტები

  • 300 გ ბროკოლი
  • 500 გ ქათმის ფილე
  • 150 გ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • 150 გ ყველი ბრინზა
  • 0.5 ჩ.კ. მდოგვი
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაასხით ქვაბში წყალი, მოაყარეთ მარილი და მოხარშეთ მასში ქათმის ფილე მომზადებამდე(30-40 წუთი).

2. სხვა ქვაბში აადუღეთ წყალი და მოათავსეთ მასში ბროკოლი. ნუ ჩაასხამთ ბევრ წყალს – ის მხოლოდ კომბოსტოს უნდა ფარავდეს. ხარშეთ ბოსტნეული 8-10 წუთით. შეგიძლიათ გაყინული ბროკოლი გამოიყენოთ – 10-12 წუთით იხარშება.

3. შესაზავებლად შეურიეთ სოიოს სოუსი, მდოგვი და არაჟანი, დაუმატეთ პილპილი გემოვნებით. ასეთი სოუსი კერძს წვნიანსა და პიკანტურს გახდის, მის გარეშე სალათი მშრალი გამოვა. მარილს ნუ დაუმატებთ – სოიოს სოუსი და ბრინზა საკმაოდ მარილიანია.

4. დაჭერით ბროკოლი წვრილად, ხოლო ქათმის ფილე გაწიწკნეთ.

5. დაჭერით ბრინზა კუბებად.

6. გარეცეთ და დაჭერით მწვანე ხახვიც.

7. ღრმა თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და შეაზავეთ სოუსით.

გემრიელად მიირთვით!

P.S. თუ დიეტაზე ხართ, ბროკოლი აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში და გახდომის პროცესიც შესამჩნევად აჩქარდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს