რატომ უნდა შეიღებოთ წამწამებს შორის: ვიზაჟისტმა ქალის მიერ მაკიაჟში დაშვებული ყველაზე მთავარი შეცდომის შესახებ გვიამბო

1753
რატომ უნდა შეიღებოთ წამწამებს შორის: ვიზაჟისტმა ქალის მიერ მაკიაჟში დაშვებული ყველაზე მთავარი შეცდომის შესახებ გვიამბო
რატომ უნდა შეიღებოთ წამწამებს შორის: ვიზაჟისტმა ქალის მიერ მაკიაჟში დაშვებული ყველაზე მთავარი შეცდომის შესახებ გვიამბო

ქალებმა იციან, რომ თვალი ცდუნების იარაღია. სწორედ ამიტომ, მაკიაჟში აქცენტს მასზე აკეთებენ. როგორც ვიზაჟისტები ირწმუნებიან, ქალების უმეტესობა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს – წამწამებს შორის ადგილს შეუღებავს ტოვებენ. ის ყველაზე ლამაზ ლაინერის ისრებსაც კი შეუხედავს ხდის. სწორად შეღებილი წამწამები – ლამაზი გამოხედვის გარანტიას წარმოადგენს, რომელიც წამწამებს ვიზუალურად მოცულობას მატებს და თვალის ფორმას კი უფრო ლამაზს ხდის.

დღეს ვიზაჟისტის რჩევებს გიზიარებთ, თუ როგორ შეიღებოთ წამწამებს შორის ადგილი ისე, რომ თვალი არ დააზიანოთ და ქვედა ქუთუთოზე გადასული ფანქრით არ დაიტანჯოთ.

წამწამებს შორის სივრცე

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის წამწამებს შორის სივრცე, რადგან ბევრს ის ზედა ქუთუთოს ლორწოვან გარსში ერევა. კიდევ ერთი შეცდომა – ზუსტად წამწამების ქვემოთ თხელი ხაზის შეღებვა. ესეც შეცდომას წარმოადგენს, რადგან საჭირო ეფექტს ვერ ქმნით და ამას ისარს ვერ უწოდებთ. უფრო წინა საღამოს მაკიაჟის ნარჩენს ჰგავს. ასე რომ, წამწამებს შორის სივრცე – ეს წამწამების ზრდის ხაზია. არც ზემოთ და არც მის ქვემოთ.

ფანქრით ან ლაინერით ზუსტად ეს, წამწამებს შორის სიცარიელე უნდა შეიღებოთ. რაც უფრო გაიშვიათებულია წამწამები, მით უფრო ხშირად უნდა გამოიყენოთ ეს მეთოდი, რომ ვიზუალურად სქელი წამწამების შთაბეჭდილება დატოვოთ. სცადეთ ამ სივრცის შეღებვა და დაინახავთ, რომ თვალი უფრო გამოხატული გახდება, ამასთან მინიმუმი კოსმეტიკის გამოყენებით.

ახლა უკვე იცით, თუ რომელი ადგილი უნდა შეიღებოთ. ფანქრით ზედა ქუთუთოს ლორწოვანი ხაზი შეღებვის შემდეგ ქვედა ქუთუთოზე გადადის და უკვე 20 წუთში ქრება. აუცილებლად რბილი გელ-ფანქარი უნდა შეარჩიოთ ან მყარი ფანქარი. ფერი თქვენი თვალის ფერის, წამწამების ფერის და მაკიაჟის ზოგად სურათზე არის დამოკიდებული.

თვალი რომ უკვე გამოკვეთილი გახადოთ, შეგიძლიათ ზურმუხტისფერი, იისფერი ან ლურჯი ფერის ფანქარი გამოიყენოთ.

ახლა პროცესს შეუდექით. ყველაფერი ქუთუთოს მდგომარეობაზე არის დამოკიდებული. ზოგს თითით ქუთუთოს გაწევა სჭირდება, ზოგისთვის კი სარკის ქვემოთ დადებაც კი საკმარისია, რომ წამწამებს შორის ადგილი დაინახოს. სიცარიელე მცირე შტრიხებით უნდა დაფაროთ. მისი გაფართოება საჭირო არაა, თუ ხაზს გადახვედით, შეგიძლიათ ფრთხილად მოიშოროთ. ახლა კი წამწამების ტუშით შეღებვა, ჩრდილების წასმა და ლაინერით ისრის დახატვა შეგიძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ხედვა ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება, ხოლო მაკიაჟი დასრულებული.

წამწამებს შორის სივრცის შეღებვა სცადეთ და თქვენ წამიერად შეიცვლებით. ყოველდღიური, დასვენებული მაკიაჟის გაკეთებისთვის ეს ნაბიჯი საკმარისია, რუმიანა დაუმატეთ, ან წარბები შეიღებეთ. საკმარისია! თქვენ უბრალოდ მშვენიერი იქნებით. ოღონდ წამწამებს შორის სივრცის შესაღებად წყალგამძლე ფანქარი არ გამოიყენოთ, მისი მოშორება ამ დელიკატური ზონიდან სირთულეს წარმოადგენს.

გვიამბეთ კომენტარებში, წამწამებს შორის სივრცეს იღებავთ თუ არა, ასევე სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს