2019 წლის ულტრათანამედროვე ვარცხნილობები: ასიმეტრია ახლა ტოპშია

17333
2019 წლის ულტრათანამედროვე ვარცხნილობები: ასიმეტრია ახლა ტოპშია
2019 წლის ულტრათანამედროვე ვარცხნილობები: ასიმეტრია ახლა ტოპშია

2019 წელმა მოდის სამყაროში ცვლილებების შეტანა უკვე მოასწრო. ცვლილებები ქალის ვარცხნილობასაც შეეხო. მოდის გურუებმა და საუკეთესო პარიკმახერებმა 2019 წელს ქალებისთვის მოდური ვარცხნილობების საუკეთესო იდეების სია უკვე შეადგინეს. ვიმედოვნებთ რომ ყველა ლამაზმანისთვის რაღაც მოსაწონი იქნება: თავხედური ვარცხნილობები, ასიმეტრია და მუდმივი კლასიკა.

ზოგიერთი ვარცხნილობა ტოპ სიაში უკვე წლებია არის, თუმცა ამ სიას ახალი იდეებიც დაემატა. დღეს ამა წლის ყველაზე მოდურ ვარცხნილობებზე გიამბობთ.

2019 წლის მოდური ვარცხნილობები

წელს, როგორც ჩანს, მოდააში 90-იანი წლების ვარცხნილობა ბრუნდება, ოღონდ თანამედროვე ვარიაციებით. დაათვალიერეთ, თქვენთვის სტილისტებმა რა მოამზადეს.

1.დაგრძელებული პიქსი

დავიწყოთ პოპულარული ვარცხნილობით პიქსი, რომელიც 90-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. მოკლე კლასიკური პიქსი გასულ წელსაც პოპულარული იყო, მაგრამ ახლა ოდნავ სახეშეცვლილია. ახლა ეს დაგრძელებული პიქსის ვარცხნილობაა, რომელმაც ცოტა ხნის წინა ემილია კლარკმა გაიკეთა.

2.ბობი სტილში cool girl

ბობი ტოპ სიაში უკვე რამდენიმე წელი არის და მოდიდან არ გადადის, მხოლოდ ოდნავ ცვლილებას განიცდის. 2019 წელს ტრენდში იქნება სხვადასხვა ხაზებით და რამდენიმე ფენად აჭრილი. ასეთი ვარცხნილობა სახის მკვეთრ ხაზს სირბილეს და სიმრგვალეს მიანიჭებს. ამასთან ასეთი ვარცხნილობის დავარცხნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

3.ვარცხნილობა „რეიჩელი“

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარცხნილობა, რომელიც მოდაში სერიალიდან „მეგობრები“ შემოვიდა. მაშინ საყვარელი გმირის, რეიჩელის სტილი ბევრმა მოირგო და თანდათანობით ვარცხნილობა კულტი გახდა. ასეთი ვარცხნილობა ყველას უხდება, რადგან სახეს ვიზუალურად აპატარავებს, ასევე თმას მოცულობას მატებს. გრძელი თმის შესანიშნავი ვარიანტი.

4.საშუალო სიგრძის თმა შუბლზე შეჭრილი თმით

ეს 2019 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობაა, ამასთან უნივერსალური. მან ბევრი მოდის მიმდევრის გული დაიპყრო. ყველას უხდება, ამასთან მისი მარტივად მოვლა შეგიძლიათ, განსაკუთრებულ დავარცხნას არ საჭიროებს.

5.მრავალფენიანი ვარცხნილობა გრძელ თმაზე

ეს მოდური ვარცხნილობაა მათთვის, ვისაც მოდის გამო გრძელ ხვეულ თმასთან გამომშვიდობება არ სურს. ასეთი ვარცხნილობა თმას მოცულობას შემატებს და დავარცხნის ბევრ ვარიანტს გაძლევთ.

6.ასიმეტრია

ეს ნამდვილად წლის ტოპ ვარცხნილობას წარმოადგენს. ასიმეტრია – მათთვის, ვინც კლასიკური ვარცხნილობისგან დაიღალა და რაღაც ცვლილება სურს. გადასვლა შეიძლება იყოს თანდათანობითი ან აჭრილი, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაგარი გამოდის.

7.აპარსული კეფა

კიდევ ერთი 2019 წლის უდაო ლიდერი. რა თქმა უნდა, ის ყველას არ მოუხდება, თუმცა თამამი მოდის მიმდევრები ასეთ ტრენდს სათანადოდ დააფასებენ.

8.კარე

რა უნდა ვთქვათ? კარე ეს არის კლასიკა, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა. ამ წელს მოდაში იქნება სწორი და გრადუირებული კარე. ასე მოდის მოყვარულებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

სიმართლე რომ ვთქვათ, წელს სტილისტებმა ძალიან გაგვახარეს, რადგან ბევრი კარგი ვარიანტი შემოგვთავაზეს. აქ უნივერსალური ვარცხნილობები არის შეგროვებული, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ქალს მოუხდება. ეს ვარცხნილობები კარგად შეათვალიერეთ და პარიკმახერს თამამად ეწვიეთ!

თქვენთვის რომელი ვარცხნილობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? გვიამბეთ კომენტარებში, ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს