ჩემმა ახლობელმა კურკისგან ხე გაზარდა, მან კი გამოჯანმრთელებასა და გაახალგაზრდავებაში ხელი შეუწყო…მიხვდით რაზეა საუბარი? რბილი და წვნიანი ავოკადო მთელ მსოფლიოში სასარგებლო თვისებების გამო დაფასებულია.
ეს ეგზოტიკური ნაყოფი წონაში დაკლებას ხელს უწყობს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, მეხსიერებას აუმჯობესებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. ხოლო მექსიკაში ავოკადო, როგორც აფროდიზიაკი, ისე გამოიყენება და ითვლება, რომ მის ნაყოფს აღგმზნები ეფექტი აქვს. თუმცა ეს მცენარის ყველა ღირსებას არ წარმოადგენს.
რა არის ეს ხილი და რასთან ერთად უნდა მიირთვათ მხოლოდ ცოტამ თუ იცის. დღეს ამ მწვანე ლამაზი მცენარის 13 საიდუმლოს გაგიზიარებთ, რომლის შემდეგ მის ხშირად მიღებას დაიწყებთ!
ავოკადო თავის გემოს თვისებებით და შემადგენლობით ბოსტნეულს ჰგავს. ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში კაკალი ეგონათ, მაგრამ ეს ხილია. ავოკადოს სამშობლო არის მექსიკა და ცენტრალური ამერიკა.
რით არის სასარგებლო ავოკადო
1.ავოკადო დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს და ამის წყალობით დანაყრების შეგრძნებას გაძლევთ. ამასთან, მაღალი კალორიულობის მიუხედავდ, დიეტის დროს აქტიურად გამოიყენება. ავოკადოში შემავალი ნახევრად გაუჯერებელი მჟავები წონის დარეგულირებას ხელს უწყობს.
2.ნამდვილი ვიტამინური ბომბაა (მის შემადგენლობაში შედის ისეთი ვიტამინები, როგორიცაა A, PP, E, F, D და B ჯგუფის ვიტამინები). ასევე შეიცავს მინერალებს: მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, გოგირდი, მანგანუმი, კალციუმი, ნატრიუმი, იოდი.
3.ავოკადოში შემავალი კალიუმი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არეგულირებს და ნაადრევ ჰიპერტონიას აფერხებს.
4.ანთებას აქრობს, ართრიტის და ართროზის მტკივნეულ შეგრძნებას აფერხებს. ანტისეპტიკური და დამატენიანებელი თვისებების წყალობით კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება.
5.ავოკადო ბიოლოგიურ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს.
6.სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს და კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის.
7.ეს ხილი რეკომენდებულია ორსული ქალებისა და მეძუძურე დედებისთვის. მასში ფოლიუმის მჟავა და B6 ვიტამინი შედის, რომლებიც ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია.
8.ავოკადოს ზეთი – მცენარეულ ზეთებს შორის ყველაზე უფრო ეკოლოგიურად სუფთაა, რომელიც საკვები ღირებულებით, გემოს თვისებებით, ვიტამინების და მიკროელემენტების შემადგენლობით ბევრ ჯანსაღ პროდუქტს უკან იტოვებს.
9.სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს უზრუნველყოფს და დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.
10.სასარგებლოა საკვების მომნელებელი სისტემისთვის, დაგეხმარებათ შეკრულობის დროს.
11.გოგირდის და კალციუმის წყალობით ადამიანის კბილების და ძვლების მდგომარეობას აუმჯობესებს. გოგირდი გონებრივ შესაძლებლობას აძლიერებს.
12.ზეაქსატინი და ლიუტეინი – ორი ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელთაც ავოკადო შეიცავს, ოფიციალურად აღიარებულია, როგორც დაბრმავების შემაფერხებელი და მხედველობის გასაუმჯობესებელი საშუალება.
13.ეს სასწაული ხილი დეპრესიას გააქრობს და განწყობას აგიმაღლებთ!
ახლა უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლოა ეს ხილი! რაციონში თამამად დაამატეთ. ავოკადო სალათებს ნაზ გემოს ანიჭებს და ბუტერბროდებს უფრო გემრიელს ხდის. შესანიშნავად ერწყმის ხიზილალა, კრევეტებს და ფრინველის ხორცს. ავოკადოს რბილობი შეგიძლიათ პურს წაუსვათ და ისე მიირთვათ,
მეგობრებს ავოკადო ჯერ კიდევ არ გაუსინჯავთ? ამ გასაოცარი ხილის თვისებების შესახებ უამბეთ, რომელიც ტონუსს ამაღლებს და წონაში დაკლებაში ხელს შეგიწყობთ. მიიღეთ ყოველდღე და ექიმები დაივიწყეთ!